ჯორჯო I (სებორგა): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ბოტის დამატება: nl:Giorgio I di Seborga
ხაზი 10: ხაზი 10:
[[de:Giorgio I. Fürst von Seborga]]
[[de:Giorgio I. Fürst von Seborga]]
[[en:Giorgio Carbone]]
[[en:Giorgio Carbone]]
[[nl:Giorgio I di Seborga]]
[[pt:Giorgio I de Seborga]]
[[pt:Giorgio I de Seborga]]

14:31, 26 ნოემბერი 2009-ის ვერსია

ჯორჯო I (იტალ.: Giorgio I) დაბადებული ჯორჯო კარბონე (იტალ.: Giorgio Carbone) (დ. 1939, სებორგა) — სებორგას თავადი 1964 წლიდან.

ჯორჯო კარბონე თავადად არჩევამდე ადგილობრივი ყვავილების გამყიდველთა ამხანაგობის საქმეთა მმართველი იყო. XX საუკუნის 60-იან წლებში მან მონაწილეობა მიიღო ისტორიულ გამოკვლევაში, რომლის მიხედვითაც „დადგინდა“, რომ სებორგა არც ვენის კონგრესზე და არც იტალის რესპუბლიკის დაარსებისას (1946) არც ერთი ქვეყნის პროტექტორატის ქვეშ არ მოქცეულა და „სუვერენიტეტი“ არ დაუკარგავს.

1963 წელს სებორგას მოსახლეობამ კარბონეს არგუმენტები დამაჯერებლად მიიჩნია და იგი თავადად აირჩია. ამ დღიდან ჯორჯო კარბონე ოფიციალურად იწოდება „მისი უგანათლებულესობა ჯორჯო I, სებორგას თავადი“ (იტალ.: SAS Giorgio I, Principe di Seborga). 1993 წელს იგი ხელმეორედ იქნა დამტკიცებული თავადად. 1994 წლიდან ჯორჯო I-ის განკარგულებით აღდგა სებორგას ვალუტის „ლუიჯინოს“ მოჭრა.