მარი ბურგუნდიელი (1386-1422)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარი ბურგუნდიელი
სავოიის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 30 ოქტომბერი, 1393
მმართ. დასასრული: 8 ოქტომბერი, 1422
წინამორბედი: ბონა ბერელი
მემკვიდრე: ანა კვიპროსელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: სექტემბერი, 1386
გარდ. თარიღი: 8 ოქტომბერი, 1422, (36 წლის)
მეუღლე: ამადეო VIII, სავოიის ჰერცოგი
შვილები: ცხრა შვილი
დინასტია: ვალუები
მამა: ფილიპ II, ბურგუნდიის ჰერცოგი
დედა: მარგარიტა ფლანდრიელი
რელიგია: კათოლიციზმი

მარი ბურგუნდიელი (ფრანგ. Marie de Bourgogne, იტალ. Maria di Borgogna; დ. სექტემბერი, 1386 — გ. 8 ოქტომბერი, 1422) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპ II-ისა და მარგარიტა ფლანდრიელის ქალიშვილი. სავოიის ჰერცოგინია 1393-1422 წლებში როგორც ამადეო VIII-ის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარი დაიბადა 1386 წლის სექტემბერში. იგი იყო ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპ II-ისა და მისი მეუღლის, მარგარიტა ფლანდრიელის მერვე შვილი ცხრიდან.

ჰერცოგ ფილიპს, მთელი ევროპის მონარქებთან ჰქონდა დინასტიური კავშირები შექმნილი, მან თავისი ვაჟი, პრინცი ჟანი დააქორწინა მარგარეტ ბავარიელზე, თავისი ერთი ქალიშვილი ინგლისში გაათხოვა, ხოლო მეორე, პრინცესა კატრინი ავსტრიის ჰერცოგ ლეოპოლდ IV-ზე დააქორწინა. ფილიპის ამბიციებს დასასრული არ ჰქონდა და ამჯერად სავოიასთან მოისურვა კავშირის შექმნა, რისთვისაც მან მარი დანიშნა სავოიის გრაფ ამადეო VII-ისა და ბონა ბერელის ვაჟ ამადეო VIII-ზე. საქორწინო კონტრაქტი 1386 წლის 11 ნოემბერს დაიდო. 1393 წლის 30 ოქტომბერს შედგა მარისა და ამადეოს მარიონეტული, 1401 წელს კი უკვე ნამდვილი ქორწინება.

1416 წელს საღვთო რომის იმპერატორმა სიგიზმუნდ I-მა ამადეო VIII სავოიის გრაფობიდან სავოიის ჰერცოგობამდე აამაღლა, რითაც მარი სავოიის პირველი ჰერცოგინია გახდა.

მარი გარდაიცვალა 1422 წლის 8 ოქტომბერს, იგი დაკრძალეს ოტეკომბის სააბატოში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მარგერიტა (1405-1418);
  2. ანტონიო (1407);
  3. ანტონიო (1408);
  4. მარია (1411-1469), ცოლად გაჰყვა მილანის ჰერცოგ ფილიპო მარია ვისკონტის;
  5. ამადეო (1412-1431), პიემონტის პრინცი;
  6. ლუდოვიკო (1413-1465), სავოიის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ანა კვიპროსელი;
  7. ბონა (1415-1430);
  8. ფილიპო (1417-1444), ჟენევის გრაფი;
  9. მარგერიტა (1420-1479), პირველად ცოლად გაჰყვა ნეაპოლის მეფე ლუი III-ს, მისი გარდაცვალების შემდეგ იქორწინა რაინის პფალცგრაფ ლუდვიგ IV-ზე, მისი დაღუპვის შემდეგ კი ცოლად გაჰყვა ვუტემბერგის გრაფ ულრიხ V-ს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Richard Vaughan, Philip the Bold: The Formation of the Burgundian State, (The Boydell Press, 2005), 53.
  • Richard Vaughan, Philip the Bold: The Formation of the Burgundian State, 82.
  • BURGUNDY, Medieval Lands
  • de Sousa, Antonio Caetano (1735). Historia genealogica da casa real portugueza (in Portuguese). Lisbon: Lisboa Occidental. p. 147.
  • Suckale, Robert; Crossley, Paul (2005). Prague: The Crown of Bohemia, 1347-1437. Metropolitan Museum of Art. p. 16. ISBN 9781588391612. Retrieved 23 October 2018.