ბაძგი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+სურათი, კატ.
Robot: Interwiki standardization
ხაზი 5: ხაზი 5:


[[კატეგორია:ბაძგისებრნი]]
[[კატეგორია:ბაძგისებრნი]]

[[da:Kristtorn]]
[[da:Kristtorn]]
[[de:Stechpalmen]]
[[de:Stechpalmen]]

15:49, 21 დეკემბერი 2009-ის ვერსია

ბაძგი

ბაძგი, ჭყორი (Ilex), მცენარეთა გვარი ბაძგისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ზოგჯერ ფოთოლმცვივანი ხეები და ბუჩქებია. აქვს მარტივი, ტყავისებრ ხეშეში, კიდეეკლიანი ფოთლები. ნაყოფი კურკიანაა, წითელი ან შავი, იშვიათად ყვითელი. შეიცავს 400-ზე მეტ სახეობას, რომლებიც გავრცელებულია სამხრეთ ამერიკისა და აზიის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. 3 სახეობა იზრდება კავკასიაში. ესენია: წვრილნაყოფა ბაძგი (Ilex stenocarpa) ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში, ჰირკანული ბაძგი (Ilex hyrcanica) - თალიშში და კოლხური ბაძგი (Ilex colchica) - საქართველოში. კოლხური ბაძგა 2,5 მ სიმაღლის მარადმწვანე ბუჩქია; ქვეტყეს ქმნის ფოთლოვან (განსაკუთრებით წიფლნარებში). ფოთლოვან-წიწვოვანსა და წიწვოვან ტყეებში. კულტივირებულია ბაძგის ეგზოტიკური სახეობის უმრავლესობა მოშენებულია საქართველოში. მათგან აღსანიშნავია პარაგვაული ბაძგი ანუ პარაგვაული ჩაი, რომლის ფოთლებისაგან სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში ამზადებენ ჩაის - მატეს.

ბაძგის მარადმწვანე სახეობები დეკორატიულია, აშენებენ ცოცხალ ღობეებად. მაგარსა და მძიმე მერქანს იყენებენ სადურგლო-სახარატო საქმეში. ფოთოლი, ნაყოფი და ქერქი იხმარება მედიცინასა და კულინარიაში. სახეობათა უმრავლესობა შეიცავს მთრიმლავ, ცხიმოვან და საღებარ ნივთიერებებს, ზოგი A1, B2 და C ვიტამინებს.