სპიკის გაზელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სპიკის გაზელი

სან-დიეგოს ზოოპარკში
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Gazella spekei (Blyth, 1863)
დაცვის სტატუსი
საფრთხეში მყოფი
საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Endangered : 8975

სპიკის გაზელი (ლათ. Gazella spekei) — წყვილჩლოქოსანი ძუძუმწოვარი ძროხისებრთა ოჯახისა. ყველაზე პატარა გაზელია. გავრცელებულია სომალის ნახევარკუნძულზე. ბინადრობს ბალახოვან სტეპებსა და ნახევარუდაბნოს ზონებში. ზოგჯერ განიხილავენ როგორც გაზელი დორკასის ქვესახეობას, მაგრამ დღეისათვის ფართოდ უგულებელყოფილია ეს მოსაზრება. ჰაბიტატის მკაცრი ფრაგმენტაცია შეუძლებელს ხდის სპიკის გაზელის მიგრაციებისა და მომთაბარეული ცხოვრების შესწავლას. მცირე რიცხვოვნობის გამო გადაშენების საფრთხის წინაშე დგას. პოპულაციის ზრდის მიუხედავად, IUCN-მა იგი მოწყვლადიდან საფრთხეში მყოფ სახეობების კატეგორიაში გადაიყვანა. შემორჩენილია ტყვეობაში მყოფი ინდივიდები, ველურ ბუნებაში კი მათი რაოდენობა რამდენიმე ათასს შეადგენს.

სახელი ეწოდა ცენტრალური აფრიკის ინგლისელი მკვლევარის, ჯონ ჰენინგ სპიკის პატივსაცემად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]