ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 32: ხაზი 32:


===მუხლი 8===
===მუხლი 8===
კანონი უნდა აწესებდეს მხოლოდ აშკარად უცილობელ სასჯელთა შემოღებას და ასევე, არავინ შეიძლება დასჯილ იქნას მოქმედი კანონის ზუსტად მისადაგების გარეშე; ამასთან, შესაბამისი კანონი ძალაში შესული უნდა იყოსთავად დანაშაულის ჩადენამდე.

===მუხლი 9===

{{სამართალი}}
{{სამართალი}}
[[კატეგორია:საფრანგეთის რევოლუცია]]
[[კატეგორია:საფრანგეთის რევოლუცია]]

04:54, 22 ივლისი 2009-ის ვერსია

ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია

ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია (ფრანგ. Déclaration des Droits de l'Homme et du Citoyen) პოლიტიკური მანიფესტი მიღებულ იქნა ეროვნული წარმომადგენლობითი ასამბლეის შეკრებაზე 1789 წლის 26 აგვისტოს ვერსალში საფრანგეთის რევოლუციის დროს, ხოლო 1958 წლის 4 ოქტომბერს დამტკიცდა საფრანგეთის კონსტიტუციით. დეკლარაცია რევოლუციის უმთავრეს დოკუმენტს წარმოადგენდა, რომელმაც ადამიანის ინდივიდუალური და კოლექტიური უფლებები განსაზღვრა, და რაც დღემდე რჩება საფრანგეთის კონსტიტუციური სამართლის საფუძვლად.

მანიფესტის იდეური წყარო ფრანგი განმანათლებლების ფილოსოფია გახდა. დოკუმენტი შედგებოდა მოკლე შესავალი ნაწილისა და 16 პუნქტისაგან. დეკლარაციის მიხედვით ადამიანები იბადებიან და რჩებიან თავისუფალნი და თანასწორუფლებიანნი; აღიარა სახალხო სუვერენიტეტის პრინციპი, ადამიანისა და მოქალაქის ბუნებრივ, შეუვალ უფლებად თავისუფლების, საკუთრების, დესპოტიზმის წინააღმდეგობისა და უსაფრთხოების პრობლემები გამოაცხადა. დეკლარაციამ წმინდად და ხელშეუხებლად გამოაცხადა კერძო საკუთრება. დეკლარაცია ადგენდა კანონს, როგორც საყოველთაო ნების გამოხატულებას და ყველა მოქალაქეს უფლება ეძლეოდა პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობა მიეღო მის გამოცემაში. მიუხედავად ამისა, დამფუძნებელმა კრებამ მიიღო კონსტიტუცია, რომელმაც მოქალაქეები ქონებრივი ცენზის მიხედვით, საარჩევნო უფლების მქონე და არმქონე პირებად დაყო. დეკლარაცია ახალი კლასის - ბურჟუაზიის ინტერესების გამომხატველი იყო და იგი XVIII-XIX საუკუნეების მიჯნის საფრანგეთისა და ევროპის სხვა ქვეყნებში ფეოდალიზმთან ბრძოლის საპროგრამო დოკუმენტად იქცა.

დეკლარაციის ძირითადი დებულებები შესავლის სახით საფრანგეთის 1791 წლის კონსტიტუციაში შევიდა.

ტექსტი

პრეამბულა

ფრანგი ხალხის ეროვნულ ასამბლეაში გაერთიანებულ წარმომადგენლებს, რომელთაც ყოველგვარი საზოგადო სიდუხჭირისა და მთავრობათა დაკნინების ერთადერთ მიზეზად ადამიანის უფლებების უგულებელყოფა, მივიწყება და აბუჩად აგდება მიაჩნიათ, ამ დეკლარაციის სახით სურთ განსაზღვრონ ყოველი ადამიანის ბუნებრივი, წმიდათაწმიდა და ხელშეუხებელი უფლებები - რათა თავყრილობის უკლებლივ ყველა წევრისათვის დარიგებულმა, , მუდამ შეახსენოს მათ საკუთრი უფლებებიცა და ვალდებულებებიც; რათა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებათა გადაწყვეტილებანი არსებული პოლიტიკური წყობის სათავისო მიზნებტან ვერასოდეს გააიგივონ და, შესაბამისად, მეტი პატივიც მიაგონ მათ; ასევე, რათა ამ ნატელ და უდავო პრინციპების გათვალისწნებით წარდგენილი მოქალაქეთა ნებისმიერი მოთხოვნა მუდამ კონსტიტუციის მოთხოვნათა თანხმიერი იყოს და საერთო კეთილდღეობისათვის გამიზნული.

მუხლი 1

ყოველი ადამიანი თავისუფალი და თანასწორუფლებიანი იბადება ამქვეყნად. ნებისმიერი სოციალური პრივილეგია გაუმართლებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს საყოველთაო სარგებლითაა ნაკარნახევი.

მუხლი 2

ყოველი პოლიტიკური გაერთიანების საბოლოო მიზანს ადამიანის იმ ბუნებრივ და ხელშეუვალ უფლებათა დაცვა უნდა წარმოადგენდეს, როგორც თავისუფლება, პირადი საკუტრება, უსაფრთხოება და ყოველგვარი სახის ჩაგვრისადმი წინააღმდეგობაა.

მუხლი 3

უზენაესობის პრინციპს თავად ერი განასახიერებს - არცერთმა ჯგუფმა ან პიროვნებამ არ შეიძლება დაიცემოს რაიმე უფლებები, თუკუ ეს ცხადად არ მომდინარეობს ერის ნებისაგან.

მუხლი 4

თავისუფლება გულისხმობს, რომ დასაშვებია ყოველგვარი ქმედება, რაც არ ავნებს სხვას; ანუ, თითოეული ადამიანის ბუნებრივ უფლებებს უდგება ის ზღვარი, რომლებიც საზოგადოების სხვა წევრებს უზრუნველყოფს ამავე უფლებებით. ამ ზღვარს მხოლოდ კანონი ადგენს.

მუხლი 5

კანონს მხოლოდ საზოგადოებისათვის მავნე ქმედების აკრძალვის უფლება აქვს. არ შეიძლება იმ ქმედებათა შეზღუდვა, რომლებიც კანონით არ არის აკრძალული, და არ შეიძლება არავის იძულება აკეთოს ის, რასაც არ მოითხოვს არსებული კანონი.

მუხლი 6

კანონი საყოველთაო ნების გამოხატულებაა. ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება, პირადად ან თავისი წარმომადგენლის მეშვეობით, მონაწილეობა მიიღოს მის შექმნასა და ჩამოყალიბებაში. კანონი ერთია ყველასათვის - ისიც რომელიც იცავს და ისიც რომელიც სჯის. კანინის წინაშე ყველა მოქალაქე თანასწორია და ასევე, ყველას თანაბარი უფლება აქვს, უნარისა და შესაძლებლობის შესაბამისად, დაიკავოს ნებისმიერი ადგილი თუ თანამდებობა.

მუხლი 7

არავინ შეიძლება იქნეს მსჯავრდებული, დაკავებული თუ დატუსაღებული, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ამასთან აუცილებლად კანონითვე განსაზღვრული წესის დაცვით. ის პირები, ვისაც გამოითხოვენ, გასცემენ, აღასრულებენ ან სხვას აიძულებენ აღასრულონ თვითნებური განკარგულებანი, უნდა დაისაჯონ; მაგრამ თუ მოქალაქეს სასამართლოში იბარებენ ან აპატიმრებენ კანონის შესაბამისად, იგი მოვალეა დაუყოვნებლივ დამორჩილდეს, ხოლო წინააღმდეგობის გამწევი თანამდებია სასჯელისა.

მუხლი 8

კანონი უნდა აწესებდეს მხოლოდ აშკარად უცილობელ სასჯელთა შემოღებას და ასევე, არავინ შეიძლება დასჯილ იქნას მოქმედი კანონის ზუსტად მისადაგების გარეშე; ამასთან, შესაბამისი კანონი ძალაში შესული უნდა იყოსთავად დანაშაულის ჩადენამდე.

მუხლი 9