ვიწრო (საიდუმლო მასალები)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიწრო
საიდუმლო მასალები -ს ეპიზოდი
ეპიზოდის ნომ. ეპიზოდი 3
სცენარი გლენ მორგანი, ჯეიმზ უონგი
რეჟისორი ჰარი ლონგსტრიტი
მოწვეული მსახიობები დაგ ჰაჩისონი,
დონელ ლოუგი,
ჰენრი ბეკმენი,
კევინ მაკნალტი
მუსიკა მარკ სნოუ
კოდი 01-103
ეთერი 24 სექტემბერი, 1993 (1993-09-24)
ეპიზოდების ქრონოლოგია
← წინა შემდეგი →
„ღრმა ყელი“ „მილსადენი“

ვიწრო (Squeeze) — ამერიკული ზებუნებრივი და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალ საიდუმლო მასალების პირველი სეზონის მესამე ეპიზოდი, რომელიც ეთერში გავიდა 1993 წლის 24 სექტემბერს.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ბალტიმორში (მერილენდი) მოკლულია შუა ხნის ბიზნესმენი. სკალის ყოფილი კოლეგა, ტომ კოლტონი, ატყობინებს დანას სამი მსგავსი მვლელობის შესახებ - ყველა შემთხვევაში მსხვერპლს ამოჭრილი აქვს ღვიძლი. მალდერი კი დაადგენს, რომ ყოველ ხუთ მკვლელობას ადგილი ჰქონდა რამდენიმე წლის ინტერვალის შემდეგ, ლოგიკურად კი უნდა მოხდეს კიდევ ორი.

სკალის დახმარებით პოლიცია აღმოაჩენს ვინმე იუჯინ ტუმსს, რომელსაც დაკითხავს. მალდერის კითხვაზე, იყო თუ არა იუჯინი 1903 წელს მომხდარი მკვლელობის მონაწილე, პოლიცია იგნორირებას უკეთებს ფოქსს და ათავისუფლებს იუჯინს. მოგვიანებით ტუმსი კიდევ ერთ ადამიანს კლავს.

გამოძიებისას მალდერი და სკალი დაადგენენ, რომ ტუმსი ცხოვრობდა ექსეტერის 66-ე ქუჩაზე, ჯერ კიდევ 1903 წელს. მის სახლში შეღწევისას ისინი აღმოაჩენენ გიგანტურ ბუდეს, რომელიც ცარიელია. საბოლოოდ ირკვევა, რომ ტუმსი მუტანტია, რომელიც იღვიძებს რამდენიმე წლის ინტერვალის შემდეგ, ჭამს ღვიძლებს და ამით იხანგრძლივებს სიცოცხლეს.

მოგვიანებით ტუმსი იპარება სკალის სახლში. ორივე მოგვიანებით იჭერს მას და გადასცემს ექსპერტიზას. ირკვევა, რომ ტუმსს არასტანდარტული ჩონჩხი და მუსკულატურა გააჩნია, რაც საშუალებას აძლევს, შეძვრეს ნებისმიერ მილში (სწორედ ასე იპარებოდა ის მსხვერპლთა სახლებში).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]