ეგვიპტის ძველი სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
== VI დინასტიის ეგვიპტე ==
VI დინასტიის ბოლო ფარაონი იყო [[პეპი II]], რომელიც ტახტზე 6 წლის ასაკში ავიდა და 94 წელიწადს იმეფა, მაგრამ ჩვენამდე მხოლოდ მისი მეფობის პირველი ნახევრის წარწერები შემოინახა. ალბათ, ეს შემთხვევითი არ არის. ფარაონის ძალაუფლება უკვე შერყეულია. განსაკუთრებით ძლიერი ოჯახები თავიანთ ნომებში პირველობასა და ბატონობას ჩემობენ. ამ პერიოდის მდგომარეობა კარგად არის აღწერილი ერთ–ერთი სამხრეთელი დიდგვაროვნის [[ანხტიფის]] სამარხის წარწერებში: ქვეყანაში დიდგვაროვანი ნომარქები ბატონობენ; ფარაონის მიწებზე მომუშავე გლეხებმა დაიტაცეს მიწების უმრავლესობა და აღარ უნდათ მორჩილება: ეტყობა, მწყობრიდან გამოვიდა საირიგაციო სისტემა, რადგან ქვეყანაში დაიწყო შიმშილი. მხოლოდ ზოგიერთი დიდი ტაძრის მეურნეობა ინარჩუნებს წესრიგს. თუმცა თავად ანხტიფი ჯერ კიდევ პატივისცემით იხსენიებს ფარაონს. პეპი II-ის შემდეგ [[ტორინოს პაპირუსი]] ასახელებს
რამდენიმე ეფემერული ფარაონის სახელს, რომლებიც საოცარი სისწრაფით ცვლიდნენ ერთმანეთს. პეპი II-ს მეფობასთან ერთად მთავრდება ძველი სამეფოს ეპოქა, რომელმაც ხუთ საუკუნეს გასტანა. პეპი II-ის სიკვდილდან 5–6 წლის შემდეგ ქვეყანა დაიშალა ცალკეულ სამთავროებად.
== ლიტერატურა ==
1 436

რედაქტირება

სანავიგაციო მენიუ