ემო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: fa:ایمو
ბოტის შეცვლა: be:Эма
ხაზი 73: ხაზი 73:


[[af:Emo]]
[[af:Emo]]
[[be:Эма, музыка]]
[[be:Эма]]
[[be-x-old:Эма]]
[[be-x-old:Эма]]
[[bg:Имо]]
[[bg:Имо]]

03:46, 31 ოქტომბერი 2009-ის ვერსია

ემო კულტურა

ემო XXI საუკუნის ახალგაზრდული მოძრაობაა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ევროპასა და ამერიკაში. ემო კულტურა ძალიან განსხვავდება სხვა არსებული კონტრკულტურებისგან, ძირითადად იმით, რომ ის ასაკობრივია: ემო ძირითადად თინეიჯერული მოძრაობაა. რა თქმა უნდა, არსებობენ ემო ჯგუფები, სადაც თინეიჯერებზე ბევრად უფროსი მუსიკოსები უკრავენ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ემოები არიან, ემო არამარტო გარეგნულ არამედ მსოფლმხედველურ ერთიანობასაც გულისხმობს.

იმიჯი

ემოები თავს ბავშვებად მიიჩნევენ, შესაბამისად, ისინი გამოიყურებიან და იქცევიან როგორც ბავშვები. მათი ჩაცმის სტილი ძალიან კონტრასტულია: შავისა და ღია, ძირითადად, ვარდისფერი და იისფერის შეხამება, რომელიც იგრძნობა არა მარტო ტანსაცმელში, არამედ მათ გარეგნობაშიც. ეს ორი ფერი არა მხოლოდ ვიზუალურ დატვირთვას ატარებს: შავი-დეპრესიულობის, ღია კი პირიქით - პოზიტივისა და ბედნიერების სიმბოლო.

ემოების ჩაცმულობაში ასევე შედის ვიწრო შარვალი, ტანზე მომდგარი მაისური, რომელიც ხშირად შავ და ვარდისფერ ფერებშია და კედები. ასევე ემოების სტილი არის გრდძელი თმები რომელიც 75% სახეს ფარავს, ზოგ რაოდენობას გაწეწილი აქვს. ემოები ნაწყენი მოვლენებისგან თავიანთ თავს ისერავენ, ეს იგივე რომ აგრესია და სტრესით დაძაბილი ტკივილიტ გადაიტანოს.

ემოებში ასევე არის პოპილარული პირსინგები,რომელსაც ხშირად იკეთებენ , ყველაზე პოპულარული პირსინგი არის" Snake Bites"

სადაც ორი ბეჭედის ფორმის რკალი არის გაყრილი ქვედა თუჩზე,და ზოგი უბრალოდ სტილის გამო ატარებებს ან მოსწონდ, ასევე Snake Bites არის იმის სიმბოლო რომ როგორ ქვია გველის ნაკბენი ამ პირსინგს იგევე ასოცირება ხდება ცხოვრებაზე რომ ცხოვრება როგორც გველია და თვლიან ამ ცხოვრებისგან ნაკბენს..

აქსესუარებიდან ისინი ხშირად იყენებენ სათვალეებს, დიდ ჩანთებს, სხვადასხვა სათამაშოებს და სხვ.

ემოების გარკვეული ნაწილი straight edger-ია, თუმცა ეს ახსნადია: ეს ორი სუბკულტურა ჰარდკორიდან მოდის, თუმცა straight edge მაინც განსხვავებული და თვითმყოფადი მოვლენაა. ასევე ემოების დიდი ნაწილი ვეგეტარიანელია და ბევრი მათგანი გაწევრიანებულია სხვადასხვა გარემოს დაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებში.

კონფლიქტები

ეს სუბკულტურა იმითიც გამოირჩევა სხვებისგან, რომ ალბათ ალტერნატიულ კულტურებს შორის ყველაზე დიდ აგრესიას იწვევს არამარტო მასაში, არამედ ალტ-კულტურის სხვა წარმომადგენლებშიც, რაც ძირითადად იგრძნობა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც ჯერ კიდევ ჩანასახის დონეზეა ნებისმიერი სუბკულტურა და არც ემოა გამონაკლისი.

ასევე აგრესიას იწვევს ემო კულტურის სუიციდურობა, კერძოდ, ძალიან გახშირდა ამერიკის შეერთებულ შტატებში სუიციდის ფაქტები ემო კულტურის წარმომადგენლებს შორის. ხშირია ფაქტები, როცა სუიციდის მცდელობები კონცერტის მიმდინარეობისას ხდება.

ნამდვილი ემო

მიუხედავად იმისა რომ ემო კულტურა ძალიან ახალგაზრდაა, უკვე ფაქტიურად ორად გაიყო. ერთი ნაწილი თავს თრულ ემოს (ანუ ნამდვილ ემოს) უწოდებს და დანარჩენები პოზიორებად მიაჩნია, რომლებიც სახელს უტეხენ ემო მიმდინარეობას. ამის გამო ხშირია დაპირისპირებები, თუმცა ეს ძირითადად დასავლეთის ქვეყნებში ხდება, სადაც უკვე ემო კულტურა მყარად დგას ფეხზე.

ემო ცხოვრების წესი

ემოები მშვიდობისმოყვარე ხალხია, მათი გართობა უფრო ცელქობას ჰგავს. უმეტესობას აქვს დღიური, რომელსაც „ზინს“ უწოდებენ. ზინი მათი მესაიდუმლეა, სადაც წერენ ემო ცხოვრების არც თუ ისე ბედნიერ დღეებზე.

ემოები ასევე ხშირად წერენ ჩანახატებს, ლექსებს, კითხულობენ ნაწარმოებებს, სადაც ძლიერი ემოციურ განცდებზეა საუბარი, ძირითადად დოსტოევსკის „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ ან ჩაკ პალანიკის „მებრძოლთა კლუბი“.

თუმცა მათი ძირითადი გართობა მაინც მუსიკაა - ემო-როკი, ემო-პანკი, ემო-ჰარდკორი.

როცა ემოს ეკითხებიან, თუ ვინ იქნება ის, ვთქვათ, 10 წლის შემდეგ, მათი დიდი ნაწილი აცნობიერებს, რომ ემო ბავშვობა დიდხანს არ გაგრძელდება, თუმცა არიან ისეთები რომლებიც აპირებენ ცხოვრების ბოლომდე უერთგულონ ემო კულტურას, მაგრამ როგორები იქნებიან ისინი 35-40 წლის ასაკში ცოტა ძნელი წარმოსადგენია.

ემო მუსიკა

ემო მუსიკის ისტორია და თანამედროვეობა

ემო ანუ ემოციური მუსიკა ჰარდკორის ერთ-ერთი განხრაა, გამოირჩევა ძლიერი ემოციურობით როგორც ინსტრუმენტალური კუთხით ასევე ვოკალის ჟღერადობითაც, საერთოდ, ემო მუსიკის სტრუქტურა დამყარებილია რითმის ნელ-ნელა მატებაზე, რომელიც სრულდება კულმინაციით, ემო მუსიკა აქცენტს სწორედ ემოციაზე აკეთებს და აქ ნაკლებად აქცევენ ყურადღებას დაკვრის ტექნიკის სირთულესა თუ მის მრავალფეროვნებას.

ლირიკა პირადულია, ზოგჯერ პოლიტიკურიც, მუსიკა მელოდიური და ზოგჯერ ქაოტური.

დღეისათვის ამ სტილის ქვე ჟანრებს მიეკუთვნება:

  1. ემოკორი
  2. ემო-ჰარდკორი
  3. სკრიმო
  4. ფრენჩ სკრიმო


ჟანრი სათავეს 80 იანი წლებიდან იღებს, როცა ეგრეთ წოდებული DIY ჯგუფები (Do It Yourself-50 წლებიდან ინგლისში გაჩნდა მთელი თაობა ჯგუფებისა, რომლებიც შინ მუშაობდნენ და გიტარიდან დაწყებული გამაძლიერებლით დამთავრებული ყველაფერს თავისი ხელით აწყობდნენ) შეეცადნენ მაშინდელი ჰარდკორი ჯგუფებისგან განსხვავებული მუსიკა შეექმნათ, მათ მუსიკას emotion უწოდეს, მაგრამ ეს მაინც არ იყო ემო მუსიკა. ნამდვილი ემო 1984 წელს ჯგუფმა Rites Of Spring-მა დაუკრა, რომელმაც ჩვეულ ჰარდკორს ემოციური ვოკალი და განსხვავებული ლირიკა დაუმატა. შეიძლება ითქვას, რომ პირველი ემო ჯგუფი სწორედ „Rites Of Spring“-ია. იმავე წელს გამოვიდა ჯგუფ Hüsker Dü-ს ალბომი Zen Arcade, რომელმაც მხარი აუბა Rites Of Spring-ს და ასე დაიწყო ემო მუსიკის განვითარება და პოპულარიზაცია.

ემო მუსიკის პირველი ტალღა დაიწყო 1984 წელს და დასრულდა 1994-ში, პირველი ტალღის ემო ჯგუფებად ითვლებიან:

Gray Matter, Soulside, Ignition, Marginal Man, Fire Party, Rain, Shudder to Think


მეორე ტალღა დაიწყო 1994-ში და დასრულდა 2000 წელს, ამ პერიოდში მოხდა ემო მუსიკის პოპულარიზაცია, ემო გახდა ცნობადი ჟანრი.

ამ პერიოდის პოპულარული ჯგუფებია: Christie Front Drive, Braid, Boys Life

მესამე ტალღა 2000 წლიდან იწყება; ემო ჩამოყალიბდა როგორც პოპულარული სუბკულტურა, ამ პერიოდში ემომუსიკოსებად მოიხსენიებენ პოსტ-ჰარდკორ და პოპ-პანკ ჯგუფებსაც.

დღეისათვის ემომუსიკა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ალტერნატიულ სცენაზე.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ემო&oldid=926760“-დან