კომპოზიცია (ლიტერატურა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კომპოზიცია.

კომპოზიცია: ლიტერატურული ნაწარმოებისა (ლათ. compositio – შედგენა, შეთხზვა), მოიცავს მხატვრული ნაწარმოების თემის, იდეის, ფაბულის, სიუჟეტის, რითმის, რიტმის, სტროფის, ჩანართი ეპიზოდების, სიტყვიერი გამოსახვის ყველა მხატვრული საშუალების მიზანმიმართულ, მოტივირებულ, ურთიერთშეფარდებულ განლაგებას.

კომპოზიციაში ვლინდება ცხოვრების მოვლენათა, საზოგადოებრივ ურთიერთობათა ჩვენების კანონზომიერება მხატვრულ ნაწარმოებში. განსხვავდება არქიტექტონიკისაგან, რომელშიც წარმოჩენილია ნაწარმოების გარეგნული ნაწილების ურთიერთკავშირი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]