ცვლილებები

Jump to navigation Jump to search
არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ზაქარია II მხარგრძელი''' († [[1212]]), საქართველოს [[დიდებული]]. გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე, [[ამირსპასალარი|ამირსპასალარ]] [[მხარგრძელი, სარგის|სარგისის]] ძე, ამირსპასალარ-[[მანდატურთუხუცესი]], დიდი მემამულე, ქვემო ქართლის ([[ლორე]]-[[ტაშირი]]), შემოერთებული სომხური თემების ([[შირაკი]],[[აირარატი]], [[სივნიეთი]], [[არცახი]], [[უტიქი]], [[გელაქუნი]]), ქ. რუსთავის (კახეთი) და სხვათა მფლობელი.
 
[[1177]] წელს ზაქარია და სარგის მხარგრძლები აჯანყებული [[დემეტრე უფლისწული|დემნა (დემეტრე) უფლისწულის]] ბანაკში იყვნენ. სარგისმა შვილთან ერთად დატოვა აჯანყებულები და გადავიდა [[გიორგი II|გიორგი II-ის]] მხარეზე. მხარგრძლებმა განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი [[გიორგი რუსი|გიორგი რუსის]] (იური ანდრიას ძე) ამბოხების ჩაქრობაში. ამირსპასალარ [[თორელი გამრეკელი (XII ს.)|გამრეკელ თორელის]] გარდაცვალების შემდეგ მცირე ხნით [[ჭიაბერი]] იყო ამირსპასალარი, ხოლო შემდეგ - მხარგრძელს ამირსპასალარობის ბოძებასთან ერთად მეფემ უწყალობა [[რუსთავი|ქ. რუსთავიც]]. ამ დროიდან ამირსპასალარის [[სახელო]] დიდი ხნით დამკვიდრდა მხარგრძელთა საგვარეულოში. XII საუკუნის ბოლოს საქართველომ შემოიერთა სომხეთი (შირაკი) ცენტრი [[ანისი|ქ. ანისი]], რომელიც სამამულე მდლობელობაში გადაეცა ზაქარია მხარგრძელს. ზაქარიას (ისევე როგორც ადრე მის მამას - სარგისს) მიენიჭა ანისის მფლობელის ტიტული - [[შაჰანშა]] (ეს ტიტული დამკვიდრებული იყო აგრეთვე საქართველოს მეფის ტიტულატურაში). შემდგომში ეს ტიტული საკუთარ სახელად იქცა ზაქარიას სახლში.
1,561

რედაქტირება

სანავიგაციო მენიუ