კანკელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: sh:Ikonostas
ბოტის დამატება: eu:Ikonostasi
ხაზი 17: ხაზი 17:
[[en:Iconostasis]]
[[en:Iconostasis]]
[[es:Iconostasio]]
[[es:Iconostasio]]
[[eu:Ikonostasi]]
[[fi:Ikonostaasi]]
[[fi:Ikonostaasi]]
[[fr:Iconostase]]
[[fr:Iconostase]]

01:02, 15 სექტემბერი 2009-ის ვერსია

კანკელი, იკონოსტასი, მართლმადიდებლურ ეკლესიაში ტიხარი, ზღუდე, რომელიც საკურთხეველს გამოჰყოფს ეკლესიის ძირითადი ნაწილისაგან.

საქართველოში გავრცელებულია კანკელი ქვისა და თაბაშირისა, იშვიათად ხისა; შედარებით დაბალია, შედგება სვეტებისა და სვეტების შემაკავშირებელი თაღებისაგან, სულ ზემო ხაზი თაღების თავზე აუცილებლად ჰორიზონტალურია. კანკელი შემკულია ორნამენტული და რელიეფური მორთულობით. რელიეფები გვხვდება ქვის კანკელებზე (ქვემო ბარიერზე). თაბაშირისას კი მხოლოდ ჩუქურთმები ამკობს. დეკორატიულობის გასაძლიერებლად თაღებს ზოგჯერ კბილანები ჰქონდა. უძველესი კანკელები VIII—IX საუკუნეებს მიეკუთვნება, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია XI საუკუნის ნიმუშები — საფარის, ხოვლის, შიომღვიმის, სპეთის, პატარა ონის, გველდესის, ატენის, ურთხვისა და სხვა კანკელები. ზოგ მათგანს ამკობს ქვაზე ამოკვეთილი რელიგიური სცენები, რომლებიც შუა საუკუნეთა ქართული პლასტიკის საუკეთესო ნაწარმოებთა რიცხვს მიეკუთვნება, ხოლო არმაზის ეკლესიის კანკელზე შემონახულია უძველესი მხატვრობის ნიმუში.

ლიტერატურა

  • ბერიძე ვ., ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974;
  • Шмерлинг Р. О., Малые формы в архитектуре средневековой Грузии, Тб., 1962;
  • საღარაძი შ., ქსე, ტ. 5, გვ. 369, თბ., 1980