სპირალურწამწამიანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სპირალურწამწამიანები (ლათ. Spirotricha) — უმარტივესთა ქვეკლასი ინფუზორიების კლასისა. აქვთ პირისირგვლივი, მარცხნიდან მარჯვნივ დახვეული მემბრანელები (წამწამების შეზრდით წარმოქმნილი ფირფიტოვანი სტრუქტურები), რომლებიც ემსახურებიან მოძრაობას და საკვების გადაადგილებას პირის ხვრელისაკენ. ქვეკლასში 2000-მდე სახეობაა. ბინადრობენ ზღვასა და მტკნარ წყლებში. სპირალურწამწამიანების ძირითადი მასა მიკრობენთოსის შედგენილობაში შედის ან ფსკერთან წყლის ფენაში ბინადრობს. სპირალურწამწამიანებს შორის გვხვდება ენდოპარაზიტები, აგრეთვე ექტოკომენსალები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]