ალფონსინა ორსინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალფონსინა ორსინი

სანდრო ბოტიჩელის მიერ შესრულებული ალფონსინას პორტრეტი
ფლორენციის სენიორა
მმართ. დასაწყისი: 9 აპრილი, 1492
მმართ. დასასრული: 9 ნოემბერი, 1494
წინამორბედი: კლარისა ორსინი
მემკვიდრე: მადლენ დე ლა ტურდე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1472
გარდ. თარიღი: 7 თებერვალი, 1520, (48 წლის)
მეუღლე: პიერო მედიჩი
შვილები: ლორენცო
კლარიჩე
დინასტია: ორსინები
მამა: რობერტო, ტაგლიაკოცოს გრაფი
დედა: კატერინა სანსევერინო
რელიგია: კათოლიციზმი

ალფონსინა ორსინი (იტალ. Alfonsina Orsini; დ. 1472 — გ. 7 თებერვალი, 1520) — იტალიელი არისტოკრატი. ფლორენციის სენიორა 1492-94 წლებში როგორც პიერო მედიჩის მეუღლე. ქმრის დამხობის შემდეგ რომში ცხოვრობდა, ფლორენციაში მონარქიის აღდგენისა და მაზლის დაღუპვის შემდეგ კი 1515-20 წლებში იყო ფლორენციის რეგენტი. იგი იყო ბებია, საფრანგეთის ლეგენდარული დედოფლის, ეკატერინე მედიჩისა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალფონსინა დაიბადა 1472 წელს ფლორენციაში. იგი იყო მდიდარი და პატივცემული არისტოკრატიული გვარის: ორსინის წარმომადგენელი. მამამისი იყო ტაგლიაკოცოს გრაფი რობერტო ორსინი, ხოლო დედამისი ასევე წარჩინებული ქალბატონი კატერინა სანსევერინო. 1488 წელს იგი თავის მამიდაშვილს, ფლორენციის სენირო ლორენცო მედიჩისა და კლარისა ორსინის უფროს ვაჟს, პიეროს მიათხოვეს. 1492 წელს, მისი ქმარი ფლორენციის ტახტზე ავიდა, რითაც ალფონსინა სენიორა გახდა, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. ის და მისი ქმარი ფლორენციას მხოლოდ ორი წელი მართავდნენ, რის შემდეგაც 1494 წელს მედიჩები დაამხეს და იძულებულნი გახდნენ რომში გაქცეულიყვნენ.

„მარადიულ ქალაქში“ ყოფნისას ალფონსინა პალაცო მადამაში დასახლდა, აგრეთვე მის მფლობელობაში იყო პიაცა დეი კაპრეტარის სასახლე. თავისი რომაული რეზიდენცია მან უამრავი ხელოვნების ნიმუშით, ქანდაკებითა და საოცარი ბაღებით შეალამაზა. მის კოლექციაში იყო პიკოლო დონარიოს უიშვიათესი მარმარილოს ქანდაკებებიც, რის გამოც ზოგიერთი მას „მსოფლიოში უბედნიერეს ქალს“ ეძახდა. მისი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა და 1503 წელს მისი ქმარი მდინარეში დაიხრჩო. 1512 წელს მისი მაზლის, რომის პაპ ლეო X-ის დამსახურებით ფლორენციაში მედიჩების რესტავრაცია განხორციელდა, თუმცა სენიორი არა ალფონსინას ვაჟი, არამედ მისი მაზლი ჯულიო გახდა, რომელიც 1516 წელს უშვილოდ დაიღუპა. ამის შემდეგ ფლორენციის, ურბონოსა და ბოლონიის ჰერცოგი მისი ვაჟი — ლორენცო II მედიჩი ხდება. აქედან მოყოლებული 1519 წლამდე, ალფონსინა შვილის სახელით მართავდა ფლორენციას, რამაც იგი უძლიერეს ქალად აქცია. 1519 წელს მშობიარობას გადაჰყვა ალფონსინას რძალი — მადლენა, ამ ამბიდან ორ კვირაში კი მისი ვაჟიც დაიღუპა, რის გამოც ტახტის ერთადერთ მემკვიდრედ ახალშობილი ეკატერინე მედიჩი იქცა. ეკატერინეს მეურვე და აღმზრდელი ალფონსინა გახდა, თუმცაღა მასზე ვაჟის გარდაცვალებამ იმდენად ნეგატიური შედეგი იქონია, რომ სულ რამდენიმე თვეში, 1520 წლის 7 თებერვალს, 48 წლის ალფონსინა ორსინი გარდაიცვალა, ეკატერინეზე მზრუნველობა კი მისმა ქალიშვილმა კლარიჩემ იკისრა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლორენცო II (1492-1519), ურბინოს, ფლორენციისა და ბოლონიის ჰერცოგი. ცოლად შეირთო მადლენ დე ლა ტურდე, რომელთანაც ერთი ასული, ეკატერინე შეეძინა, რომელიც მომავალში საფრანგეთის დედოფალი გახდა. გარდა ამისა, საყვარილსგან ჰყავდა ერთი ვაჟიც, მომავალში ფლორენციის ჰერცოგი ალესანდრო მედიჩი;
  2. კლარიჩე (1493-1528), ცოლად გაჰყვა ფილიპო სტროზის, რომელთანაც შეეძინა შვილები. დედისა და ძმის დაღუპვის შემდეგ თავისი ძმის შვილების მეურვე და ფლორენციის დესპოტი მმართველი გახდა, რომელიც ხალხმა 1527 წელს დაამხო, ამ ამბიდან ერთ წელიწადში კი აჯანყებულებმა მას ყელი გამოსჭრეს;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Reiss, Sheryl E. (2001). "Widow, Mother, Patron of Art: Alfonsina Orsini de' Medici". In Reiss, Sheryl E.; Wilkins, David G. (eds.). Beyond Isabella: Secular Women Patrons of Art in Renaissance Italy Volume 54 of Sixteenth century essays & studies. Truman State Univ Press. ISBN 9780943549880. Retrieved 11 Jan 2016.
  • Tomas, Natalie R. (2003). The Medici Women: Gender and Power in Renaissance Florence. Aldershot: Ashgate. ISBN 0754607771.
  • Natalie Tomas, Alfonsina Orsini de’ Medici and the ‘problem’ of a female ruler in early sixteenth century Florence, Renaissance Studies, 14 (2000), pp. 70–90.