ნეორენესანსი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
No edit summary
ნეო-რენესანსი გადატანილია ნეორენესანსი-ზე
(განსხვავება არ არის)

02:47, 24 აგვისტო 2006-ის ვერსია

პარიზის მერიის შენობა, ფრანგული ნეო-რენესანსის განუმეორებელი ნიმუში.

ნეო-რენესანსი მრავლისმომცველი სტილია, რომელიც მოიცავს მე-19 საუკუნის არქიტექტურული აღორძინების მიმდინარეობათა იმ ასპექტებს, რომელიც არც გრეციულ (ბერძნული აღორძინება) და არც გოთურ (გოთური აღორძინება) სტილს ეკუთვნის, და რომელმაც აღმაფრენის წყაროდ კლასიციზირებული იტალური ფორმების ფართო სპექტრი გამოიყენა. ვრცელი გაგებით "რენესანსულ არქიტექტურას" XIX საუკუნის არქიტექტორები და კრიტიკოსები მიაკუთვნებდნენ არა მხოლოდ ფლორენციასა და ცენტრალურ იტალიაში ადრეულ XV საუკუნეში დაწყებულ ჰუმანისტურ შენობათა სტილს; არამედ მასში ასევე მოიზარებდნენ მანერიზმსა ან ზოგან ბაროკოსაც. თვითშერქმეული სტილის მიკუთვნება შუა და გვიანდელი XIX საუკუნისთვის უცხო არ ყოფილა: "ნეო-რენესანსს" თანამედროვენი უწოდებდნენ იმგვარ სტრუქტურებს, რომელსაც სხვანი უბრალოდ "იტალიანატს" ან "მეორე იმპერიას" შეარქმევდნენ.

განსხვავებული ფორმები, რაშიც არქიტექტურამ განვითარება ჰპოვა ევროპის სხვადასხვა ნაწილში, განსაკუთრებით კი საფრანგეთსა და იტალიაში რენესანსის პერიოდში კიდევ უფრო ართულებს ნეო-რენესანსის არქიტექტურის განსაზღვრებასა და ამოცნობას. ამის საილუსტრაციოდ საკმარისია "რენესანსის" კატეგორიაში გაერთიანებული, თუმცა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული ინგლისური ვოლატონის ჰოლის, იტალიური პალაცო პიტისა და ფრანგული შატო დე შამბორდის შედარება.