ანანური (დუშეთის მუნიციპალიტეტი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ანანური''', სოფელი საქართველოში, [[მცხეთა-მთიანეთის მხარე|მც...
(განსხვავება არ არის)

19:24, 24 ივლისი 2009-ის ვერსია

ანანური, სოფელი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდ. არაგვის მარჯვენა ნაპირზე, საქართველოს სამხედრო გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: ანანური, ავენისი, ბანცურთკარი, დგნალი, ზოტიკიანთკარი, თანდილაანთკარი, კადოეთი, პავლეური, უფურეთი, ფხუნდავი, შალიკიანთკარი, ციხისძირი). ზ. დ. 900 მ, ქ. დუშეთიდან 23 კმ.

გვიან შუა საუკუნეებში ანანური მნიშვნელოვან ცოხე-ქალაქს წარმოადგენდა; იყო არაგვის საერისთავოს, XVIII ს. მიწურულს — საუფლისწულოს ცენტრი. რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიის შემდეგ, 1803-1821 წწ. იყო მაზრის ცენტრი. სოფლის განაპირას შემორჩენილია საერო, სამხედრო და საკულტო ნაგებობების კომპლექსი — ანანური.