სათავადო: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: '''სათავადო''', მსხვილი ფეოდალური მიწისმფლობელობისა და ფეოდალთ...)
 
'''სათავადო''', მსხვილი ფეოდალური მიწისმფლობელობისა და ფეოდალთა იერარქიულ-პოლიტიკური ორგანიზაციის გარკვეული ფორმა XV-XVIII საუკუნეების [[საქართველო]]ში. აღმოცენდა საქართველოს ფეოდალური სახელმწიფოს ეკონომიკური და პოლიტიკური დაცემა-დაქვეითბისდაქვეითების, ყმა გლეხთა ექსპლოატაციის ზრდის, კლასობრივი ბრძოლის კიდევ უფრო გამწვავების, მსხვილ ფეოდალთა შეუვალობის ([[იმუნიტეტი]]ს) გაფართოებისა და ცალკე - [[თავადი|თავადთა]] წოდებად ჩამოყალიბების პირობებში. სათავადოების აღმოცენება შესაძლებელი და გარკვეულად აუცილებელი შეიქმნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც უცხოელ დამპყრობთა ხანგრძლივი ბატონობის შედეგად ქვეყანა ეკონომიკურად დაეცა, უკიდურესად შესუსტდა საქართველოს სამეფო ხელისუფლება, სამეურნეო დეგრადაციამ გამოიწვისგამოიწვია საქართველოს ცალკეულ კუთხეებს შორის ეკონომიკური კავშირ-ურთიერთობის შეწყვეტა, ქვეყანაში გაძლიერდა ფეოდალური ანარქია, დასუსტებული სახელმწიფო და მეფის ხელისუფლება ვეღარ ასრულებდა თავის ძირითად ფუნქციას — მორჩილებაში ჰქოლოდა ყმა გლეხობა, ქვეყანაში დაეცვა ფეოდალური წესრიგი.
 
სათავადო ფეოდალური სახლების გარკვეული პრინციპით გაერთიანების (გაუყრელობა, შეყრილობა, ფიცით გაერთიანება...) საფუძველზე აღმოცენდა. სათავადოში გაერთიანებულმა მსხვილმა ფეოდალებმა მიიტაცეს ყოფილი სამეფო-სახასო ან მათთვის საგამგებლოდ ([[საერისთავო]], [[საციხისთავო]] და ა. შ.) გადაცემული მიწები, დაიქვემდებარეს [[აზნაური|აზნაურები]] და სახელმწიფო-სახასო ყმა გლეხები, შექმნეს მმართველობისა და ყმა გლეხთა ექსპლუატაციის უზრუნველყოფის საკუთარი აპარატი (მოხელეები, მხლებელ-მოლაშქრენი) და ამით დაუპირისპირდნენ ცენტრალური მმართველობის სისტემას, სამეფო ხელისუფლებას.

სანავიგაციო მენიუ