მანაგუა: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
 
==გეოგრაფია==
[[სურათი:Managua Landscape.jpg|thumb|left|მანაგუა ცენტრალური ამერიკის ყველაზე გამწვანებული ქალაქია]]
მანაგუა მდებარეობს [[ტბა მანაგუა|მანაგუის ტბის]] სამხრეთ ნაპირებზე. მანაგუის ტბაში ბინადრობენ იმავე ჯიშის თევზები, რაც [[ტბა ნიკარაგუა|ნიკარაგუის ტბაში]], გარდა მტკნარი წყლის ზვიგენისა. მანაგუის ტბა [[1927]] წლიდან ბინძურდებოდა და წამლავდა მიმდებარე გარემოს. მხოლოდ [[2009]] წელს გერმანული მთავრობის დაფინანსებით დაინერგა დაბინძურებული წყლის გამწმენდი მცენარეები.
[[File:LakeManagua Tipitapa1.jpg|thumb|right|ხედი ტიპიტაპიდან]]
 
მანაგუა მისივე სახელწოდების ტბას გასდევს 544 კილომეტრის მანძილზე.
 
===ლაგუნები ქალაქის ტერიტორიაზე===
მანაგუის ქალაქის ნაწილში არის ოთხი პატარა ლაგუნა. დედაქალაქის ცენტრთან ყველაზე ახლოს მდებარეობს ტისკაპას ლაგუნა, რომელიც [[ტისკაპას ლაგუნის ბუნებრივი ნაკრძალი|ტისკაპას ლაგუნის ბუნებრივ ნაკრძალში]] მდებარეობს.
* ტისკაპას ლაგუნა - მდებარეობს ძველი ქალქის საქმიანი ნაწილის სამხრეთით. იგი ვულკანური წარმოშობისაა და მიახლოებით 10, 000 წლის წინ უნდა წარმოშობილიყო.
* ასოსოსკას ლაგუნა - დასავლეთით მდებარე ლაგუნა მანაგუისთვის სასმელი წყლის მიმწოდებელი მთავარი საშუალებაა.
* ნახაპას ლაგუნა - მდებარეობს ასოსოსკას ლაგუნის სამხრეთით.
* აკაუალინკას ლაგუნა - მდებარეონბს ქალაქიდან ჩრდილოდასავლეთით. წყალმარჩხმა ლაგუნამ სახელი მისგან აღმოსავლეთით მდებარე დასახლებისგან მიიღო.
 
===კლიმატი===
მანაგუას, ისევე, როგორც დასავლეთ ნიკარაგუაში მდებარე დასახლებებს, სიერას გარდა, ახასიათებს ტროპიკული კლიმატი. მუდმივი საშუალო ტემპერატურა 28-32 -მდე მერყეობს. დეკემბერი და იანვარი ყველაზე ცივი თვეებია, მარტი და აპრილი კი ნესტიანიცა და რამდენადმე მშრალიცაა.
 
==ფლორა==
მანაგუის მცენარეული საფარი მისი ტროპიკული კლიმატიდან გამომდინარე მრავალფეროვანი და მდიდარია ბუნებრივად ნაყოფიერი ნიადაგით, უხვი წვიმებითა და წყლის რესურსებით. ამიტომაც იგი მდიდარია სხვადასხვა ჯიშის ხეებიტ, რომლებიც ქალაქის გარშემო ხარობს. მანაგუა მდიდარია პალმებითა და ბუჩქებით, ასევე სხვადასხვა სახის ხეებითა და ნარგავებით, რომლებიც დედაქალაქის კოლორიტს ქმნიან.
 
==რესურსები ინტერნეტში==
1 295

რედაქტირება

სანავიგაციო მენიუ