სტენდალის სინდრომი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: cs:Stendhalův syndrom
ბოტის დამატება: fi:Stendhalin syndrooma
ხაზი 26: ხაზი 26:
[[en:Stendhal syndrome]]
[[en:Stendhal syndrome]]
[[es:Síndrome de Stendhal]]
[[es:Síndrome de Stendhal]]
[[fi:Stendhalin syndrooma]]
[[fr:Syndrome de Stendhal]]
[[fr:Syndrome de Stendhal]]
[[it:Sindrome di Stendhal]]
[[it:Sindrome di Stendhal]]

17:28, 14 დეკემბერი 2009-ის ვერსია

ანრი-მარი ბეილი (სტენდალი), რომლის სახელიც ამ სინდრომს ქვია.

სტენდალის სინდრომი (ასევე ფლორენციის სინდრომი) — ფსიქოსომატური აშლილობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია გულისცემის აჩქარება, თავბრუსხვევა და ჰალუცინაცია, იშვიათად გულის წასვლითაც, როდესაც ადამიანი ხელოვნების ზემოქმედების არეში ხვდება ან ადგილას, სადაც ხელოვნების ნიმუშების დიდი რაოდენობაა თავმოყრილი. სინდრომს სახელი დაერქვა XIX ს. ფრანგი მწერალი სტენდალის პატივსაცემად, რომელმაც წიგნში "ნეაპოლი და ფლორენცია: მოგზაურობა მილანიდან რეჯიოში" აღწერა საკუთარი მდგომარეობა 1817 წელს ფლორენციაში ყოფნისას.

მიუხედავად ამგვარი სახის შეტევების მრავალჯერადი აღწერისა იმ ხალხის მიერ, რომლებიც ფლორენციის უფიცის გალერეას სტუმრობდნენ, სინდრომი მხოლოდ 1979 წელს განსაზღვრა იტალიელმა ფსიქიატრმა გრაციელა მაგერინიმ, რომელმაც ფლორენციის ტურისტებს შორის 100-ზე მეტი მსგავსი შემთხვევა შეისწავლა. ხოლო ამგვარი დიაგნოზი პირველად 1982 წელს დასვეს.

ამ ტერმინს ასევე ხშირად იყენებენ რომანტიზმის პერიოდის მუსიკის მსმენელთა რეაქციის აღწერისას.


ლიტერატურა

  • (იტალიური) Graziella Magherini. La Sindrome di Stendhal. Firenze, Ponte Alle Grazie, 1989. [1]
  • გ.ბახტაძე; ა.გიგაური; გ.ბახტაძე; თერაპიული ლექსიკონი - ”საქართველო”, თბილისი 1991

იხილეთ ასევე

გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება მითითებას ჯანმრთელობის თემებზე!