მანაგუა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 96: ხაზი 96:


==ფლორა==
==ფლორა==
მანაგუის მცენარეული საფარი მისი ტროპიკული კლიმატიდან გამომდინარე მრავალფეროვანი და მდიდარია ბუნებრივად ნაყოფიერი ნიადაგით, უხვი წვიმებითა და წყლის რესურსებით. ამიტომაც იგი მდიდარია სხვადასხვა ჯიშის ხეებიტ, რომლებიც ქალაქის გარშემო ხარობს. მანაგუა მდიდარია პალმებითა და ბუჩქებით, ასევე სხვადასხვა სახის ხეებითა და ნარგავებით, რომლებიც დედაქალაქის კოლორიტს ქმნიან.
მანაგუის მცენარეული საფარი მისი ტროპიკული კლიმატიდან გამომდინარე მრავალფეროვანი და მდიდარია ბუნებრივად ნაყოფიერი ნიადაგით, უხვი წვიმებითა და წყლის რესურსებით. ამიტომაც იგი მდიდარია სხვადასხვა ჯიშის ხეებით, რომლებიც ქალაქის გარშემო ხარობს. მანაგუა მდიდარია პალმებითა და ბუჩქებით, ასევე სხვადასხვა სახის ხეებითა და ნარგავებით, რომლებიც დედაქალაქის კოლორიტს ქმნიან.


==რესურსები ინტერნეტში==
==რესურსები ინტერნეტში==

10:37, 22 სექტემბერი 2009-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მანაგუა (მრავალმნიშვნელოვანი).
დედაქალაქი
მანაგუა
Leal Villa de Santiago de Managua
ფაილი:Carretera a Masaya.jpg
დროშა გერბი

ქვეყანა ნიკარაგუას დროშა ნიკარაგუა
დაქვემდებარება მანაგუას დეპარტამენტი
კოორდინატები 12°09′00″ ჩ. გ. 86°16′00″ დ. გ. / 12.15000° ჩ. გ. 86.26667° დ. გ. / 12.15000; -86.26667
მმართველი დაისი ტორესი
დაარსდა 1819
ფართობი 267.2 კმ²
ცენტრის სიმაღლე 83 მეტრი
მოსახლეობა 1,680,100 კაცი
სიმჭიდროვე 2,537 კმ2 კაცი/კმ²
აგლომერაცია 544 კმ2
სასაათო სარტყელი UTC−6
საფოსტო ინდექსი 10000–14345
ოფიციალური საიტი http://www.managua.gob.ni
მანაგუა — ნიკარაგუა
მანაგუა

მანაგუა არის ნიკარაგუის დედაქალაქი და იმავე სახელწოდების დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი. ნიკარაგუის უდიდესი ქალქი მდებარეობს ტბა მანაგუას სამხრეთდასავლეთ სანაპიროზე. ქალაქი დედაქალაქად გამოცხადდა 1852 წელს. მანამდე ნიკარაგუის დედაქალქები იყო გრანადა და ლეონი. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 1,680,100, ადამიანს, მათ შორის ძირითადად მეტისები და თეთრკანიანებია.

პირველი დასახლება ამ ადგილას დაარსდა 1819 წელს სახელწოდებით ლეალ ვილა დე სანტიაგო დე მანაგუა და თავდაპირველად მეთევზეთა სოფელი იყო. მანაგუას დედაქალაქად გადაქცევისთვის ზრუნვა დაიწყეს 1824 წლიდან, როცა ცენტრალური ამერიკის ქვეყნებმა ესპანეთის ბატონობისგან გათავისუფლება დაიწყეს. მანაგუა მდებარეობდა ძველ დედაქალაქებს: ლეონსა და გრანადას შორის, ამიტომაც იყო კომპრომისული და ხელსაყრელი ვარიანტი.

ქალაქი გამხდარა არაერთი პოლიტიკური აღმასვლისა და დაცემის მოწმე ნიკარაგუის ისტორიაში. იგი გაანადგურა ორმა მიწისძვრამ მე-20 საუკუნის განმავლობაში. ამჟამად მანაგუა ნიკარაგუის პოლიტიკური, ადმინისტრაციული, ეკონომიკური და კულტურული ცენტრია.

2007 წელს, წარმატებული წიგნიერების კამპანიის შემდეგ, მანაგუა გამოცხადდა პირველ დედაქალაქად ცენტრალურ ამერიკაში, რომელმაც თავი დააღწია უწიგნურობას.

ეტიმოლგია

სახელი მანაგუა მომდინარეობს ადგილობრივი ნაუატური სიტყვიდან , რაც ნიშნავს "წყლით შემოსაზღვრული" ან "წყალთან ახლოს". ქალაქი მდებარეობს იმ ადგილას სადაც ცხოვრობდნენ ენდოგენური მოსახლეობა ესპანელი კონკისტადორების გამოჩენამდე.

ისტორია

ფაილი:AcahualincaFootprints.JPG
6 000 წლის წინანდელი ადამიანის ფეხის ნაკვალევი გაციებულ ლავაზე, მანაგუა, ნიკარაგუა

ნიკარაგუა დასახლებული იყო პალეოინდიელებით 6, 000 წლის წინ. ეს დასტურდება აკაუალინკას ფეხის ანაბეჭდებით, რომლებიც აღმოჩნდა მანაგუას ტბასთან.

1858 წელს, როცა გრანადა დაარბია უილიამ უოლკერის წინამძღოლობით ა.შ.შ-ს დაქირავებულმა ჯარმა დედაქალქად გამოაცხადეს მანაგუა. 1852-1930 წლებში მანაგუა განიცდის ურბანიზაციას. ვითარდება ინფრასტრუქტურა და მომსახურება, ამ პერიოდში იქ განთავსდება მთავრობა. ქალქის განვითარებაზე ცუდი გავლენა მოახდინეს 1876 და 1885 წლებში მომხდარმა წყალდიდობებმა. სტიქიური უბედურობები ქალაქს არც მე-20 საუკუნეში სააკლდა. 1931 წელს მიწისძვარამ დააზარალა მანაგუის ნახევარზე მეტი. დიქტატორ ანასტასიო სომოსა გარსიასა და მისი ოჯახის მმართველობის დროს (1936–1979) ქალაქი კვლავ აგრძელებდა განვითარებას. აშენდა მთავრობის სახლები, ვითარდებოდა წარმოება, დაარსდა უნივერსიტეტები, მანაგუა გადაიქცა ცენტრალური ამერიკის ყველაზე განვითარებულ ქალაქად. მოგვიანებით 1972 წლის 23 დეკემბერს ქალაქს მეორე მიწისძვრა დაატყდა ტავს, რომელმაც დაანგრია მანაგუის 90% პროცენტი და 19, 120 ადამიანი იმსხვერპლა. ქალაქი მოწესრიგდა, მაგრამ ძველი დიდება მაინც ვერ დაიბრუნა. მიწისძვრით უსახლკაროდ დარჩენილები, იძულებული გახდბნენ ქალაქის შემოგარენში ეძებათ თავშესაფარი. ქალაქის საქმიანი ნაწილი დარჩა აღუდგენელი შემდგომი ოცი წლის განმავლობაში. მიუხედავად რეკონსტრუქციისთვის გამოყოფილი ფონდის არსებობისა, რადგანაც სომოსას რეჟიმის დროს გამეფებული კორუპცია ხელს უშლიდა მთელი ქვეყნის განვითარებას. 1979 წლის სამოქალაქო ომმა, რომელმაც ბოლო მოუღო სომოსას ოჯახის ბატონობას, მანაგუის ეკონომიკა კიდევ უფრო დააუძლურა. ამა დაერთო თერთმეტწლიანი კონტრ-ომი. ეკონომიკა კიდევ უარეს მდგომარეობაში ჩავარდა 1998 წლის ქარიშხალ მიჩისა და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმების გამო. 1990 წელს თავისუფალ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, დემოკრატიულმა ოპოზიციამ სერიოზულად მიჰყო ხელი მანაგუის აღდგენას. მანაგუის საქმიანი ნაწილი ნაწილობრივ არის აღდგენილი. ასევე აღდგა სამთავრობო შენობები, მუზეუმები, გალერეები, მონუმენტები, რესტორნები.


გეოგრაფია

ფაილი:Managua Landscape.jpg
მანაგუა ცენტრალური ამერიკის ყველაზე გამწვანებული ქალაქია

მანაგუა მდებარეობს მანაგუის ტბის სამხრეთ ნაპირებზე. მანაგუის ტბაში ბინადრობენ იმავე ჯიშის თევზები, რაც ნიკარაგუის ტბაში, გარდა მტკნარი წყლის ზვიგენისა. მანაგუის ტბა 1927 წლიდან ბინძურდებოდა და წამლავდა მიმდებარე გარემოს. მხოლოდ 2009 წელს გერმანული მთავრობის დაფინანსებით დაინერგა დაბინძურებული წყლის გამწმენდი მცენარეები.

ხედი ტიპიტაპიდან

მანაგუა მისივე სახელწოდების ტბას გასდევს 544 კილომეტრის მანძილზე.

ლაგუნები ქალაქის ტერიტორიაზე

მანაგუის ქალაქის ნაწილში არის ოთხი პატარა ლაგუნა. დედაქალაქის ცენტრთან ყველაზე ახლოს მდებარეობს ტისკაპას ლაგუნა, რომელიც ტისკაპას ლაგუნის ბუნებრივ ნაკრძალში მდებარეობს.

  • ტისკაპას ლაგუნა - მდებარეობს ძველი ქალქის საქმიანი ნაწილის სამხრეთით. იგი ვულკანური წარმოშობისაა და მიახლოებით 10, 000 წლის წინ უნდა წარმოშობილიყო.
  • ასოსოსკას ლაგუნა - დასავლეთით მდებარე ლაგუნა მანაგუისთვის სასმელი წყლის მიმწოდებელი მთავარი საშუალებაა.
  • ნახაპას ლაგუნა - მდებარეობს ასოსოსკას ლაგუნის სამხრეთით.
  • აკაუალინკას ლაგუნა - მდებარეონბს ქალაქიდან ჩრდილოდასავლეთით. წყალმარჩხმა ლაგუნამ სახელი მისგან აღმოსავლეთით მდებარე დასახლებისგან მიიღო.

კლიმატი

მანაგუას, ისევე, როგორც დასავლეთ ნიკარაგუაში მდებარე დასახლებებს, სიერას გარდა, ახასიათებს ტროპიკული კლიმატი. მუდმივი საშუალო ტემპერატურა 28-32 -მდე მერყეობს. დეკემბერი და იანვარი ყველაზე ცივი თვეებია, მარტი და აპრილი კი ნესტიანიცა და რამდენადმე მშრალიცაა.

ფლორა

მანაგუის მცენარეული საფარი მისი ტროპიკული კლიმატიდან გამომდინარე მრავალფეროვანი და მდიდარია ბუნებრივად ნაყოფიერი ნიადაგით, უხვი წვიმებითა და წყლის რესურსებით. ამიტომაც იგი მდიდარია სხვადასხვა ჯიშის ხეებით, რომლებიც ქალაქის გარშემო ხარობს. მანაგუა მდიდარია პალმებითა და ბუჩქებით, ასევე სხვადასხვა სახის ხეებითა და ნარგავებით, რომლებიც დედაქალაქის კოლორიტს ქმნიან.

რესურსები ინტერნეტში