კოლხური თეთრი: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
No edit summary
No edit summary
==ისტორიული დეტალები==
[[სურათი:Colchis-coins.jpg|thumb|left|200px|კოლხური მონეტები]]
[[კოლხეთის სამეფო|კოლხური]] მონეტები ასევე აღმოჩენილია ([[ყირიმი|ყირიმში]] – [[ნიმფეის ტაძრი]]ს ნანგრევებში; [[ქეროსენე|ქერსონესში]]; [[სოჭი|სოჭის რაიონში]]; [[ტრაპიზონი|ტრაპეზუნტის მიდამოებში]]; [[ქართლი|ქართლში]] – [[არმაზი|არმაზში]] და სხვ.). თავად დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ეს კოლხური მონეტები ნაპოვნია ათასობით<supref>1დ. კაპანაძე, ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1950, გვ. 25-27.</supref>. კოლხურ მონეტებს შორის ყველაზე გავრცელებულია II ტიპის ნახევარდრაქმა, რომელიც დიდი რაოდენობითაა ნაპოვნი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, რომლის ერთ მხარეზე [[ადამიანი]]ს თავია გამოსახული, მეორეზე კი – [[ხარი]]ს, უფრო იშვიათად ლომის. სამწუხაროა მაგრამ კოლხურ მონეტებზე წარწერები არ გვხვდება, თუმცაღა არის გამონაკლისები - მხოლოდ ზოგიერთზე გვხვდება ასოები MO, A, O, ან Ф. ყველაზე ხშირია MO-ასოებიანი მონეტები ([[საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი|საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში]] ასეთები ათზე მეტია), სხვა სახის წარწერიანი მონეტები სულ თითო ეგზემპლარის სახითაა მოღწეული<supref>2ა. ბოლტუნოვა ფიქრობს, რომ ასო Ф-ში ფაზისის სახელი შეიძლება დავინახოთ (ВДИ, 1952, №4, გვ. 172). დანარჩენი ნიშნები, მ. ინაძის აზრით, შეიძლება ზღვისპირა ქალაქების თანამდებობის პირთა ინიციალებს წარმოადგენდნენ (“საქართველოს მეცნ. აკადემიის მოამბე”, XXI, 1958, №2).</supref>. დასავლეთ საქართველოში კოლხური მონეტები ძირითადად გავრცელებულია [[სოხუმი|სოხუმსა]] და [[ბათუმი|ბათუმს]] შორის მდებარე ტერიტორიაზე, ე. ი. სწორედ [[ძვ. წ. VI საუკუნე|ძვ. წ. VI]]-[[ძვ. წ. IV საუკუნე|IV]] სს. მეცნიერთა ერთი ჯგუფი თვლის რომ კოლხური მონეტები იჭრებოთა თავად კოლხეთში. [[ხონი (ქალაქი)|ქ. წულუკიძეში]] ნაპოვნ განძში მონეტის ერთ-ერთი ეგზემპლარი დამზადების პროცესში მყოფი ჩანს (ერთი მხარე გლუვი აქვს), რაც თითქოს აგრეთვე მათ ადგილობრივ დამზადებაზე მეტყველებს<supref>3Д.К. Капанадзе и К.В. Голенко, დასახ. ნაშრ.</supref>. ხოლო მეორე ჯგუფი თვლის, რომ ეს მონეტები შესაძლოა ზღვისპირა ბერძნულ ქალაქებში იყოს მოჭრილი<supref>4А.И. Болтунова, დასახ. ნაშრ., გვ. 172. ა. ზოგრაფს კოლხური მონეტების ერთი ნაწილი მაინც ადგილობრივ ხელისუფალთა მიერ მოჭრილად მიაჩნდა – იხ. მისი Находки античных монет в Закавказье, გვ. 38.</supref>. კოლხური თეთრის არსებობა ერთ-ერთი საბუთია იმისა, რომ [[ძვ. წ. VI საუკუნე|ძვ. წ. VI]]-[[ძვ. წ. V საუკუნე|V]] საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს მიწა-წყალზე სახელმწიფო არსებობდა.
 
==ლიტერატურა==
* ''დუნდუა გ.,'' [[ქსე]], ტ. 5, გვ. 597, თბ., 1980.
* ''მელიქიშვილი გ. მელიქიშვილი,'' საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ ო მ ი I, თბ., 1970, გვ. 280.
* 1 დ. კაპანაძე, ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1950, გვ. 25-27.
 
* 2 ა. ბოლტუნოვა ფიქრობს, რომ ასო Ф-ში ფაზისის სახელი შეიძლება დავინახოთ (ВДИ, 1952, №4, გვ. 172). დანარჩენი ნიშნები, მ. ინაძის აზრით, შეიძლება ზღვისპირა ქალაქების თანამდებობის პირთა ინიციალებს წარმოადგენდნენ (“საქართველოს მეცნ. აკადემიის მოამბე”, XXI, 1958, №2).
==სქოლიო==
* 3 Д.К. Капанадзе и К.В. Голенко, დასახ. ნაშრ.
{{reflist}}
* 4 А.И. Болтунова, დასახ. ნაშრ., გვ. 172. ა. ზოგრაფს კოლხური მონეტების ერთი ნაწილი მაინც ადგილობრივ ხელისუფალთა მიერ მოჭრილად მიაჩნდა – იხ. მისი Находки античных монет в Закавказье, გვ. 38.
 
* გ. მელიქიშვილი, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ ო მ ი I, თბ., 1970, გვ. 280.
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://gametv.ge/forum/lofiversion/index.php/t5749-0#start ”კოლხური მონეტები”]
ანონიმური მომხმარებელი

სანავიგაციო მენიუ