ეფრემ II (კათოლიკოს-პატრიარქი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ბოტის დამატება: en:Patriarch Ephraim II of Georgia
ხაზი 12: ხაზი 12:
[[კატეგორია:დაბადებული 1896]]
[[კატეგორია:დაბადებული 1896]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1972]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1972]]

[[en:Patriarch Ephraim II of Georgia]]

18:00, 25 ოქტომბერი 2009-ის ვერსია

საკუთარ სახელს "ეფრემ" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ეფრემ

მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ეფრემ II (ერისკაცობაში გრიგოლ შიოს ძე სიდამონიძე) (* 19 ოქტომბერი, 1896 ― † 7 აპრილი, 1972), ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1960-1972 წლებში. 1918 დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, 1925 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილება. 1922 აღიკვეცა ბერად. 1927-იდან იყო ნიკორწმინდის ეპისკოპოსი. 1944-იდან ეკავა ქუთაის-გაენათის კათედრა. 1946-იდან მიტროპოლიტი. 1952-იდან განაგებდა ბათუმ-შემოქმედისა და ჭყონდიდის ეპარქიებს. 1960-იდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი. იყო მსოფლიო საეკლესიო საბჭოს წევრი. მინიჭებული ჰქონდა ღვთისმეტყველების დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. ეკუთვნის ნაშრომები ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიის დარგში. დაკრძალულია თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში.