ფერისცვალება: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის შეცვლა: uk:Преображення Господнє
ბოტის დამატება: eu:Jesusen Antzaldatzea
ხაზი 17: ხაზი 17:
[[en:Transfiguration of Jesus]]
[[en:Transfiguration of Jesus]]
[[es:Transfiguración de Jesús]]
[[es:Transfiguración de Jesús]]
[[eu:Jesusen Antzaldatzea]]
[[fr:Transfiguration (christianisme)]]
[[fr:Transfiguration (christianisme)]]
[[he:ההשתנות]]
[[he:ההשתנות]]

18:46, 6 აგვისტო 2009-ის ვერსია

ფერისცვალების ხატი (მე-15 საუკუნე, ნოვგოროდი)

მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაული (აღინიშნება 6(19) აგვისტოს) 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის და უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება. ფერისცვალების შესახებ მოგვითხრობენ მახარებლები მათე (XVII, 1-13), მარკოზი (VI, 2-13) და ლუკა (IX, 28-36).

უფალმა თავის მოწაფეთაგან გამოირჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა: „და იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი“ (მათე XVII, 2). ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი იდგნენ, რომლებიც მაცხოვართან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში მოელოდა. ამის მნახველი მოწაფეები გამოუთქმელმა ნეტარებამ მოიცვა და გაუგნებულმა პეტრემ უნებლიედ წამოიძახა: „მოძღუარ კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა. და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსესა და ერთი ელიაისა“ (ლუკა IX, 33). ამ სიტყვების თქმის შემდეგ ნათელი ღრუბელი დაადგრა მათ, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ხმა ღვთისა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხვნენ, მათთან იესო მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: „აღდეგით და ნუ გეშინინ“ (მათე XVII, 7). როცა მათ მიმოიხედეს, მოსე და ელია აღარსად იყვნენ.

თაბორის მთაზე ფერისცვალებით უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღმრთაებრივი დიდება - ღვთაებრივი, შეუქმნელი, მარადიული, ნათელი, უფრო ბრწყინვალე და წმიდა ვიდრე მზის სხივები, ნათელი, რომელიც მათ სულებს საოცარი სიხარულით, ზეციური სიმშვიდითა და ნეტარებით ავსებდა. მოწაფეთა წინაშე გაცხადდა მარადიული სიცოცხლის საიდუმლო, ანუ ის სიცოცხლის საიდუმლო, რომელიც მარადიულადაა გაცისკროვნებული ღმრთაებრივი ნათლით.

ქრისტიანობა
წმინდა წერილი
ძველი აღთქმა
ახალი აღთქმა (სახარება)
ისტორია
მოციქულების ეპოქა
ეკლესიის დევნის პერიოდი
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება
მსოფლიო საკლესიო კრებები
დიდი სქიზმა
კიდევ...
მიმდინარეობები
მართლმადიდებლობა
კათოლიციზმი
მონოფიზიტობა
პროტესტანტიზმი
კიდევ...
ღვთისმეტყველება
შობა
ჯვარცმა
ამაღლება
ანტიქრისტე
კიდევ...
სხვადასხვა
ქრისტიანობა
პორტალი
დაფა: იხ.  განხ.  რედ.