ბარდოსი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 14: ხაზი 14:


აქედან გამომდინარე თარგამოსმა თავის ძეებს დაუწესა ბუნებრივი საზღვრები როგორიცაა: [[ზღვა]], [[მდინარე]] და [[მთის ქედი]].
აქედან გამომდინარე თარგამოსმა თავის ძეებს დაუწესა ბუნებრივი საზღვრები როგორიცაა: [[ზღვა]], [[მდინარე]] და [[მთის ქედი]].

[[ფაილი:bardosi.JPG|thumb|center|500px|ბარდოსის ბუნებრივი საზღვრები]]


==იხილეთ აგრეთვე==
==იხილეთ აგრეთვე==

07:12, 27 ნოემბერი 2009-ის ვერსია

ბარდოსი, ლეონტი მროველის მიხედვით, კავკასიელ ხალხთა ერთ-ერთი ეთნარქი. კავკასიის ალბანეთის უძველესი ქალაქის ბარდის დამაარსებელი.

ქართლის ცხოვრება

ლეონტი მროველი წერს:

ხოლო ბარდოსს მისცა მტკუარს სამჴრით, ბერდუჯის მდინარითგან ვიდრე სადა შეკრბებიან მტკუარი და რაჴსი. ამან ბარდოს აღაშენა ქალაქი ბარდავი და დაეშენა მუნ.

ისტორიული საზღვრები

ლეონტი მროველის მიერ ბარდოსის ტერიტორიებზე მწირი ინფორმაცია მოიპოვება. ცნობილია მხოლოდ შემდეგი:

  • ჩრდილოეთი საზღვარი - მდ. მტკვარი, მდ. ბერდუჯის(დებედა) შესართავსა და მდ. არაქსის შესართავს შორის.
  • დასავლეთი საზღვარი - მდ. ბერდუჯი(დებედა) რომელიც აბოცის(აშტოცკ) მთიდან მოედინება და ჩაედინება მდ. მტკვარში.

მაგრამ სად გადის ბარდოსის სამხრეთი საზღვარი ამაზე წიგნის ავტორი აქ არსად წერს. ერთადერთი რასაც შეუძლია ამაზე პასუხი გაგვცეს ესაა დადგინდეს მისი მეზობელი ქვეყნის - ჰაოსის ჩრდილოეთი საზღვარი. ხოლო ჰაოსის ზედა საზღვარი ვიცით რომ არის მასისის მთა - არარატი. მთა რომელიც ისტორიულად ეკუთვნის სომხეთის ერს! ქართლის ცხოვრებაში ისიცაა ცნობილი რომ ტერიტორია რომელიც თარგამოსმა უანდერძა ჰაოსს ესაა პონტოსა და გურგენის ზღვასა და მასისის მთასა და ორეთის ზღვას შორის. მაგრამ როგორც ცნობილია ორ ზღვას შუა ძალიან დიდი ტერიტორიაა და არც არარატის მთა არის მთის მასივი რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ იყოს გადაჭიმული და ამით ქმნიდეს ე.წ. საზღვარს, არამედ არის ერთ ადგილას ამოზიდული მთა. საოცარია მაგრამ არარატის მთის ჩრდილოეთით, მთის ძირში მიედინება მდინარე არაქსი, რომელიც გადაჭიმულია აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, მოედინება პონტოს ტერიტორიიდან, უერთდება მდინარე მტკვარს და ჩაედინება გურგენის(კასპიის) ზღვაში. ამის გარდა თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ აბოცის მთიდან გამოედინება ასევე მდინარე რაზდანი რომელიც მდ. არაქსს მარცხნიდან უერთდება, მაშინ ყველაფერი ნათელი ხდება. გამოდის შემდეგი:

  • აღმოსავლეთის საზღვარი - ქართლის ცხოვრებაში ნახსენები მტკვარ-არაქსის შესართავი.
  • სამხრეთი საზღვარი - მდ. არაქსი, მონაკვეთი მდ. მტკვრის შესართავსა და მდ. რაზდანის შესართავს შორის.
  • დასავლეთი საზღვარი - მდ. რაზდანი, მდ. არაქსის შესართავსა და აბოცის მთას შორის პლუს მდ. ბერდუჯი(დებედა).

აქედან გამომდინარე თარგამოსმა თავის ძეებს დაუწესა ბუნებრივი საზღვრები როგორიცაა: ზღვა, მდინარე და მთის ქედი.

ფაილი:Bardosi.JPG
ბარდოსის ბუნებრივი საზღვრები

იხილეთ აგრეთვე

თარგამოსის შთამომავლობა - ქართლის ცხოვრების მიხედვით
ქართველთა ეთნარქები სომეხთა ეთნარქი ალბანთა ეთნარქები ჩრდილოკავკასიელთა ეთნარქები
თარგამოსის ძენი ქართლოსი · ეგროსი · ჰეროსი ჰაოსი ბარდოსი · მოვაკანოსი ლეკოსი · კავკასოსი
ქართლოსის ძენი მცხეთოსი · გარდაბოსი · კახოსი · კუხოსი · გაჩიოსი
მცხეთოსის ძენი უფლოსი · ოძროხოსი · ჯავახოსი