ალექსანდრე (ოქროპირიძე): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+ ბმულები
No edit summary
ხაზი 7: ხაზი 7:
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველი საეკლესიო მოღვაწეები]]
[[კატეგორია:ქართველი საეკლესიო მოღვაწეები]]
[[კატეგორია:ქართველი არქიმანდრიტები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1824]]
[[კატეგორია:დაბადებული 1824]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1907]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1907]]

16:33, 20 ივნისი 2009-ის ვერსია

ალექსანდრე (ერისკაცობაში - ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე) (* 1824 ― † 9 ნოემბერი, 1907), ქართველი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე.

გორის სასულიერო სასწავლებლისა და თბილისის სასულიერო სემინარიის შემდეგ, 1850 წელს, დაამთავრა ყაზანის სასულიერო აკადემია. იყო მასწავლებელი, შემდეგ - აფხაზეთის არქიმანდრიტი, 1862-1869 - აფხაზეთის ეპისკოპოსი, 1869-1882 - გორის, 1882-1885 - გურიის ეპისკოპოსი, 1886-1898 წლებში - ქართლ-კახეთის ქორეპისკოპოსი, 1898-1903 - გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი. იღვწოდა ქართული ენისა და კულტურის დასაცავად. დასვა საკითხი საქართველოს სასულიერო სკოლებში ქართული ენის სავალდებულო საგნად შემოღების შესახებ. 1903 გადააყენეს თანამდებობიდან. ალექსანდრემ საკუთარი სახსრებით დააბეჭდვინა რამდენიმე ქართული საერო და საეკლესიო ძეგლი, შეაგროვებინა და გამოაცემინა ხალხში გაბნეული ქართული საგალობლები. 90-იან წლებში შეაკეთა და განაახლა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები: შიომღვიმე, ზედაზენი, ჯვარი და დავითგარეჯა. დიდძალი ფული შესწირა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და საეკლესიო მუზეუმს, ღარიბ მოწაფეთა დასახმარებლად დააწესა სტიპენდიები. დასაფლავებულია შიომღვიმის მონასტრის ღვთისმშობლის ეკლესიაში.