დავით რონდელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+კატ.
No edit summary
ხაზი 6: ხაზი 6:
* ''ლოლაძე ვ.,'' დავით რონდელი, თბ., 1954;
* ''ლოლაძე ვ.,'' დავით რონდელი, თბ., 1954;
*''ოკუჯავა ე.'', [[ქსე]], ტ. 8, გვ. 443, თბ., 1984
*''ოკუჯავა ე.'', [[ქსე]], ტ. 8, გვ. 443, თბ., 1984

{{დავით რონდელი}}


{{DEFAULTSORT:რონდელი, დავით}}
{{DEFAULTSORT:რონდელი, დავით}}

10:41, 10 სექტემბერი 2009-ის ვერსია

დავით ევგენის ძე რონდელი (ნამდვილი გვარი ცაგარეიშვილი) (დ. 11 აპრილი, 1904,ქუთაისი — გ. 12 მარტი, 1974, თბილისი), ქართველი კინორეჟისორი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1961).

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტი. 1928 წლიდან მუშაობდა კინოში, ჯერ სახკინმრეწვის სალიტერატურო ნაწილის გამგედ, რეჟისორ ასისტენტად, 1930 წლიდან კი რეჟისორად. გადაიღო ფილმები: „უგუბზიარა“ (1930), „არშაულა“ (1935), „კოლხეთის ჩირაღდნები“ (1941), „მწვერვალთა დამპყრობნი“ (1951), „ჩრდილი გზაზე“ (1956), „მამლუქი“ (1958), „ენგურის ნაპირებზე“ (1961), „პიერი მილიციის თანამშრომელი“ (1965), „ჩემი მეგობარი ნოდარი“ (1967), „ზოია რუხაძე“ (1971), „საჰაერო ხიდი“ (1974). 1937 წელს რონდელმა გადაიღო ქართული კინოს ერთ-ერთი შედევრი „დაკარგული სამოთხე“, რომელმაც რეჟისორს საყოველთაო აღიარება მოუტანა. ფილმ-სპექტაკლისათვის „ჯურღაის ფარი“ (1944, სიკო დოლიძესთან ერთად) რონდელს 1950 წელს სსრკ სახელმწიფო პრემია მიენიჭა. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და 2 „საპატიო ნიშნის“ ორდენით.

ლიტერატურა

  • ლოლაძე ვ., დავით რონდელი, თბ., 1954;
  • ოკუჯავა ე., ქსე, ტ. 8, გვ. 443, თბ., 1984