შინაარსზე გადასვლა

სპილო მის ხელებზე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სპილო მის ხელებზე
რეჟისორი ალ კრისტი
სცენარის ავტორი უცნობი
როლებში ედი ლაიონსი
ლი მორანი
რამონა ლანგლი
სტუდია Nestor Film Co.
დისტრიბუტორი Universal Film Manufacturing Company
გამოსვლის თარიღი 21 ნოემბერი, 1913 წ.
ხანგრძლივობა 10 წუთი (1 ბობინა)
ქვეყანა აშშ
ენა მუნჯი (ინგლისური ინტერტიტრები)

„სპილო მის ხელებზე“1913 წლის, ამერიკული, მუნჯი, მოკლემეტრაჟიანი, კომედიური ფილმი. რეჟისორობდა ალ კრისტი. მთავარ როლებს თამაშობდნენ ედი ლაიონსი, ლი მორანი და ლონ ჩეინი. ჩანაწერი დაკარგულია.[1]

რამონას მეტად უყვარს ცხოველები, მაგრამ მის მეუღლეს, ედის, ყოველი მათგანის ეშინია — თუთიყუშები კბენენ, მაიმუნები კი უღრენენ. წყვილს ედის ბიძისაგან წერილი მოსდის — ცირკის მეპატრონე ნათესავი ატყობინებს, რომ ბიზნესი ჩაუვარდა და თავის სპილოს, მისახედად, ძმისშვილთან გზავნის. ქმრის პროტესტის მიუხედავად, რამონა ედის აძალებს, სადგურში მივიდეს და სპილო წამოიყვანოს. ედის ჯერ 300-დოლარიანი ფოსტის საფასურის გადახდა უწევს, ხოლო შემდეგ იგებს, რომ მის მიერ დაქირავებულ თავლაში სპილოები არ დაიშვებიან. ახალი „შინაური ცხოველის“ უკანა ეზოში გაჩერებას მეზობლების პროტესტი და პოლიციის ორდერი მოჰყვება, რომელიც ცოლ-ქმარს აიძულებს სპილო უბანს მოაშორონ. ფილმის ბოლო სცენაში ვხედავთ ავეჯით დატვირთულ, სპილოშებმულ გადამზიდს, რომელზეც რამონა შემომჯდარა, ხოლო ედი ამ პროცესიას მიუძღვის.

„Moving Picture World“-ის კომენტარის მიხედვით: „ამ კომედიაში, სავარაუდოდ, მეტად გაერთობით ცხოველების ოინბაზობით. ვხედავთ ორ სახეობას — მაიმუნსა და სპილოს. მათგან პირველის გამაოგნებელი ოინები ნებისმიერ სახლს სიცილით აავსებს.“[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Silent Era: An Elephant on His Hands. silentera. ციტირების თარიღი: June 10, 2008.
  2. Mirsalis, Jon C.. An Elephant On His Hands. ციტირების თარიღი: October 1, 2020.