ფერმას დიდი თეორემა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: jv:Teorema Pungkasan Fermat; cosmetic changes
ბოტის შეცვლა: jv:Teoréma Pungkasan Fermat
ხაზი 40: ხაზი 40:
[[it:Ultimo teorema di Fermat]]
[[it:Ultimo teorema di Fermat]]
[[ja:フェルマーの最終定理]]
[[ja:フェルマーの最終定理]]
[[jv:Teorema Pungkasan Fermat]]
[[jv:Teoréma Pungkasan Fermat]]
[[kk:Ферманың Ұлы теоремасы]]
[[kk:Ферманың Ұлы теоремасы]]
[[ko:페르마의 마지막 정리]]
[[ko:페르마의 마지막 정리]]

19:18, 4 აგვისტო 2009-ის ვერსია

პიერ დე ფერმა

ფერმას ბოლო თეორემა (ხშირად ფერმას დიდი თეორემა) ერთ-ერთი ყველაზე განთქმული თეორემაა მათემატიკის ისტორიაში, მდგომარეობს შემდეგში:


არ არსებობს ისეთი მთელი რიცხვები a, b, y რომელთათვისაც სრულდება ტოლობა , სადაც n > 2 ორზე მეტი მთელი რიცხვია.


ფერმას ბოლო თეორემა ალბათ მათემატიკის ყველაზე პოპულარული თეორემაა. იგი ჩამოაყალიბა ფრანგმა მათემატიკოსმა პიერ ფერმამ დიოფანტეს წიგნ "არითმეტიკაზე" მინაწერის სახით, რასაც დაუმატა, რომ მან გადაჭრა ეს ამოცანა, მხოლოდ ადგილის უქონლობის გამო ვერ ახერხებდა დამტკიცების იქვე დაწერას. დღესდღეობით ცნობილია, რომ ამოცანის ამოხსნა შეუძლებელი იყო ფერმის დროინდელი ელემენტარული მათემატიკის საშუალებით. ასე რომ, დამტკიცება, რომელზედაც ფერმა მიუთითებდა, სავარაუდოდ მცდარი იყო ან საერთოდ არ არსებობდა.

სრული სახით ამოცანა გადაიჭრა მხოლოდ 1994 წელს ენდრიუ ვაილსის შრომებში. მანამდე სხვადასხვა დროს გადაჭრილი იქნა რამდენიმე კერძო შემთხვევა. მაგალითად n = 4 შემთხვევისთვის ერთ-ერთი დამტკიცება გამოაქვეყნა თვითონ ფერმამ.

ამოცანის ჩამოყალიბების ელემენტარულმა სახემ განაპირობა მისი პოპულარობა არასპეციალისტებს შორის. სინამდვილეში კი ფერმას თეორემა უკავშირდებება თანამედროვე მათემატიკაში მდგარ რამდენიმე უფრო ღრმა პრობლემას.

აღნიშვნისათვის n = 2 შემთხვევაში ტოლობას აქვს უამრავი ამონახსენი მთელ რიცხვებში.