ელ-რეის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელ-რეის ეროვნული პარკი

Parque Nacional El Rey

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა სალტის პროვინცია, არგენტინის დროშა არგენტინა
კოორდინატები 24°41′29″ ს. გ. 64°37′13″ დ. გ. / 24.69139° ს. გ. 64.62028° დ. გ. / -24.69139; -64.62028
ფართობი 441,62კმ²
დაარსდა 1948
მმართველი ორგანო არგენტინის ეროვნული პარკების ადმინისტრაცია

ელ-რეის ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional El Rey) — ეროვნული პარკი არგენტინის ჩრდილო-დასავლეთში, სალტის პროვინციაში. მდებარეობს პროვინციის დედაქალაქ სალტადან 80 კმ-ში. მისი ფართობია 441.62 კმ².

პარკი შეიქმნა ადგილობრივი ეკოსისტემის დაცვისა და გარემოს გაუმჯობესების მიზნით. კლიმატი თბილია. ნალექების საშუალო წლიური ჩამონადენი 500-700 მმ-ს შეადგენს.

ფლორა საკმაოდ მრავალფეროვანია, სიმაღლის ცვლასთან ერთად, მისი ხუთი დონე გამოიყოფა. რაც შეეხება ფაუნას, აღსანიშნავია ტაპირი, ყველაზე დიდი ძუძუმწოვარი სამხრეთ ამერიკაში (300 კგ).

ეს ტერიტორია წარსულში დასახლებული იყო ადგილობრივი ინდიელებით, ამიტომ ბევრია არქეოლოგიური ძეგლი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]