რუხის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რუხის ბრძოლაიმერეთის სამეფოს, ოდიშისა და გურიის სამთავროების გაერთიანებული ლაშქრის ბრძოლა ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ. ქუჩუკ-კაინარჯის 1774 ზავით თურქეთმა იმერეთის საქმეებში ჩარევის უფლება დაკარგა. 1779 წელს ოსმალეთი შეეცადა იმერეთისათვის ჩამოეშორებინა მისი მოკავშირე ოდიშის სამთავრო და აფხაზეთის ტერიტორიიდან ოდიშზე გაილაშქრა, ოსმალთა მოკავშირეებად გამოვიდნენ აფხაზები, ჯიქები, ალანები, ჩერქეზები, ბალყარელები და ყირიმელი თათრები. კაცია II დადიანმა დახმარებისათვის იმერეთის მეფეს მიმართა. სოლომონ I იმერეთ-გურიის ლაშქრით დადიანს მიეშველა. მტერმა ენგური გადალახა და ზუგდიდისაკენ დაიძრა. ბრძოლა, რომელიც რუხის ციხესა და ზუგდიდს შორის მოხდა, იმერეთ-გურია-ოდიშის ლაშქრის სრული გამარჯვებით დამთავრდა. გამარჯვებულებმა ხელთ იგდეს მრავალი ტყვე და დიდძალი ალაფი, მ. შ. მტრის არტილერია. რუხის ბრძოლამ დიდი ხნით შეაჩერა თურქთა ექსპანსია საქართველოში ჩრდილო-დასავლეთიდან.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;