თელისებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
მ ბოტის დამატება: kk:Шегіршіндер |
მ ბოტის დამატება: lmo:Ulmaceae |
||
ხაზი 22: | ხაზი 22: | ||
[[kk:Шегіршіндер]] |
[[kk:Шегіршіндер]] |
||
[[ko:느릅나무과]] |
[[ko:느릅나무과]] |
||
[[lmo:Ulmaceae]] |
|||
[[lt:Guobiniai]] |
[[lt:Guobiniai]] |
||
[[nl:Iepenfamilie]] |
[[nl:Iepenfamilie]] |
14:47, 27 ივლისი 2009-ის ვერსია
თელისებრნი (Ulmaceae), ორლებლიან მცენარეთა ოჯახი. ფოთოლმცვივანი ან მარადმწვანე ხეები და ბუჩქებია. მორიგეობით განლაგებული ფოთლები ასიმეტრიული, დაკბილული ან კიდემთლიანია. ქარით მტვერია ყვავილები ერთ- ან ორსქესიანია, შეკრებილია კონებად ან მჭადასებრ ყვავილედებად. ყვავილსაფარი მარტივი და ჯამისებრია; ნაყოფი - ფრთიანი კაკლუჭა ან კურკიანა. ოჯახი აერთიანებს 15-მდე გვარს და 150-ზე მეტ სახეობას, რომლებიც ძირითადად გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ და ტროპიკულ ზონაში, ნაწილობრივ ტროპიკულ და სუბტროპიკულ მთებში. მნიშვნელოვანი გვარებია თელა, აკაკი, ძელქვა, ტრემა (Trema), გირონიერა (Gironiera) და სხვა. საქართველოში ველურად იზრდება 3 გვარი: თელა (5 სახეობა), აკაკი (3 სახეობა) და ძელქვა (1 სახეობა). სახეობათა დიდი ნაწილი მშრალი და უტყეო რაიონების გასამწვანებლად გამოიყენება. ინტროდუცირებულია აღმოსავლეთ-აზიური 2 თითოსახეობიანი გვარი. მერქანს იყენებენ მშენებლობისა და საავეჯე წარმოებაში. თელისებრნი ევოლუციურად ერთ-ერთი უძველესი ოჯახია. მასში ორი ქვეოჯახია: აკაკისმაგვარნი (Celtidoideae), რომელიც ბოლო დროს მკვლევართა ნაწილის მიერ აღიარებულია ცალკე ოჯახად - აკაკისებრნი (Celtidaceae), და თელასმაგვარნი (Ulmoideae).
ლიტერატურა
- სახოკია მ., ქსე, ტ. 4, გვ. 648, თბ., 1979