სპინალური ანესთეზია
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|სპინალური ანესთეზია}} |
სპინალური ანესთეზია- ამ დროს ანესთეტიკი შედის ზურგის ტვინის მახლობელ სივრცეში. შედეგად ტკივილის აღმქმელი იმპულსები მანამდე ითრგუნება, ვიდრე თავის ტვინს მიაღწევს. ზურგის ტვინი, ერთ-ერთი უმთავრესი ინსტანციაა, რომლის საშუალებითაც სხეულის სხვადასხვა ნაწილზე განლაგებული ნერვული დაბოლოებებიდან ტკივილის იმპულსები თავის ტვინს გადაეცემა, სადაც ფორმირდება კიდეც ტკივილის შეგრძნება. სწორედ ამიტომ სპინალური ანესთეზიისას ზურგის ტვინის გარემომცველ სივრცეში, კერძოდ, იმ ზონაში, საიდანაც ოპერაციის ზომის შესაბამისი ნერვული წნული გამოდის, თხევადი ანესთეტიკი შეჰყავთ. პრეპარატი აღწევს ნერვულ ბოჭკოებში და ბლოკავს ნერვული იმპულსის გადაცემას.
გაუტკივარების ეს სახე ყველაზე ხშირად მენჯის ღრუს ორგანოებისა და ქვედა კიდურების ოპერაციისას გამოიყენება. ანესთეზიისას პაციენტი გვერდზე წევს ან ზის. ნემსის შეყვანა აბსოლუტურად უმტკივნეულია, რადგან კანში წინასწარ შეჰყავთ ადგილობრივი ანესთეტიკი. ოპერაციისას პაციენტს, სურვილისამებრ, შეუძლია იყოს გონზე და არ განიცდიდეს არავითარ ტკივილს ან დაიძინოს.