სპილოსებრი კუები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

სპილოსებრი კუებიხმელეთის კუსებრთა (ლათ. Testudinidae) 2 სახეობის საერთო სახელწოდება. სპილოსებრი კუები (ლათ. Testudo elephantopus) გავრცელებულია გალაპაგოსის კუნძულებზე, გიგანტური კუ (ლათ. Testudo gigantea) — სეიშელის, მასკარენისა და ინდოეთის ოკეანის ზოგიერთ სხვა კუნძულებზე; საკუთრივ სპილოსებრი კუებისგან განსხვავებით აქვთ კისრის ფარი. სპილოსებრი კუების ჯავშნის სიგრძე 1,5 მეტრია, მასა — 400 კგ-ს აღწევს. აქვთ პატარა თავი, მეტად გრძელი კისერი, ინტენსიურმა რეწვამ (იყენებდნენ ხორცს, ცხიმსა და კვერცს) თითქმის გაანადგურა. ამჟამად უმნიშვნელო რაოდენობით არიან შემორჩენილი მხოლოდ ცალკეულ კუნძულებსა და დიდ ზოოპარკებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]