ონიქსი (მდინარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ონიქსი (მდინარე)
ქვეყანა ანტარქტიდის დროშა ანტარქტიდა
სათავე ბრაუნუორთის ტბა
77°26′09″ ს. გ. 162°42′36″ ა. გ. / 77.4359083° ს. გ. 162.7101778° ა. გ. / -77.4359083; 162.7101778
სიგრძე 30 კმ
link=commons:Category:{{{Commons}}} ონიქსი (მდინარე) ვიკისაწყობში

ონიქსი — ანტარქტიდის ყველაზე გრძელი მდინარე. მდებარეობს ვიქტორიას მიწის რაიტის ხეობაში, მაკ-მერდოს მშრალ ველებზე, რომელიც ხასიათდება თითქმის მთელი წლის განმავლობაში უთოვლობით, მზის ინსოლაციის დიდი დონით და საკმაოდ მაღალი ზაფხულის ტემპერატურით. მდინარის სიგრძეა დაახლოებით 30 კმ. ჩაედინება ვანდას ტბაში.

მდინარეში წყლის დონე განიცდის დღიურ და სეზონურ ძლიერ ცვალებადობას. ონიქსს აქვს რამდენიმე შენაკადი და მოედინება მხოლოდ გვიანდელი ანტარქტიდული ზაფხულის პერიოდში (თებერვალი, მარტი). დანარჩენი დროის განმავლობაში მდინარის დინება პრაქტიკულად არ არსებობს. ზოგჯერ რამდენიმე წლის განმავლობაში მდინარე ვერ აღწევს ვანდას ტბას. მაგრამ ხანდახან ხდება თავისებური წყალდიდობებიც; ერთ-ერთი მათგანის დროს, 1984 წელს, ახალზელანდიელი რაფტინგისტები დაეშვნენ კიდევაც მდინარეზე[1].

მდინარეში არ არსებობს თევზი, მაგრამ არსებობს მიკროორგანიზმები და წყალმცენარეები, რომელთა ყვავილობა შესამჩნევია. მდინარის გასწვრივ განთავსებულია მეტეოსადგურები, ხოლო მდინარის ხეობაში 1968 წლიდან 1995 წლამდე მდებარეობდა ახალზელანდიური სადგური ვანდა. საინტერესოა, რომ სადგურზე 1974 წლის 5 იანვარს დაფიქსირებულმა ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შეადგინა +15 °C; ეს ალბათ მთელი ანტარქტიდის რეკორდია ტემპერატურაში.

რაიტის ხეობის რუკა მდინარე ონიქსით და ვანდას ტბით

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Antarctica’s longest river(ინგლისური) // Antarctic Sun, 23 იანვარი 2003 წელი.