კიკოთის ღვთისმშობლის ხატი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 7: ხაზი 7:
==რესურსები ინტერნეტში==
==რესურსები ინტერნეტში==
* [[http://lisa-sestra.livejournal.com/51684.html#start კიკოსის მონასტერი]]
* [[http://lisa-sestra.livejournal.com/51684.html#start კიკოსის მონასტერი]]
* [[http://www.imkykkou.com.cy/#start კიკოსის მონასტერის ვებსაიტი]]


<gallery>
<gallery>

12:13, 17 სექტემბერი 2009-ის ვერსია

ფაილი:Kikotisa.jpg
კიკოთის ღვთისმშობლის ხატი. ხსენება 12/25 ნოემბერი

კიკოთის (Κγκκοτιςςα)ღვთისმშობლის ელეუსა ხატი გადმოცემის თანახმად დაწერილია ლუკა მახარებელის მიერ თავად ღვთისმშობლის თხოვნით ქრისტეს ამაღლებიდან შვიდი წლის შემდეგ. ღვთისმშობელმა ხატის მშვენიერებით აღტაცებულმა თქვა: "Пусть Его благоволение исходит через мой лик!". ამ ხატმა თავისი სახელწოდება კვიპროსის ქალაქ კიკოსისაგან მიიღო. 980 წელს ქრისტიანთა დევნის გამო კიკოთის ხატი გადაიტანილი იყო ცარგრადში. იმპერატორ ალექსანდრე I კომნინის (Alexios Komnenos) დროს (1048—1118), ეს ხატი დაბრუნებული იქნა კვიპროსზე ერთერთი ბერის ხილვის გამო. მანუილი რომელიც იყო კვიპროსის მმართველი ნადირობისას დაიკარგა მთებში და შემთხვევით წააწყდა ღირს ესაიას რომელიც იქვე განდეგილად მოღვაწეობდა. ბერმა რ ისურვა რომ მისი ღვაწლის შესახებ ვინმეს გაეგო და გაიქცა , მანუილი დაედევნა და სასტიკად სცემა, რის გამოც სენი შეეყარა. ნაწამებმა ღირსმა მამა კი ღმერთმა ამცნო რომ მანუილი უნდა გამგზავრებულიყო კონსტანტინეპოლში იმპერატორ ალექსი კომინთან რათა დაებრუნებინა უკან ხატი. სანამ მანუილი ჩამოაბრძანებდა ხატს ღირს ბერს მანუილმა დაუტოვა სახსრები რათა მას აეშენებინა ხატისათვის შესაფერისი სამლოცველო. იმ დროს იმპერატორის ქალიშვილი ანა კომნინი (Anna Komnenos)(1083-1148) შეპყრობილი იყო იმავე სენით რომლითაც ავათმყოფობდა მანუილი. მაშინ მანუილი მიხვდა რა ღმერთის განგებას შესთავაზა რომ დაებრუნებინა ხატი კვიპროსზე. მეფე ყოყმანობამ მოიცვა რის გამოც ისიც იმავე სენით დასნეულდა. ამის შემდეგ იმპერატორმა მოინანა რა თავისი შეცდომა მოითხოვა სასწაულთმოქმედი ხატის ასლის დამზადება, ხოლო თავად ხატი გადააბრძანეს კვიპროსზე.

რესურსები ინტერნეტში

არის კიკოთის ხატები რომლებიც იგივე შინაარსისაა მაგრამ შეტრიალებულად არის დახატული. ამის მიზეზი შეიძლება სწორედ ის იყოს რომ ამ ხატს რომელიც კანკელის წინ იმყოფება გააჩნია თავსაბურავი რომლის გამოც არ ჩანს თავად ხატი. ხატი ძირათადად ოქროს პერანგშია ჩასმული და მოჩანს მხოლოდ ხატის პერანგი.