ნიკარაგუა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 102: ხაზი 102:
ვიოლეტა ჩამორომ ჩაიბარა ეკონომიკადანგრეული ქვეყანა. სამოქლაქო ომის დროს ნიკარაგუის შემოსავალი 80%-ით იყო შემცირებული. საგარეო ვალი კი $12 მილიარდს აჭარბებდა. შეერთებული შტატებისა და კონტრისტების გასაკვირად პრეზიდენტმა არ დაშალა სანდინისტების სახალხო არმია, მას სახელი გადაარქვა- ნიკარაგუის არმია. ჩამორომ მთავარი პოლიტიკური ნაბიჯით, რომელმაც ნიკარაგუას მშვიდობა მოუტანა, განაიარარა ნიაკრაგუის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რაიონებში სამხედრო შენაერთები.
ვიოლეტა ჩამორომ ჩაიბარა ეკონომიკადანგრეული ქვეყანა. სამოქლაქო ომის დროს ნიკარაგუის შემოსავალი 80%-ით იყო შემცირებული. საგარეო ვალი კი $12 მილიარდს აჭარბებდა. შეერთებული შტატებისა და კონტრისტების გასაკვირად პრეზიდენტმა არ დაშალა სანდინისტების სახალხო არმია, მას სახელი გადაარქვა- ნიკარაგუის არმია. ჩამორომ მთავარი პოლიტიკური ნაბიჯით, რომელმაც ნიკარაგუას მშვიდობა მოუტანა, განაიარარა ნიაკრაგუის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რაიონებში სამხედრო შენაერთები.


მომდევნო 1996 წლის არჩევნებში სანდინისტები და დანიელ ორტეგა კიდევ ერთხელ დამარცხდებიან, ამჯერად [[არნოლდო ალემანი|არნალდო ალემანთან]] პაექრობისას. მთავრობის სათავეში კონსტიტუციონალისტ- კიბერალების პარტია მოვა.
მომდევნო 1996 წლის არჩევნებში სანდინისტები და დანიელ ორტეგა კიდევ ერთხელ დამარცხდებიან, ამჯერად [[არნოლდო ალემანი|არნალდო ალემანთან]] პაექრობისას. მთავრობის სათავეში კონსტიტუციონალისტ- ლიბერალების პარტია მოვა.

2001 წლის არჩევნებშიც დამარცხდა დანიელ ორტეგა და [[ენრიკე ბოლანიოსი|ენრიკე ბოლანიოსმა]] გაიმარჯვა. ახალმა პრეზიდენტმა ყოფილი პრეზიდენტის არნოლდო ალემანი დაადანაშაულა კორუფციაში და მის წინააღმდეგ საქმე აღძრა. ალემანს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ფულის გათეთრების, მითვისებისა და კორუფციის ბრალდებით. ალემანის მიმართ კეთილგანწყობილი ლიბერალები და კონგრესისი წევრები ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრებას აგრესიით შეხვდნენ. სანდინისტების წარმომადგენლები კონგრესში მოითხოვდნენ პრეზიდენტის იმპიჩმენტსა და მთავრობის გადადგომას.

სანდინისტებმა განაცხადეს, რომ მათი მხარდაჭერა ბოლანიოსის მიმართ მაშინ დაიკარგა, როცა ა.შ.შ-ს სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა უთხრა ბოლანიოსს შორს დაეჭირა თავი სანდინისტებისგან.


== პოლიტიკა ==
== პოლიტიკა ==

15:24, 21 სექტემბერი 2009-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნიკარაგუა (მრავალმნიშვნელოვანი).
ნიკარაგუის რესპუბლიკა
República de Nicaragua
ნიკარაგუა
ნიკარაგუას
დროშა გერბი
ჰიმნი: Salve a ti
ნიკარაგუას მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
მანაგუა
12°09′ ჩ. გ. 86°16′ დ. გ. / 12.150° ჩ. გ. 86.267° დ. გ. / 12.150; -86.267
ოფიციალური ენა ესპანური ენა
მთავრობა რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი დანიელ ორტეგა
ფართობი
 -  სულ 130,000 კმ2 (97-ე)
 -  წყალი (%) 7.14
მოსახლეობა
 -  2006 შეფასებით 5,603,000 (107-ე)
 -  2005 აღწერა 5,142,098 
 -  სიმჭიდროვე 42 კაცი/კმ2 (157-ე)
მშპ (მუპ) 2006 შეფასებით
 -  სულ $20.189 მილიარდი (103-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $3,100 (128-ე)
აგი (2007) 0.710 (საშუალო) (110-ე)
ვალუტა კორდობა (NIO)
დროის სარტყელი (UTC-6)
ქვეყნის კოდი NIC
Internet TLD .ni
სატელეფონო კოდი +505

ნიკარაგუა — სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში. ოფიციალურად ნიკარაგუის რესპუბლიკა(ესპან: República de Nicaragua} არის წარმომადგენლობითი დემოკრატიული სახელმწიფო. იგი ცენტრალური ამერიკის უდიდესი სახელმფიფოა 130, 000 კვ.კმ-ის წყალობით და დასავლეთ ნახევარსფეროს მეორე სახელმწიფო სიღარიბის მხრივ. სახელმწიფო შემოსაზღვრულია ჩრდილოეთიდან ჰონდურასით, სამხრეთიდან-კოსტა-რიკათი, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან აკრავს კარიბის ზღვა და წყნარი ოკეანე შესაბამისი თანმიმდევრობით. ტროპიკულ ტყეებში ჩაფლული ნიკარაგუა მდებარეობს ჩრდილოეთის მე-11 და მე-14 სარყელს შორის, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.

ნიკარაგუის დედაქალაქი არის მანაგუა. თავად ქვეყნის სახელწოდება გაურკვეევლი წარმოშობოსაა. პირველი მოსაზრებით ეს სახელი დაარქვეს ესპანელმა კოლონისტებმა ერთ-ერთი ხელმძღვანელის ნიკარაოს მიხედვით. მეორე მოსაზრებით კი ეს შეიძლება აღნიშნავდეს "წყლით შემოსაზღვრულ ადგილს" ადგილობრივ ენაზე. ("წყლად" შეიძლება მოიაზრებოდეს ორი დიდი ტბა ნიკარაგუის ტერიტორიაზე: ტბა მანაგუა და ტბა ნიკარაგუა, ან ის, რომ ტერიტორია დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან ოკეანეებით არის შემოსალტული).

ისტორია

კოლუმბიმდელი ეპოქა

ნიკარაგუის კარიბული დაბლობების უმეტესი ნაწილი დასახლებული იყო ენდოგენური ტომებით, რომლებიც გადაადგილდებოდნენ კოლუმბიიდან ჩრდილოეთით. ამ ტერიტორიაზე გავრცელებული ენები უკავშირდება კოლუმბიაში არსებულ ჩიჩბას ენას. აღმოსავლეთ ნიკარაგუაში სახლობდნენ ტომებად და ოჯახებად მაცხოვრებელი ინდიელები. საარსებო საკვებს მოიპოვებდნენ თევზაობით, ნადიორბით და აგროვებდნენ ბანანსა და კასავას ფესვებს. როგორც ჩანს განიცადეს კარიბის ზღვისპირეთის მაცხოვრებელთა გავლენა და მათს მსგავსად ცხოვრობდნენ ჩალის ქოხებში და იყენებდნენ კანოეებს.

1500-იანი წლების დასაწყისში, როცა ნიკარაგუაში ჩავიდნენ ესპანელი კონკისტადორები, მათ ნახეს სამი სხვადასხვა ინდური ტომი,რომლებიც განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან კულტურითა და ენით. ესენი იყვნენ, ნიკირანო, ჩოროტეგანო და ჩონტალი. ამ განსხვავებულ ტომებს ეჭირა ნიკარაგუის თითქმის მთელი ტერიტორია და გააჩნდათ თავიანთი ბელადები, რომლებიც მართვადნენ საკუთარი კანონებითა და ტრადიციებით. საომარ იარაღებად იყენებდნენ ხმალს, შუბს და ხისგან დამზადებულ ისრებს. ტომებში მმარველობის დამკვიდრებული ფორმა იყო მონარქია. უმაღლესი ხელიუფალი იყო ტომის ბელადი, რომელიც თავსი დიდგვაროვნებთან ერთად წარმოადგენდა ტომის არისტოკრატიას. კანონები და წესრიგი მყარდებოდა შიკრიკების საშუალებით, რომლებიც მიდიოდნენ თითოეულ ქალაქში და აცნობდნენ ქალაქის მოსახლეობას ახალ გადაწყვეტილებებს.

ნიკარაგუის ტბასა და წყნარი ოკეანის სანაპიროს შორის ცხვორობდა ნიკირანოს ტომი, რომელსაც მართავდა ნიკარაო, მდიდარი მმართველი, რომლის სატახტო ქალაქი იყო ნიკარაოკალი, დღევანდელი რივასი. ჩოროტეგანოს ტომი ცხოვრობდა ნიკარაგყუის ცენტრალურ რეგიონში. ამ ორ ტომს ესპანელებთან ჰქონდა ახლო მეგობრული ურთიერთობა. ჩონტალის ტომი (რაც ნაუას ენაზე ნიშნავს "უცხოელი") სახლობდა ნიაკარგუის ცენტრალურ მთიანეთში. ეს ტომი პირველ ორ ტომთან შედარებით მცირერიცხოვანი იყო. მათი ნიკარაგუაში დასახლების თარიღი უცნობია.

ნიკარაგუის დასავლეთით და მაღალმთიანეთში, სადაც ესპანელები დამკვიდრდნენ, ადგილობრივ მოსახლეობას მუსრი გაავლო ესპანელების შემოტანილმა სახადმა. გარდა იმისა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ამ დაავადებების მიმართ იმუნიტეტი არ გააჩნდა, მათი გენოფონდის უკიდურესად შემცირებას ხელი შეუწყო ესპანელების კოლონიზატორულმა რეჟიმმა.

ესპანელთა დაპყრობები

ფაილი:Grana gF.JPG
კოლონიური არქიტექტურის ნიმუში, გრანადა, ნიკარაგუა

ქრისტეფორე კოლუმბი გახდა პირველი ევროპელი, რომელმაც მიაღწია ნიკარაგუის ნაპირებს 1503 წელს. თავის მეოთხე მოგზაურობის დროს კოლუმბმა გასცურა და შეისწავლა მოსკიტების სანაპირო, რომელიც დღეს ნიკარაგუის შემადგენლობაში არის. ნიკარაგუის პირველი აღმომჩენი იყო ხილ გონსალეს დავილა, რომლის პანამაში ჩამოსვლის შემდეგ 1520 წელს დაიწყო ცენტრალური ამერიკის აღმოჩენა და შესწავლა. გონსალესი ამტკიცებდა, რომ მან გააქრისტიანა 30, 000 ადგილობრივი ადამიანი. დასავლეთის ნაყოფიერ მიწებზე ოქროს მოპოვებისა და შეგროვების შემდეგ გონსალესი შეებრძოლა ნიკარაოს, რომელიც ადგილობრივებს მეთაურობდა. ამის შემდეგ გონსალესი ჩადის პანამაში, სადაც გუბერნატორ პედრო არიას დავილას ბრძანებით მას დააპატიმრებენ და ჩამოართმევენ ქონებას 90, 000 ოქროს პესეტას ოდენობით. ამის შემდეგ გონსალესი იძულებული გახდება სანტა დომინგოში გაიქცეს.

ეს იყო 1524 წლამდე, სანამ ნიკარაგუაში მუდმივი ესპანური დასახლებები გაჩნდა. კონკისტადორმა ფერნანდო ერნანდეს დე კორდობამ დაარსა ორი მნიშვნელოვანი ქალაქი ნიკარაგუის ტერიტორიაზე: მანაგუას ტბის ნაპირებზე დაარსებული გრენადა გახდა პირველი ნიკარაგუული ქალაქი, ლეონი-აღმოსავლეთით ნიკარაგუის ტბასთან. კორდობამ მალევე დაინახა საჭიროება ეზრუნა ქალაქების თავდაცვაზე და დაიყწო საპასუხო შეტევები სხვა კოლონისტთა დავდასხმებზე. საბოლოოდ კორდობას საჯაროდ მოჰკვეთეს თავი პედრარიას დავილასთან ძლაუფლებისთვის ბრძოლის დროს. მისი ნაშთები 500 წლის შემდეგ იპოვნეს ლეონში.

მიუხედავად იმისა, რომ ესპანელ კოლონიზატორებს შორის გამუდმებული ორთაბრძოლა იყო, ისინი მაინც წარმატებით ანადგურებდნენ ადგილობრივ მაცხოვრებლებს. ინდური ცივილიზაცია დაინგრა. ამ ბრძოლათა ერთობლიობა კაპიტნების ბრძოლის სახელითააა ცნობილი. 1529 წლისთვის ნიკარაგუის დაპყრობა დასრულდა. კონკისტადორების ნაწილი გამარჯვებული დარჩა, ნაწილი დამარცხდა ან დაიღუპა. პადრარიას დავილამ გაიმარჯვა, მაგრამ ეს გამარჯვება პანამის ფასად დაუჯდა. ამის შემდეგ იგი გადადის ნიკარაგუაში და თავის ბაზად ლეონს გადააქცევს. საზრიანი დიპლომატიური ინტრიგის საშუალებით იგი კოლონიის პირველი გუბერნატორი გახდება. მიწები დანაწილდა კონკისტადორებს შორის. ყველაზე დიდ ინტერესს კი დასავლეთით მდებარე მხარეები იწვევდა. ესპანელებმა დაისაკუთრეს მამულები და უამრავი ადგილობრივი მაცხოვრებელი დაიმონეს. დანარჩენები გაამწესეს ჩრდილოეთ ნიკარაგუაში, სადაც მუშაობდნენ მაღაროებში, ზოგი მათგანი კი დაიღუპა საომარი შეხლა-შემოხლის დროს. უმეტესობა აბორიგენებისა კი მონებად ცხოვრობდნენ, რომელთაც ასევე აგზავნიდნენ ახალაღმოჩენილ ესპანურ კოლონიებში. მონები კოლონიების ესპანელ არისტოკრატიას დიდ შემოსავალს აძლევდნენ.

კოლონიიდან ერამდე

მარცვლეულის კუნძულები ატლანტის ოკეანის სანაპიროზე იმყოფეოდა ბრიტანეთის პროტექტორატის ქვეშ, როგორც მოსკიტების სანაპიროს ნაწილი, სანამ ის ნიკარაგუას გადაეცემოდა

1536 წელს ჩამოყალიბდა ახალი ესპანეთის ვიცე სამეფო. 1570 წლისთვის ახალი ესპანეთის სამხრეთ ნაწილის ტერიტორიაზე შეიქმნა გვატემალის საკაპიტანო. ნიკარაგუის ტერიტორიის დედაქალაქი იყო ლეონი, იმ დროისათვის. 1610 წელს ამოფრქვეულმა ვულკანმა მომოტომბომ დაანგრია დედაქალაქი. ლეონი აღადგინეს ძველი დედაქალაქის ნანგრევების ჩრდილო დასავლეთით. შემდგომ პერიოდში ნიკარაგუა გახდა მექსიკის იმპერიის ნაწილი. 1821 წელს კი დამოუკიდებლობა მიიღო, როგორც ცენტრალური ამერიკის გაერთიანებული პროვინციების შემადგენლობაში მყოფმა. ხოლო საკუთრივ თავისი დამოუკიდებლობა მოიპოვა 1838 წელს. მოსკიტების სანაპირო დარჩა ბრიტანეთს. რომლის პროტექტორატის ქვეშ იყო 1655-დან 1850 წლამდე. 1859 წელს გადაეცა ჰონდურასს. ერთი წლის შემდეგ კი ნიკარაგუას დაუბრუნდა ავტონომიის სტატუსით. მოსკიტების სანაპირო ავტონომიას 1894 წლამდე ინარჩუნებდა. ნიკარაგუის პრეზიდენტმა, ხოსე სანტოს სელაიამ (1893-1909), მოახერხა ეწარმოებინა მოლაპარაკებები, რათა მოსკიტების სანაპირო დანარჩენი ნიკარაგუის ნაწილად ექცია. სწორედ მის საპატივსაცემოდ დაარქვეს რეგიონს სელაია.

ნიკარაგუაში "დოიჩე კლუბის" დამფუძნებელი წევრები, 1901

ნიკარაგუის დამოუკიდებლობა წარიმართა ლეონის ლიბერალურ და გრანადის კონსერვატორული ელიტის დაპირისპირების ფონზე. ეს დაპირისპირება სამოქალაქო ომშიც კი გადაიზარდა 1840-50 წლებში. 1855 წელს კონსერვატორების მიწვევით, რათა შეერთებოდა მათ ლიბერალების წინააღმდეგ, ნიკარაგუაში ჩავიდა ამერიკელი ავანტურისტი უილიამ უოლკერი (სიკვდილით დასაჯა ჰონდურასის მთავრობამ), რომელმაც 1856 წლის გაყალბებული არჩევნებით ნიკარაგუის პრეზიდენტიც კი გახდა. კოსტა-რიკა, ჰონდურასი და ცენტრალური ამერიკის სხვა სახელმწიფოები გაერთიანდნენ, რათა გაედევნათ ნიკარაგუადან 1857 წელს.

1800-იან წლებში ნიკარაგუას მოაწყდა ემიგრანტთა ტალღა, ძირითადად ევროპიდან. გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბელგიიდან, ესპანეთიდან ჩამოდიოდნენ ოჯახები თავისი ფულით ბიზნესის დასაწყებად. ისინი ძირითადად დასაქმდნენ აგრალურ სფეროში (ყავისა და შაქრის პლანტაციები), ასევე აარსებდნენ გაზეთებს, სასტუმროებსა და ბანკებს.

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ა.შ.შ და ევროპის სახელმწიფოები დაინტერესდნენ ნიკარაგუის არხის მშენებლობით და წარმოადგინეს გეგმა, რომელსაც უნდა დაეკავშირებინა წყნარი და ატლანტის ოკეანეები. მაგრამ ამ არხის აშენების მაგივრად პანამის არხი გაიჭრა.

შეერთებული შტატების ინტერვენცია (1909-1930)

სომოსას დინასტია (1936 - 1979)

ფაილი:SomozaBrothers.JPG
ანასტასიო სომოსა გარსია თავის შვილებთან: ლუი სომოსა დებაილესა (მარცხნივ) და ანასტასიო სომოსა დებაილესთან(მარჯვნივ) ერთად

ნიკარაგუას აქვს რამოდენიმე სამხედრო დიქტატორიის გამოცდილება. მათ შორის კი სამოსას დინასტია, რომელსაც მე-20 საუკუნის უმეტეს წლებში, ყველაზე დიდხანს ეპყრა ძალაუფლება ნიკარაგუაში. სამოსას ოჯახმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ა.შ.შ-ს მოწყოფილი ხელშეკრულების წყალობით, რომელიც ითვალისწინებდა ნაციონალური გვარდიის შექმნას. გვარდიას უნდა ჩაენაცვლებინა შეერთებული შტატების ფლოტი, რომელიც უკვე დიდი ხნის განმავლობაში ბატონობდა ქვეყანაში. სამოსამ დაიწო ოფიცრების გარიცხვა გვარდიიდან, რათა წინააღმდეგობა აღარ შეხვედროდა მათი მხრიდან. ამის შემდეგ მან გადააყენა საკასა და 1937 წლის 1 იანვარს 35 წლის სამოსა გახდა ნიკარაგუის პრეზიდენტი გაყალბებული არჩევნებით.

1918 წლის 7 მაისს ნიკარაგუამ ომი დამოუცხადა გერმანიას I მსოფლიო ომის დროს, თუმცა არც ერთი ჯარისკაცი გაუგზანია ფრონტზე. სომოსამ გამოიყენა გარემოება და ჩამოართვა გერმანელ-ნიკარაგუელებს თავიანთი საკუთრება-ონტილმარის მამული, რომელიც დღეს არის კერძო ფეშენებელური სასატუმრო და კაზინო. 1945 წელს ნიკარაგუა იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას. თავისი დიქტატორობის მანძილზე "ტახო" სამოსა რკინის ხელით მართავდა ნიკარაგუას. ამაში ამს ეხმარებოდა ძალაუფლების სამი წყარო: აკონტროლებდა ნიკარაგუის ეკონომიკას, სამხედრო მხარდაჭერა და ამერიკის მხადრაჭერა.

სომოსამ გამოიყენა ნაციონალური გვარდია საკასას გადაყენებისთვის და პოტენციური სამხედრო წინააღმდეგობის განადგურებით ქვეყანა კონტროლზე აიყვანა. ძალაუფლების დაპატრონებაში მას ასევე დაეხმარა ეროვნულ-ლიბერალურ პარტიაზე გავლენა, რომელსაც თავის მხრივ გავლენა ჰქონდა სასამართლო და საკანონმდებლო სისტემაზე. ეს უკანასკნელი იყო საბოლოო ნაბიჯი ნიკარაგუაში სრული ძალაუფლების მოსაპოვებლად. მიუხედავად ძალაუფლებისა სამოსა ვერ დაიხსნა სიკვდილმა. 1956 წლის 21 სექტემბერს იგი სასიკვდილოდ დაჭრა ნიკარაგუელმა პოეტმა რიგობერტო ლოპეს პერესმა. რვა დრის შემდეგ სამოსა გარდაიცვალა და მისი ადგილი დაიჭირა მისმა უფროსმა შვილმა ლუი სამოსა დებაილემ. მან მოასწრო რამოდენიმე ცვლილების განხორციელება. თუმცა ძალაუფლებაში ყოფნა მოუწია რამოდენიმე წელი და ინფარქტით გარდაიცვალა. მას შემდეგ პრეზიდენტი გახდა რენე შირკ გუტიერესი, რომელიც მხოლოდდამხოლოდ სამოსების მარიონეტი იყო. სამოსას ძმამ, ანასტასიო სამოსა დებაილემ, რომელიც იყო მამამისის შემცვლელი არმიაში, ეროვნული გვარდიის მხარდაჭერით გახდა ნიკარაგუის პრეზიდენტი ლორენსო გუერეროს შემდეგ.

ფაილი:Pre-quakeManagua.JPG
ქუჩის სცენა მანაგუაში 1972 წლის მიწისძვრამდე

1960-70-იან წლებში ნიკარაგუის ეკონომიკა იზრდებოდა და ვითარდებოდა ინდუსტრიალიზაციის შედეგად. იგი გადაიქცა ცენტრალური ამერიკის ყველაზე განვითარებულ ქვეყნად, მიუხედავად მისი პოლიტიკური არასტაბილურობისა. შედეგად, სტაბილურმა და სწრაფად მზარდმა ეკონომიკამ მოიზიდა საგარეო ინვესტიციები. 1972 წელს დედაქალაქ მანაგუაში მომხდარი მიწისძვრის გამო დაიქცა ქალაქის თითქმის 90%. ზოგიერთი ისტორიკოსი ამ მიწისძვრას აღწერს, როგორც მანაგუას აოხრებას და უკანასკნელ ლურსმანს სამოსას კუბოსთვის. გარდა იმისა, რომ სომოსა ზრუნავდა მანაგუას აღმშენებლობისთვის, იგი ფულს არ ზოგავდა ეროვნული გვარდიის ფეშენებელური სახლებისთვის. მაშინ, როცა უსახლკაროდ დარჩენილი უამრავი ღარიბი სახელდახელოდ აშენებდა ქოხებს თავშესაფრად. 1972 წლის 31 დეკემბერს მანაგუაში პირადად ჩაფრინდა "პიტსბურგ პირატების" მოთამაშე რობერტო კლემენტე ფულის მიზნობრივად ხარჯვის დასახმარებლად, თუმცა იგი დაიღუპა ავიაკატასტროფის დროს. ეკონომიკური ელიტა არ იყო მონდომებული მხარი დაეჭირათ სომოსასთვის, რომელსაც მონოპოლია ჰქონდა სამრეწველო საწარმოებზე. ეს კი ხელს უშლიდა ქვეყნის აღმშენებლობას. მართალია 1973 წელი აღდგენის წლად გამოცხადდა და არაერთი შენობა აღადგინეს, მაგრამ მმართველ წრეებში გაბატონებული კორუფცია ხელს უშლიდა ქვეყნის უფრო მეტ წინსვლას. გახშირდა შეტაკებები და დემონსტრაციები ხელისუფლებაზე განაწყენებული ხალხის მხრიდან. თავად ეკონომიკურ ელიტას აღიზიანებდა ის, რომ სამოსა სთხოვდა მათ გაუთვალისწინებელ გადასახადებს თავისი დასასრულის გასახანგრძლივებლად. მოხდა ისე, რომ ახალგაზრდებში დიდ პოპულარობას მიაღწევს სანდინისტთა პარტია. სამოსების დინასტიის მმართველობის ბოლო წლებში გაზრდილმა დაძაბულობამ და მთავრობის საწინააღმდეგო აჯანყებებმა ბოლო მოუღო სამოსების დინასტიას.

ნიკარაგუის რევოლუცია

სანდინისტების შემდგომი პერიოდი

1990 წელს გაიმართა მრავალპარტიული საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც სანდინისტები დაამარცხა ანტისანდინისტურმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ (მასში შედიოდნენ მემარჯვენე და მემარცხენე ოპოზიციონერები) ვიოლეტა ჩამოროს მეთაურობით. ამ დამარცხებამ სანდინისტები შოკში ჩააგდო, რადგან წინასაარჩევნო მონაცემებითა და შეკრებებით, რომლებზეც ასი ათასობით ადამიანი მიდიოდა, მოასწავებდა მმართველი პარტიის უეჭველ გამარჯვებას. გაერთიანებული ოპოზოციის მოულოდნელმა გამარჯვებამ დადებითი შედეგი გამოიღო იმ მხრივ, რომ კონტრისტები იმუქრებოდნენ ომის გაგარძელებით, თუ კი სანდინისტები შეინარჩუნებდნენ ძალაუფლებას. სამოქალაქო ომი კი აჩანაგებდა ეკონომიკას და მოქანცა ნიკარაგუის მოსახლეობა.

ეგზითპოლების შედეგებმა ნიკარაგუელებს შეატყობინა, რომ ვიოლეტა ჩამორომ დანიელ ორტეგა ხმათა 55%-ით დაამარცხა. ჩამორო გახდა ნიკარაგუის პირველი პრეზიდენტი ქალი და პირველი სახელმწიფოს მეთაური ქალი, ამერიკის მთელს კონტინენტზე. არჩევნების შედეგებმა ორტეგა დაარწმუნა, რომ დამარცხდა და იძულებული გახდა მისი მოწინააღმდეგის გამარჯვება ეღიარებინა. თუმცა ისიც გაახმოვანა, რომ მას შეეძლო ქვემოდან ემართა სახელმწიფო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ იგი გამოიყენებდა საკუთარ მომხრეებს, რომლებიც თითქმის ყველა სამთავრობო ინსტანციაში ეგულებოდა.

ვიოლეტა ჩამორომ ჩაიბარა ეკონომიკადანგრეული ქვეყანა. სამოქლაქო ომის დროს ნიკარაგუის შემოსავალი 80%-ით იყო შემცირებული. საგარეო ვალი კი $12 მილიარდს აჭარბებდა. შეერთებული შტატებისა და კონტრისტების გასაკვირად პრეზიდენტმა არ დაშალა სანდინისტების სახალხო არმია, მას სახელი გადაარქვა- ნიკარაგუის არმია. ჩამორომ მთავარი პოლიტიკური ნაბიჯით, რომელმაც ნიკარაგუას მშვიდობა მოუტანა, განაიარარა ნიაკრაგუის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რაიონებში სამხედრო შენაერთები.

მომდევნო 1996 წლის არჩევნებში სანდინისტები და დანიელ ორტეგა კიდევ ერთხელ დამარცხდებიან, ამჯერად არნალდო ალემანთან პაექრობისას. მთავრობის სათავეში კონსტიტუციონალისტ- ლიბერალების პარტია მოვა.

2001 წლის არჩევნებშიც დამარცხდა დანიელ ორტეგა და ენრიკე ბოლანიოსმა გაიმარჯვა. ახალმა პრეზიდენტმა ყოფილი პრეზიდენტის არნოლდო ალემანი დაადანაშაულა კორუფციაში და მის წინააღმდეგ საქმე აღძრა. ალემანს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ფულის გათეთრების, მითვისებისა და კორუფციის ბრალდებით. ალემანის მიმართ კეთილგანწყობილი ლიბერალები და კონგრესისი წევრები ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრებას აგრესიით შეხვდნენ. სანდინისტების წარმომადგენლები კონგრესში მოითხოვდნენ პრეზიდენტის იმპიჩმენტსა და მთავრობის გადადგომას.

სანდინისტებმა განაცხადეს, რომ მათი მხარდაჭერა ბოლანიოსის მიმართ მაშინ დაიკარგა, როცა ა.შ.შ-ს სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა უთხრა ბოლანიოსს შორს დაეჭირა თავი სანდინისტებისგან.

პოლიტიკა

ნიკარაგუის პრეზიდენტი არის როგორც სახელმწიფოს მეთაური, ასევე მთავრობის თავმჯდომარე. აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის მთავრობას. საკანონმდებლო საქმიანობა კი მინდობილი აქვს მთავრობასა და ეროვნულ ასამბლეას. სასამართლო სისტემა კი თავისუფალია, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლებისგან.

დღესდღეობით ნიკარაგუის მთავარი პოლიტიკური პარტიები მსჯელობენ იმის შესახებ გადავიდნენ თუ არა მმართველობის საპრეზიდენტო სისტემიდან საპარლამენტო მოდელზე. ამ გზით ერთმანეთისგან გაიმიჯნება მთავრობის მეთაური (პრემიერ მინისტრი) და სახელმწიფოს მეთაური(პრეზიდენტი). ნიკარაგუაში მრავალპარტიული გარემო არის.

დეპარტამენტები და მუნიციპალიტეტები

ნიკარაგუის დეპარტამენტები

ნიკარაგუა უნიტარული რესპუბლიკაა. ადმინისტრაციულად იგი იყოფა 15 დეპარტამენტად და ორ თვითმმართველ რეგიონად, რომელიც დაფუძნებულია ესპანურ მოდელზე. დეპარტამენტები დაყოფილია 153 მუნიციპალიტეტად. ორი ავტონომიური რეგიონი არის Región Autónoma Atlántico Norte და Región Autónoma Atlántico Sur, ხშირად იწოდებიან როგორც, RAAN და RAAS. 1985 წლამდე, სანამ ისინი ავტონომიას მოიპოვებდნენ სელაიას დეპარტამენტში ერთიანდებოდნენ.

  1. ბოაკო (ბოაკო)
  2. გრანადა (გრანადა)
  3. ესტელი (ესტელი)
  4. კარასო (ხინოტეპე)
  5. ლეონი (ლეონი)
  6. მადრისი (სომოტო)
  7. მანაგუა (მანაგუა)
  8. მასაია (მასაია)
  9. მატაგალპა (მატაგალპა)
  1. ნუევა საგოვია (ოკოტალი)
  2. რივასი (რივასი)
  3. რიო სან ხუანი (სან კარლოსი)
  4. ჩინანდეგა (ჩინანდეგა)
  5. ჩონტალესი (ხუიგალპა)
  6. ხინოტეგა (ხინოტეგა)
  7. სამხრეთ ატლანტიკის ავტონომიური რეგიონი (ბლუეფილდსი)
  8. ჩრდილოეთ ატლანტიკის ავტონომიური რეგიონი (ბილვი)

გეოგრაფია

ნიკარაგუას უპყრია 129,494 კმ², რაც შეესაბამება საბერძნეთისა და ნიუ-იორკის შტატის ტერიტორიას. ნიკარაგუის ფართობის თითქმის ერთი მეხუთედი უკავია დაცულ ტერიტორიებს: ეროვნულ პარკებს, ეროვნულ საცავს, ბიოლოგიურ საცავებს.

ნიკარაგუა იყოფა სამ გეოგრაფიულ ზონად: წყნარი ოკეანის დაბლობი, ჩრდილო-ცენტრალური მაღალმთიანეთი (Amerrique Mountains) და მოსკიტების სანაპირო (ატლანტიკის დაბლობი).

წყნარი ოკეანის დაბლობები

ფაილი:800px-TortugaNica.JPG
კუებს მრავლად შეხვდებით ნიკარაგუის სანაპიროებზე, სადაც ამოდიან კვერცხების დასადებად. მათ იცავს ნიკარაგუის მთავრობა ეროვნულ პარკებში

მდებარეობს დასავლეთ ნიკარაგუაში. ეს დაბლობები აერთიანებს ვრცელ, ცხელ და ნაყოფიერ მდელოებს. მათ ენაცვლება კორდილერა ლოს მარიბოსის მთათა სისტემა. მათ შორის არის ვულკანი მომბაჩო ქალაქ გარნადასთან და ვულკანი მომოტომბო ლეონთან ახლოს. ვულკანური მთიანეთი ეშვება ფონსეკას ყურეში, რომელიც იმავდროულად არის წყნარი ოკანის დაბლობების ჩრდილოეთის გეოგრაფიული საზღვარი. სამხრეთის საზღვარი კი კოსტა-რიკის ადმინისრაციულ საზღვარს ემთხვევა, ტბა ნიკარაგუის სამხრეთით. ნიკარაგუის ტბა არის უდიდესი ტბა ცენტრალურ ამერიკაში (და მეოცე მსოფლიოში). მხოლოდ ნიკარაგუის ტბაში ბინადრობენ მტკნარი წყლის ზვიგენები.

ნიკარაგუა ცნობილია, როგორც ვულკანებისა და ტბების ქვეყანა. დასურათებულია ვულკანი კონსეფსიონი, მდებარეობს მადერასზე

ნიკარაგუის წყნარი ოკეანის დაბლობები დასახლებული არის ნიკარაგუის მოსახლეობის 50%-ით. აღსანიშნავია, რომ ამ რეგიონში მდებარეობს დედაქალაქი მანაგუა თავისი 1,5 მილიონიანი მოსახლეობით.

გარდა იმისა, რომ წყნარი ოკეანის სანპიროებზე თავმოყრილია სასტუმრები და პანსიონები, რეგიონის არქიტექტურას ნათლად ატყვია კოლონიური პერიოდის გემოვნება. მათ შორის აღსანიშნავია ქალაქები ლეონი და გრანადა. ეს უკანასკნელი კი უძველესი კოლონიური ქალაქია ამერიკის კონტინენტებზე.

ჩრდილო-ცენტრალური მთიანეთი

გუარდაბარანკო ნიკარაგუის ეროვნული ჩიტი

ეს არის მაღალმთიანი რეგიონი წყნარი ოკეანისგან მოშორებული. აქ უფრო მეტად მკაცრი კლიმატია წყნარი ოკეანის დაბალმთიან რეგიონებთან შედარებით. ნიკარაგუის აგრალური წარმოების ერთი მეოთხედი რეგიონზე მოდის, სადაც ციცაბო ფერდობებზე მოჰყავთ ყავა. მუხა, ფიჭვი, ხავსი, გვიმრა და ორქიდეები უხვად არის რეგიონის დაბურულ ტყეებში.

ნიკარაგუის ცენტრალური რეგიონის ტყეებში ბინადრებენ კოლიბრები, ჩხიკვები ზურმუხტის ფერი ტუკანისებრნი, ჩიტბატონები.

ატლანტიკის დაბლობები

ფაილი:ToucanNica.JPG
ტუკანისებრნი არის ჩიტი, რომელსაც ხშირად შეხვდებით ნიკარაგუის ტროპიკულ ტყეებში

ვრცელი ტროპიკული ტყეების რეგიონი, რომელიც ირწყვება რამდენიმე დიდი მდინარით არის მეჩხრად დასახლებული. რიო კოკო არის უდიდესი მდინარე ცენტრალურ ამერიკაში. იგი მიედინება ნიკარაგუისა და ჰონდურასის საზღვარზე. კარიბის ზღვის სანაპირო არის მეტად შეჭრილ-შემოჭრილი, ვიდრე წყნარი ოკეანის პირდაპირი სანაპირო. ლაგუნები და მდინარის შესართავები კარიბის ზღვისპირეთს ხდის უსწორმასწოროს.

ბოსავას ბიოსფერული ნაკრძალი მდებარეობს ატლანტიკის დაბლობებზე. იგი აერთიანებს მოსკიტების ტყის 1.8 მილლიონ აკრს (7,300 კმ²) -რაც ქვეყნის ფართობის შვიდი პროცენტი არის. ნიკარაგუის ტროპიკული აღმოსავლეთი არის მეტად განსხვავებული, ვიდრე მისი სხვა მხარეები. კლიმატის დამახასიათებელი ნიშნებია მაღალი ტემპერატურა და უხვი ნალექიანობა. მთავარ ქალაქ ბლუეფილდსის შემოგარენში არის ინგლისურად მოლაპარაკე მოსახლეობა. იქაური მოსახლეობა უფრო მეტად ჰგავს კარიბის რრეგიონის ქვეყნების მოსახლეობას, ვიდრე ნიკარაგუის სხვა ნაწილებისას.

რეგიონში არის ჩიტების არაერთი სახეობა: არწივები, ინდაურები, ტუკანისებრნი, არა (თუთიყუში). ცხოველების ჯიშებს შორის აღსანიშნავია ანტიტერები, მაიმუნები, თეთრზოლიანი ირმები და ტაპირისებრნი.

ველური სამყარო და ბიომრავალფეროვნება

ნიკარაგუის ტროპიკულ ტყეებს უჭირავს 2,000,000 ჰა, რომელიც ძირითადად ატლანტიკის დაბლობებზეა გადაშლილი. ამ ტერიტორიებზე შექმნილია ორი დიდი ბუნებრივი საცავი: ბოსავასა (ჩრდილოეთში) და ინდიო მაისის (სამხრეთში) ბიოსფერული ნაკრძალები, რომლებიც საერთო ჯამში აერთიანებს 2,500 კმ².

ეს ორი ტერიტორია ძლიერ მდიდარია ბიომრავალფეროვნებით. აქ არის კატისებრთა 5 სახეობა-იაგუარისა და პუმას ჩათვლით. პრიმატების სამი სახეობა, ტაპისებრთა ერთი სახეობა, რომელსაც ნიკარაგუელები უწოდებენ Danto.

მოსკიტების სანაპირო

კარიბის მოსკიტების სანაპირო მდებარეობს ატლანტის ოკეანის სანაპიროზე დღევანდელ ნიკარაგუაში. მას სახელი დაერქვა მოსკიტების ხალხის გამო და დიდი ხნის განმავლობაში ბრიტანეთის პროტექტორატის ქვეშ იყო. მოსკიტების სანაპირო ნიკარაგუას შეუერთდა 1894 წელს. თუმცა 1960 წელს მისი ჩრდილოეთი ნაწილი გადაეცა ჰონდურასს საერთაშორისო სასამართლოს ძალით.

ეკონომიკა

ექსპორტი

ნიკარაგუა ძირითადად არის აგრალური სახელმწიფო. აგრალური კულტურები შეადგენს სართო ექსპორტის 60%-ს, რომელიც ყოველწლიურად $300 მილიონი შეაქვს ქვეყნის ბიუჯეტში. ნიკარაგუული რომი, "Flor de Caña" მთელს ცენტრალურ ამერიკაში ცნობილია. ასევე, მისი ხორცპროდუქტები და თამბაქო დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნიკარაგუის აგრალურ ეკონომიკას ისტორიულად საექპორტოდ გააქვს თამბაქო, შაქარი, ბანანი, ყავა, ხორცი. მსუბუქი ინდუსტრია: ტურიზმი, საბანკო სისტემა, სამთო მრეწველობა, თევზჭერა ძირითადად აყვავებული არის. ნიკარაგუა დიდადაა დამოკიდებული ფულად გზავნილებზე, რომელთაც საზღვარგარეთ მცხოვრები ნიკარაგუელები აგზავნიან სამშობლოში. 2006 წელს ფულადმა გზავნილებმა $655.5 მილიონს მიაღწია.

სიღარიბე

ნიკარაგუა ამერიკის კონტინენტებზე არის სიღარიბით მეორე ქვეყანა. ფაქტების წიგნის მონაცემებით ინფლაცია ნიკარაგუაში 2000 წლიან 2006 წლამდე 8.1%-ით გაიზარდა. 2007 წელს კი 9.8% დაფიქსირდა. მსოფლიო ბანკი იტყობინებოდა, რომ ეკონომიკა 1995-2004 წლებში 5%-ით გაიზარდა. 2005 წელს ეკონომიკის ზრდამ 4%-ს მიაღწია, ხოლო მთლიანმა შიდა პროდუქტმა- $4.91 მილიარდს. 2006 წელს ეკონომიკა გაიზარდა 3.7%-ით, მთლიანი შიდა პროდუქტმა კი შეადგინა $5.3 მილიარდი. 2008 წლის მონაცემებით $6.5 მილიარდიან ნიშნულს მიაღწია.

გაეროს განვითარების პროგრამის ცნობით ნიკარაგუის მოსახლეობის 48% სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა. მოსახლეობის 79.9%-ის საარსებო დღიური შემოსავალი $2 ნაკლებია. უმუშევრობის მაჩვენებელი 3.9% არის, მეორე 46.5% კი უმუშევარია. ისევე, როგორც სხვა განვითარებად ქვეყნებში ნიკარაგუის უმუშევართა დიდი ნაწილი არიან ქალები. გარდა ამისა ქალაქში მაცხოვრებელი ოჯახების 39% -სა და სოფელში მაცხოვრებელი ოჯახების 28%-ს ქალი მართავს და უძღვება საოჯახო საქმეებს. გაერთიანებული ერების მონაცემებით ენდოგენური მოსახლეობის 80% (როემლთა საერთო რაოდენობა ნიკარაგუის მოსახელობაში 5%-სშეადგენს) დღეში $1-ს გამოიმუშავებს.

ინფრასტრუქტურა

კონტრისტებსა და სანდინისტებს შორის გამართული სამოქალაქო ომის დროს 1980-იან წლებში ნიკარაგუის მთელი ინფრასტრუქტურა მოიშალა. ინფლაცია გაიზარდა 30%-ით. 1985 წლის შემდეგ, როცა ა.შ.შ-მ ნიკარაგუას დაუწესა ეკონომიკური ემბარგო, ინფლაციამ კიდევ უფრო საშიშ ზღვარს მიაღწია. 1985 წლის წლიური ინფლაციის 220% ყოველწლიურად სამმაგდებოდა და 1988 წლისთვის 13,000%-ს მიაღწია, რაც უდიდესი მაჩვენებელი იყო დასავლეთ ნახევარსფეროში.

ქვეყანა აგრძელებს დაკარგული დროის ანაზრაურებას და საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარებით ახალი რეფორმების გატარებას. 2005 წელს დიდი რვიანის წევრი სახელმწიფოების ფინანსთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ნიკარაგუას აპატიონ ზოგიერთი საერთაშორიოს დავალიანება. 2007 წლის მარტში ნიაკრაგუამ და პოლონეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ნიაკრაგუას 1980-იან წლებში ვალად აღებული $30.6 ჩამოეწერა. სამოქლაქო ომის დამთავრებიდან ოცი წლის შემდეგ 350-ზე მეტი სახელმწიფო საწარმო პრივატიზებულ იქნა. ინფლაცია 33,500%-იდან (1998) 9.45%-მდე დავიდა, საგარეო ვაელბის რაოდენობა კი განახევრდა.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ნიკარაგუა მსოფლიოში 62-ე და ცენტრალურ ამერიკაში (პანამის შემდეგ) მე-2 ადგილზეა ბიზნესის დასაწყებად.

ემისია

ფაილი:800px-Nicar-currency-inflated.jpg
ნიკარაგუული კორდობა, 1980

კოლონიური მმართველობის ეპოქაში და მას შემდეგ 50 წლის განმავლობაში ნიკარაგუაში გამოიყენებოდა ესპანური ფულის ერთეული, რაც ეხმარებოდა მას "ახალ სამყაროში" შეღწევაში. პირველი ნიკარაგუული ეროვნული ვალუტა გამოვიდა 1878 წელს და ეწოდებოდა პესო. 1912 წლიდან პესო შეცვალა კორდობამ, რომელიც თავისი ღირებულებით ა.შ.შ. დოლარს გაუტოლდა. ეროვნულ ვალუტას სახელი დაერქვა ფერნანდო ერნანდეს კორდობას პატივსაცემად. ნიკარაგუული ვალუტის ყოველ ცალზე ფონად გამოსახულია ეროვნული გერბი- სამკუთხედში ჩასმული ხუთი ვულკანი, ამომავალი მზე, მშვიდობის ცისარტყელა და თავისუფლების ქუდი. მათ კი უკანა მხარეს აწერიათ-"En Dios Confiamos" (ღმერთს ვენდობით).

ტურიზმი

ნიკარაგუის ტურიზმის ზრდას დღესდღეობით მომეტებული ყურადღება ეთმობა და იგი ეროვნული ეკონომიკის რიგით მეორე მნიშვნელოვანი დარგია. ნიკარაგუის პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ მიაპყრო ყურადღება ტურიზმის განვითარებას სიღარიბის დასაძლევად. ტურიზმის განვითარება ხელს უწყობს აგრალური სექტორის, ვაჭრობისა და ფინანსების ზრდას.

ფაილი:PLAYA MARSELLA NICARAGUA.jpg
წყნარი ოკეანის სანაპირო სან ხუან დელ სური, ნიკარაგუა

ათი წლის განმავლობაში ნიკარაგუის ტურიზმი 300%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამ წარმატებისა ნიკარაგუაში მაინც ყველაზე ცოტა ტურისტი ჩადის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით.

ყოველწლიურად შეერთებული შტატების 60, 000 მოქალაქე ჩადის ნიკარაგუაში. ა.შ.შ-ს 5, 300 მოქლაქე მუდმივად ცხოვრობს ქვეყანაში. ნიკარაგუაში ჩასული ტურისტების უმეტესობა არის ა.შ.შ-ს, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკისა, და ევროპის ქვეყნების მოქლაქეები. ნიკარაგუის ტურიზმის მინისტრის განცხადებით, კოლონიური ეპოქის ქალაქი გრანადა განსაკუთრებით იზიდავს ტურისტებს. ასევე ქალაქები ლეონი, მასაია, რივასი, სან ხუან დელ სური. სხვა ღირსშესანიშნაობებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობენ ომეტეპესა და სიმინდის კუნძულები, მდინარე რიო სან ხუანი, ვულკანი მომბაჩო.

ტურისტებისთვის ნიკარაგუა იმ მხრივაც არის საინტერესო. რომ ქვეყანაში შესაძლებელია კიდევ უფრო განვითარდეს ეკოტურიზმი და აგროტურიზმი. ამ უკანასკნელთათვის ნიაკრაგუის ჩრდილოეთი ნაწილი ყველაზე შესაფერისია. ნიკარაგუა სერფინგის მოყვარულთათვის საუკეთესო რეგიონია.

დემოგრაფია

მოსახლეობა

ნიკარაგუის მოსახლეობის ზრდა (1961-2003)

მსოფლიოს ფაქტების წიგნის მიხედვით ნიკარაგუის მოსახლეობა არის 5,570,129. მათ შორის მეტისები 69%, თეთრკანიანები 17%, შავკანიანები 9%, აბორიგენები 5%. მოსახლეობის 54% ცხოვრობს ქალაქად.

ნიკარაგუის ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქი არის მანაგუა 1, 2 მილიონიანი მოსახლეობით. 2005 წლის მონაცემებით 4,4 მილიონი ადამოანი სახლობდა წყნარი, ატლანტისა და ცენტრალურ რეგიონებში. მათგან 2,7 მილიონი ცხოვრობს წყნარი ოკეანის რეგიონში, მაშინ როცა კარიბის რძვის სანაპირო რეგიონის მოსახლეობა აღწევს 700, 000.

ქვეყანაში დიდია იმიგრანტთა რიცხვი. ემიგრანტების უმრავლესობა ნიკარაგუაში ჩადის დროებით ან სამუდამოდ საცხოვრებლად, ძირითადად ბიზნესის დასაწყებად, კაპიტალდასაბანდებლად, ა.შ.შ-დან, კანადიდან, ევროპიდან, ტაივანიდან და სხვა ქვეყნებიდან. მათი უმრავლესობა სახლდება მანაგუაში, გრანადაში, სან ხუან დელ სურში.

ასევე არაერთი ნიკარაგუელი ცხოვრბს საზღვარგარეთ კოსტა-რიკასა და შეერთებულ შტატებში.

ნიკარაგუის მოსახლეობის ნამატი 2008 წელს იყო 1,8%. ეს არის ერთერთი ყველაზე დიდი მაჩვენებელი ბუნებრივი მატებისა დასაცლეთ ნახევარსფეროში.

ეთნიკური ჯგუფები

ნიკარაგუელი ბიჭები ამერიკულ-ნიკარაგუულ სკოლაში
ნიკარაგუელი ქალები კონცერტზე, მანაგუა
აფრო-ნიკარაგუელი

ნიკარაგუის მოსახლეობის 86% არის მეტისები და თეთრკანიანები ერთად. 69% არის მეტისები, 17% კი-თეთრკანიანები, რომელთაც ესპანური, გერმანული, იტალიური, ფრაბგული წარმოშობა. მეტისები და თეთრკანიანები ძირითადად სახლობენ ნიკარაგუის დასავლეთ ნაწილში.

მოსახლეობის 9% არის შავკანიანი ან აფრო-ნიკარაგუელი. ისინი ძირითადად ქვეყნის კარიბის ზღვის სანაპიროზე ცხოვრობენ. შავკანიანები შედგებიან ინგლისურად მოსაუბრე კრეოლებისგან, რომლეთა უმეტესობა არის შთამომავალი გამოქცეული მონებისა. მათს უმეტესობას აქვს შოტლანდიური გვარები. კრეოლები მიემხრნენ სომოსას, რადგან მას შეერთებული შტატები უმაგრებდა ზურგს. ნიკარაგუაში ცხოვრობს აფრო-ლათინოსთა ყველაზე დიდი რაოდენობა ცენტრალური ამერიკის სხვა ქვეყნებთან შედარებით. იქვე ცხოვრობს მცირე რაოდენობა გარიგუნას ხალხისა, რომლებსაც აქვთ გარიბული და ავარაკული ფესვები. 1980-იანი წლების შუა წლებში მთავრობამ სელაიას დეპარტამენტი დაჰყო- სახელმწოფის ტერიტორიის აღმოსავლეთი ნაწილი- ორ ავტონომიურ რეგიონად და უბოძა იგი შავკანიანებსა და ენდოგენურ მოსახლეობას, რათა ჰქონოდა მათ შეზღუდული თვითმმართველობა.

იმიგრაცია

ნიკარაგუელი პალესტინელები აღნიშანავენ სანდინისტას რევოლუციის ათი წლის თავს

1800-იან წლებში ნიკარაგუამ განიცადა რამდენიმე ტალღა იმიგრაციისა, რომელიც ძირითადად ევროპიდან მოედინებოდა. ოჯახები გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, ბელგიიდან, დანიიდან, საფრანგეთიდან ცამოდიოდნენ და სახლდებოდნენ ცენტრალურ და წყნარი ოკეანის რეგიონში. შედეგად, ჩრდილოეთ ნიკარაგუის ქალაქებში ესტელში, ხინოტეგასა და მატაგალპაში სახლობენ მეოთხე თაობის გერმანელები. მათ დაასრეს გაზეტები, ბანკები და სასტუმროები, ასევე მისდევდნენ სამეურნეო ბიზნესს, მოჰყავდათ ყავა და შაქარი.

დღესდღეობით ნიკარაგუის ცენტრალურ რეგიონში არსებობენ მცირე სირიული, სომხური, პალესტინური, ებრაული და ლიბანური სათვისტომოები, რომელთა საერთო რაოდენობა 30, 000 აღწევს. ასევე გვხვდებიან აღმოსავლეთ აზიიდან ჩამოსული ტაივანური, ჩინური და იაპონური მოსახლეობა. ნიკარაგუაში მცხოვრებ ჩინელთა რაოდენობა 12, 000 შეადგენს.

ნიკარაგუა თითქმის ყოველთვის განიცდიდა იმიგრანტთა მოწოლას. თუმცა იმიგრანტების რაოდენობას ნიკარაგუის მუდმივ მაცხოვრებლებთან შეფარდებით 1%-ს არ ასცილებია 1995 წლამდე. მხოლოდ 2005 წელს ჩამოსულთა რაოდენობამ 1.2%-ს მიაღწია.

დიასპორა

სამოქალაქო ომის გამო არაერთი ნიკარაგუელი იძულებული გახდა საზღვარგარეთ წასულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ომის დასრულების შემდეგ სამშობლოდან გახიზნულები ნიკარაგუაში დაბრუნდნენ უმუშევრობისა და სიღარიბის გამო 1990-იანი და 2000-იან წლებში საზღვრებს გარეთ უამრავი ნიკარაგუელი დარჩა. ნიკარაგუელენს მრავალრიცხოვანი დიასპორა აქვთ კოსტა-რიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ ორ ქვეყანაში ერთიდან ექვსი ნიკარაგუეკი ცხოვრობს. ძნელია ზუსტად განსაზღვრა თუ რამდენი ნიკარაგუელი ცხოვრობს უცხოეთში, რადგან ისინი არალეგალები არიან. აქვე მოცემული ცხრილი მეტ-ნაკლები სიზუსტით ასახავს ემიგრანტი ნიკარაგუელების რიცხვს:

ქვეყანა რიცხოვნება
კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა 236,000-750,000
აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები 300,000
მექსიკის დროშა მექსიკა 2,522
ჰონდურასის დროშა ჰონდურასი 23,000
სალვადორის დროშა სალვადორი 100,000
საზღვარგარეთ მცხოვრები ნიკარაგუელები სულ მცირე 1,000,000

კულტურა

ენა

ნიკარაგუის მოსახლეობის 90% საუბრობს ცენტრალური ამერიკის ესპანურზე. ნიკარაგუაში გავრცელებულია ესპანურის ვესეოს დიალექტი. ნიკარაგუის კარიბის ზღვის სანაპიროზე მცხოვრები კრეოლებისა და აფრო-ნიკარაგუელების მშობლიური ენა არის ინგლისური და კრეოლური ინგლისური, თუმცა ასევე თავისუფლად საუბრობენ ესპანურადაც. კარიბის ზღვისპირეთში გავრცელებულია ადგილობრივი მაცხოვრებლების ენები, რომელთაგან აღსანიშნავია რამა, სუმო, მოსკიტო და გარიფუნა. გარდა ამისა, სხხვა ეთნიკურ უმცირესობებს შემონახული აქვთ თავიანთი წინაპრების ენები: ჩინური, არაბული, გერმანული, იტალიური. ისინი თავისუფლად ფლობენ ესპანურსა და ინგლისურ ენებს.

ნიკარაგუაში არის სამი მკვდარი ენა, რომლებზეც ინდიელები საუბრობდნენ. ენათმეცნიერებისთვის დიდად საინტერესოა ნიკარაგუული ნიშნების ენა.

რელიგია

რელიგიები ნიკარაგუაში
წმინდა აზრის დედაქალაქის საკათედრო ტაძარი მანაგუაში
რელიგია რაოდენობა
კათოლიკეები 58.5%
ევანგელისტები 21.6%
მორავიანელები 1.6%
იეჰოვას მოწმეები 0.9%
არცერთი 15.7%
სხვები1 1.6%
1 იგულისხმება ბუდიზმი, ისლამი, იუდაიზმი.
წყარო: ნიკარაგუის აღწერა 2005

ნიკარაგუის რელიგია მნიშვნელოვანი ნაწილი არის ნიკარაგუის კულტურისა. ნიკარაგუაში რელიგიური თავისუფლება და შემწყნარებლობა დაცულია კონსტიტუციის ძალით.

ნიკარაგუაში რელიგიური თავსიუფლება დაკანონდა 1939 წლის შემდეგ. ქვეყანაში რომელიმე რელიგიას არ აქვს ოფიციალური სტატუსი.

ნიკარაგუაში ყველაზე ძლიერი და დიდი ხნის ისტორიის მქონე არის კათოლიკური ეკლესია, რაც აისახება კათოლიკეტა რაოდენობაზე ნიკარაგუის მოსახლეობაში. კათოლიკე მღვდლები ცდილობენ აიმაღლონ საკუთარი ავტორიტეტი და საკუთარ გამოსვლებში ეროვნული ერთობისკენ მოუწოდებენ. ასევე, ისინი ხშირად ასრულებენ მედიატორების როლს პოლიტიკურ პარტიებს შორის პოლიტიკური კრიზისის დროს. ევანგელისტები და მორმონები 1990-იანი წლებიდან იფართოებენ მიმდევრების რაოდენობას. კარიბის ზღვის სანაპიროზე მრავლად არიან ანგლიკანური და მორავიანული ეკლესიის მიმდევრები.

მორავიანელები ნიკარაგუაში დამკვიდრდნენ XVI საუკუნეში. პროტესტანტები და ქრისტიანობის სხვა მიმდინარობების წარმომადგენლები ნიკარაგუაში გამოჩნდნენ მეცხრამეტე საუკუშეში და მიმდევრები გამოიჩინეს ჯკარიბის ზღვის სანაპიროზე.

დიდი მნიშვნელობა აქვს მფარველ წმინდამებს, რომლებიც მოიაზრებიან ღმერთისა და ადამიანების დამაკავშირებლებად. უმეტესად მდებარეობენ როგორც დედაქალაქ მანაგუაში, ისე მცირე სასოფლო დასახლებებში. დღესასწაული ლა პარუისმა, რომელიც დეკემბერში იმართება ერთი კვირის განმავლობაში, შობასა და აღდგომაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული.

სამზარეულო

ნიკარაგუის სამზარეულო არის ნაზავი კოლუმბიმდელი ეპოქისა და კრეოლების საკვებისა და კერძების. ტრადიციული სამზარეულო ხასიათდება სხვადასხვაობით ატლანტისა და წყნარი ოკეანის სანაპიროებზე. წყნარი ოკეანის რეგიონში საკვებად იყენებენ ადგილობრივ მოწეულ ხილსა და სიმინდს, კარიბის ზღვისპირეთში კი- ზღვის პროდუქტებსა და ქოქოსს.

ნიკარაგუაში, ისევე, როგორც ლათინური მაერიკის სხვა ქვეყნებში სიმინდი ძირითადი პროდუქტია. სიმინდს გამოიყენებენ ფართოდ გავრცხელებულ კერძებში: ნაკატამალი და ინდიო ვიეხო. იგი ასევე გამოიყენება სასმელების: პინოლილოოსა და ჩიჩბას, დასამზადებლად. გარდა ამისა, სიმინდი არის მთავარი ინგრედიენტი დესერტისა და ტკბილი ნუგბარის მოსამზადებლად. საერთოდ კი, ბრინჯი, სიმინდი და ცერცვი ფართოდ გამოიყენება ნიკარაგუაში.

ნიარაგუის ეროვნული კერძი გალო პინტო მზადდება თეთრი ბრინჯისა და წითელი ცერცვისაგან. ისინი მზადდება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, შემდეგ კი ერთად იწვება. კარიბის ზღვის სანაპიროზე კი გალო პინტოს ქოქოსისი ზეთსა და/ან გახეხილ ქოქოსს ამატებენ. ნიკარაგუელების უმეტესობა დღეს გალო პინტოთი იწყებს.

არაერთი ნიკარაგუული კერძი შაიცავს ენდოგენურ ხილსა და ბოსტნეულს: მანგო, პაპაია, თამარინდი, ბანანი, პიპიანი, ავოკადო, კასავა, და სანელებლებს: მიხაკი, ორეგანო.

ნიუკარაგუელების რაციონში ასევე შედის გვინესი ღორი და ტაპირი, იგუანასა და კუს კვერცხები.

სპორტი

ნიკარაგუის ბეისბოლის პროფესიული გუნდი ფიერას დელ სან ფერნანდო

ნიკარაგუაში გავრცელებულ სპორტულ სახეობებს შორის ყველაზე პოპულარული არის ბეისბოლი. რამდენიმე პროფესიული ნიკარაგუული ბეისბოლის გუნდი არსებობდა ახლო წარსულში, თუმცა ნიკარაგუელები ძირითადად ტრადიციული ამერიკული ბეისბოლის მიმდევრები არიან. ბეისბოლი ნიკარაგუაში მეცხრამეტე საუკუნეში შევიდა. როგორც ცნობილია, 1888 წელს ამერიკელი მოვაჭრე, ალბერტ ადლესბერგი, ასწავლიდა ბლუეფილდსის მაცხოვრებლებს ბეისბოლს. თუმცა მისით გართობას მნიშვნელოვანი სახე არ მიუღია 1891 წლამდე, როცა ძირითადად ა.შ.შ-ს უნივერსიტეტდამთავრებულმა სტუდენტებმა შექმნეს ჯგუფი "La Sociedad de Recreo" ("თავშექცევის საზოგადოება" ), სადაც გაწევრიანებულები თამაშობდნენ სპორტის სხვადასხვა სახეობას, რომელთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობდა ბეისბოლი. ნიკარაგუაში ხუთი მთავარი ბეისბოლის გუნდია: ინდიოს დელ ბოერი (მანაგუა), ჩინანდეგა, გრანადის ზვიგენები, ლეონი და მასაია. ზემოთ ჩამოთვლილი გუნდების მოთამაშეები აკომპლექტებენ ნიკარაგუის ეროვნულ ნაკრებს, როცა ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე უწევს პაექრობა. ნიკარაგუელი ბეისბოლისტები თამაშობენ ბეისბოლის უმაღლეს ლიგაში: ვისენტე პადილა, ბოსტონ რედ სოქსი, დევრნ ანსაკი.

კრივი რიგით მეორე პოპულარული სახეობაა სპორტისა. ნიკარაგუას ჰყავს მსოფლიო ჩემპიონები: ალექსის არგუელო, რიკარდო მაიორხა დასხვები. ბოლო წლებში, სოკერი პოპულარობას იხვეჭს, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობებს შორის. დენის მარტინესის ეროვნული სტადიონს გამოიყენებენ სოკერისა და ბეისბოლის გუნდები. სოკერის სათამაშოდ განკუთვნილი სტადიონი მანაგუაში ჯერ კიდევ შენების პროცესშია.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: