ვიკიპედია:ყავახანა/2010/4: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 462: ხაზი 462:


რატომ, შლაპაც კარგია... მაგრამ კაი, იყოს ჯოხი {{ჰო}}--[[User:მოცარტი|მოცარტი]] 14:39, 30 მაისი 2009 (UTC)
რატომ, შლაპაც კარგია... მაგრამ კაი, იყოს ჯოხი {{ჰო}}--[[User:მოცარტი|მოცარტი]] 14:39, 30 მაისი 2009 (UTC)

{{ჰმმ}} რაღაც ვერ ვხედავ საჭიროებას. მაგრამ თვითონ იდეა სტანდარტიზაციისა კარგია. - [[მომხმარებელი:Island|Island]] 02:38, 31 მაისი 2009 (UTC)

02:38, 31 მაისი 2009-ის ვერსია

ვიკიპედია:ყავახანა/2010/4/შესავალი

მოკლე გადამისამართება - მალსახმობი
ვპ:ყავა


სახელთა სტანდარტიზაცია

საფეხბურთო კლუბებში და არა მარტო, სახელები არ არის ერთ სტანდარტზე მოყვანილი. კატეგორია:საქართველოს საფეხბურთო კლუბები, ზოგს ქვია ფრჩხილით საფეხბურთო კლუბი, ზოგსაც მარტო ქალაქის სახელი. ეგებ, ჯობდეს ამგვარი რედაქცია: დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი) (ინგლ. ვერსია), ნაცვლად ამისა დინამო (თბილისი). ან გნებავთ ამგვარი: დინამო (საფეხბურთო კლუბი, თბილისი) (რუს. ვერსია)?--Rastrelli F 09:38, 23 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

სახელთა სტანდარტიზაციის მომხრე ნამდვილად ვარ. ქართულში რომელია უფრო მიღებული? ინგლ., რუს. თუ არსებობს ქართული ვარიანტი? ე. ი. ზესტაფონი ზესტაფონი (საფეხბურთო კლუბი). გადავწყვიტოთ, რადგან მე სულ გადამისამართებებს ვაკეთებ. ადრე გვქონდა საუბარი, მაგრამ ამჟამად ვერ ვპოულობ მილანი (საფეხბურთო კლუბი) - ეს ასე დარჩება?-ცანგალა () 13:16, 23 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]
მოვიძიე ადრინდელი განხილვის გვერდი განხილვა:ბაიერნი (მიუნხენი), გთხოვ გადახედო.--ცანგალა () 17:22, 23 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]
გადავხედე, გმადლობ ინფოსთვის. ზაურის ქონდა კარგი აზრი: FC ნაირად სკ რომ მიეთითოსო?! მაგრამ ქალაქის სახელი ჭირდება აუცილებლად, მაგ. სკ ზესტაფონი (ზესტაფონი), სკ დინამო (თბილისი), სკ დინამო (ბათუმი) და ა.შ. მორჩება ამით ეს აბდაუბდა სახელები. :)--Rastrelli F 17:57, 23 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]
მანჩესტერ იუნაიტედს რას უშვებით? სხვა მაგალითები ეხლა არ მახსენდება, მაგრამ ერთ თარგზე ყველაფერს ვერ გამოჭრი. - ალ-ო     @ 18:02, 23 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]
სკ თუ დავიწყებთ სათაურებს მაშინ როგორც გერმანულშია უნდა გამოვიყენოთ {{DEFAULTSORT:Munchen, FC Bayern}} ანბანურად რომ ჩაჯდეს. მე პირადად რუსული ვარიანტის მომხრე ვარ. en:Manchester United F.C. ინგლისურად კი არის ნახსენები სკ, გერმანულს და რუსულს არ აქვს.-ცანგალა () 18:15, 23 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]
რას ვუშვები და... სკ მანჩესტერ იუნაიტედი, ქალაქი იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ მსგავსი გუნდები არსებობს სხვადასხვა (ან ერთ) ქალაქში. ზესტაფონის შემთხვევაში (და ზოგადა მსგავს შემთხვევებში) კი უბრალოდ სკ ზესტაფონი. ყველაფერი არა მარა, გარკვეული (დიდი) ნაწილი ხომ შეიძლება მოერგოს ერთ თარგს? გამონაკლისები კი ყოველთვის იარსებებენ.--Rastrelli F 18:27, 23 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]
en:AFC Wimbledon - მაინტერესებს A - რას ნიშნავს?--ცანგალა () 18:36, 23 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

Association Football Club თუ არ ვცდები.--გიორგი , 18:39, 23 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

ხო, ესაა. Association აღნიშნავს, რომ ეს ფეხბურთია (Association Football) და არა რაგბი (Rugby football). --გიორგი , 18:47, 23 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

მადლობა. ეს იქნება ასკ ვიმბლედონი თუ სკა ვიმბლედონი? და {{DEFAULTSORT:}} - არ უნდა დაგვავიწყდეს.--ცანგალა () 18:56, 23 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

ჩვენთან რაგბი და ფეხბურთი (კიდევ კაი) ცალ–ცალკეა და დაკონკრეტება არ უნდა. რაგბი - რაგბია, ხოლო ფეხბურთი – ფეხბურთია. ანუ A ქართულში არ გვჭირდება, ვიმეორებ, ჩვენ ენაში რაგბი და ფეხბურთი კარგადაა გაყოფილი. --გიორგი , 19:00, 23 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

ვიმბლედონი თუ უიმბლდონი?--დათო_დათო 19:08, 23 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

უი. შექსპირი უილიამია, და ექაც ასე იქნება.--გიორგი , 19:11, 23 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

მართალია უიმბლედონი. ე-დაგავიწყდა თუ არ უნდა?--ცანგალა () 19:13, 23 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]
სკ - საფეხბურთო კლუბი. მაგრამ ამერის სრული სახელია ფკ ამერი თბილისი (ჩვენი სტატიის მიხევით). ლოგოზეც სკ-ს ნაცვლად ფკ (ფეხბურთის კლუბი) უწერიათ. —დათო 05:23, 24 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]
კოლხეთი 1913 (ფოთი) - აქაც ლოგოზე ფკ უწერიათ. —დათო 05:26, 24 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

მთავარი ეგ არაა, მთავარია ფეხბურთის ფედერაციაში როგორ არიან რეგისტრირებულნი, ანუ სკ, თუ ფკ. თუ განსხვავება იჩენს თავს, მაშინ ჩვენ ავირჩიეთ ყველაზე გავრცელებული.--Rastrelli F 06:53, 24 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

გრამატიკულად მგონი სწორია „საფეხბურთო“, შესაბამისად ავიღოთ ეს ფორმა? R. 15:19, 24 მარტი 2009 (UTC)
ნამდვილად „ საფეხბურთო“. --ცანგალა () 15:22, 24 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]
(მომხრე)კი, საფეხბურთო კლუბი (მაგ. სკ დინამო (თბილისი) )

როდესაც საბოლოოდ გადავწყვეტთ, შემატყობინეთ, მივხედავ გადატანებს.ვიღიმი--გიორგი , 04:29, 25 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

სკ დინამო თბილისი კარგია, მაგრამ არსებობს აკალათბურთო ლუბი დინამო თბილისიც.– ოთარი () 06:24, 25 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]
ეს არ გამხსენებია, მაგრამ როგორც კი ავკირფე გუგლში, შედეგი 2 გვერდი და არცერთი სრული დამთხვევა - [1]! ანუ, თუ ამგვარი არსებობს კიდეც, მაშ კალათბურთის ფედერაცია რატომ არ იყენებს, ან კლუბები რატომ არ იყენებენ. აი, საფეხბურთო კლუბის ძიების შედეგი - [2], აქ სკ-ს ოფიციალური გამოყენება აქვსა! ჩემი შემოთავაზებაა ვიხმაროთ ორივეგან სკ, ხოლო თუ სახელი გამეორდა ორივგან, მაშინ ფეხბურთის გარდა სხვა სპორტკლუბს სპორტის სახელი ფრჩხილებში მივაწეროთ. თუ, ეს დამაბნეველია მკითხველისთვის, მაშინ დავანებოთ საერთოდ ტავი ამ სკ და სპორტის სახელი ფრჩხილებში ყველა კლუბს მივაწეროთ, ხოლო ქალაქი (თუ სახელი მეოდება მისსავე გვერდით)? მაგ.: დინამო თბილისი (კალათბურთი) და დინამო თბილისი (ფეხბურთი).--Rastrelli F 06:43, 26 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]
ჩემი აზრით ჯობია მაგ., დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი), მილანი (საფეხბურთო კლუბი), იუვენტუსი (საფეხბურთო კლუბი) და ა.შ. ანუ F.C.-ს (სკ-ს) ნაცვლად საფეხბურთო კლუბი ფრჩხილებში.– ოთარი () 19:23, 27 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]
მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გრძელი იქნება სახელი, მე ამ უკანასკნელისკენ ვიხრები. --Rastrelli F 15:19, 29 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

ფილმის სათაურის შესახებ...

გამარჯობათ.

მართალია ზუსტად არ ვიცი გქონდათ თუ არა ამაზე უწინ კამათი [სავარაუდოდ გექნებოდათ], თუმცა სხვა რა გზა მაქვს, ამდენი არქივის დაქექვას ჯობს პირდაპირ დავწერო.

საქმე ისაა, რომ ვიკიპედიელთა უმრავლესობა ფილმს სათაურს საკუთარი გემოვნებით ურგებს. ზოგი წერს: ფილმის სათაური (2005); ან ფილმის სათაური (2005 წლის ფილმი); ან ფილმის სათაური (2005 ფილმი) და ა.შ. ჩემი აზრით კი ეს საკითხი უმრავლესობით სწორედ აქ უნდა გადავწყვიტოთ.

მე პირადად მიმაჩნია, რომ [მაგალითისთვის] ფილმის სათაური (2005) კმარა ამ საქმეს, თქვენ რას ფიქრობთ?--მიშა () 08:15, 1 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

კი, მაგრამ ხომ შეიძლება ფილმს და წიგნს და კიდევ რაღაცას ერთი და იგივე სახელი ჰქონდეს? --გიგი 18:46, 1 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

მე სხვა რამეს ვგულისხმობ, ანუ ერთად გადავწყვიტოთ როგორ დავასათაუროთ ფილმი. ასე ფილმის სათაური (2005); ასე ფილმის სათაური (2005 წლის ფილმი); თუ ასეფილმის სათაური (2005 ფილმი), თორემ ყველა რედაქტორი საკუთარი გემოვნების მიხედვით ასათაურებს, რაც ენციკლოპედიას არ შეეფერება ჩემის აზრით. --მიშა () 13:45, 2 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

საინტერესოა სხვაენოვანი ვიკების გამოცდილება? ეგებ მოიყვანოთ მაგალითები?--Rastrelli F 14:16, 2 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

  • სამწუხაროდ მე მხოლოდ ინგ. ვიკითი ვსარგებლობ, რადგან ჯერ-ჯერობით სხვა უცხო ენა ისე გამართულად არ ვიცი, სტატიების თარგმნა რომ დავიწყო. ხოლო რაც შეეხება ინგლისურ ვიკის, იქ ფილმის სახელი (2005 Film) წერის ასეთი დისციპლინაა დამკვიდრებული. --მიშა () 15:23, 2 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედიელების ფოტოები 

კარგი იქნება ლინკები რომ დაგედოთ, უკეთ გავიცნობდით ერთმანეთს

აი, მაგალითად:

შემომიერთდით, ვიხალისებთ ცოტას :) --მიშა () 14:41, 27 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

მალადეც გიო, ოჩენ სმეშნო (ვინც ვერ გაიგო: ეს გიორგიმ დაწერა)ვიკრიჭები--მოცარტი 15:00, 27 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

ვიღაცას გამსგავსებ :| --მიშა () 14:56, 27 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

|: ეგრე ხდება პასვორდს და უზ-ნეიმს რომ მისცემ სხვას :) --მიშა () 15:05, 27 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

მისცემ კი არა, თუ გასვლა დაგავიწყდება სხვისი კომპით სარგებლობისას :)--გიორგი , 15:18, 27 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

ძმები ხართ? ფოტოს დადება არავის უნდა ჩემს მეტს??? ვწუხვარ --მიშა () 15:24, 27 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

აი მე ვენდობოდი და მივეცი უზ-ნეიმივიკრიჭები და აი რა ქნა. (ისე რას ვერჩი, კომპლიმენტი გამიკეთა. მადლობა გიო)--მოცარტი 15:30, 27 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

მე არ მინდა, მეშინია. --ცანგალა () 16:27, 27 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

გთხოვ, ცანგალააა, რა ხდება რა მორცხვი ხალხი ხართ :) --მიშა () 16:42, 27 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

წაშლის კანდიდატად ვთვლი ამ გვერდს, რადგანაც მისი საჭიროება და მნიშვნელობა გაუგებარია. კარგი იქნება, თუ მის ნაცვლად შეიქმნება "ვიკიპედიის ღირსების დაფა", სადაც ჩავწერთ იმ მომხმარებლებს (სიის სახით) რომლებსაც 1000 შესწორებაზე მეტი ექნებათ. შესწორებათა რიცხვის გასაგებად გამოვიყენოთ [4] . --გიორგი , 12:29, 29 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

მაგალითისთვის შეიძლება გამოვიყენოთ აშშ-ის პრეზიდენტების სია გ.

(ნეიტრალური) - შეიძლება... —დათო 13:47, 29 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]
(მომხრე) აუცილებლად უნდა წაიშალოს-ანტონიო () 14:36, 29 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]
(მომხრე)--Jaba1977 15:35, 29 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]
(მომხრე) --მოცარტი 15:52, 29 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

ამ გვერდზე, ის მომხმარებელი აწერს სახელს, ვისაც თავი ვიკიპედიელად მიაჩნია. ამ შემოთავაზებით, მომხმარებელთა ერთგვარი სეგრეგაცია მოხდება, რაც ისედაც დაძაბულ სიტუაციას, კიდევ უფრო დაძაბავს (უკმაყოფილო მომხმარებლების ზოგადი პრეტენზიები თბილისის ფორუმზე).--Rastrelli F 16:58, 29 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

ეგ უნდა დამეწერა ზუსტად მეც :)) —დათო 17:11, 29 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]
ვიკიციტატა
სეგრეგაცია-გარკვეული ეთნიკური ან რასობრივი ჯგუფი იზოლაცია საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან, დამაბრკოლებელი სამართლებრივი ან ფაქტობრივი შეზღუდვების შეფარდება ამ ჯგუფებისათვის, მათი წევრებისათვის; სპეციალური დასახლების პუნქტებში მოთავსება, გადაადგილების შეზღუდვა, საზოგდობრივი ცხოვრების ყველაზე დაბალ საფეხურზე იძულებით შეკავება, განათლების სფროში განცალკევბული სწავლების შემოღება და სხვ. ს რასობრივი დისკიმინაციისა და აპარტეიდის შემადგენლი ნაწილია.“

მაშინ ჯობია ის საშინელი გვერდი იყოს? რას გავს ჯერ ეგ ნახეთ...თუ არ გსურთ რომ იყოს ცხრილი, მაშინ სულ გავაუქმოთ ამნაირი გვერდები. პლიუს ამას, იმ ცხრილში ისეთი მომხმარებლებიც კი წერია, რომლებსაც არავითარი წვლილი არ მიუძღვით. არ ჯობია, წითელი ბმულების ნაცვლად დამსახურებული ვიკიპედიელების სახელები ეწეროს? რა თქმა უნდა ჯობია! გარდა ამისა, რამდენიმე ჩანაწერი სუფთა რეკლამაა. კრიტიკას რაც შეეხება, დღეს რას არ აკრიტიკებენ მითხარით ერთი. გასათვალისწინებელია მხოლოდ კონსტრუქციული კრიტიკა. თანაც, ადამიანები რომ წერენ, ადმინების გამო წავედით, მე რატომ ასრ წავედი? ან დათო? ან რასტრელი? ყველა დაიბადა ადმინად ან ვიკიპედიელად, თუ რა?--გიორგი , 17:20, 29 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

  • (წინააღმდეგი) არამგონია 1000-ზე მეტი რედაქტირება მქონდეს, თუმცა თავს ვიკიპედიელად ვთვლი, მარტო იმიტომ რომ ყოველდღე შემოვდივარ--Gnome 11:10, 30 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]
თუ მარტო მაგიტომ ხარ წინააღმდეგი, გეტყვი რომ 1084 რედაქტირება გაქვს გაკეთებული :)) —დათო 11:20, 30 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]
ხალხნო, აქ 1000-იანი გვერდის შექმნა არაა მთავარი. მთავარია იმ ჯაბახანა ვიკიპედია:ვიკიპედიელებისგაუქმება.--გიორგი , 11:22, 30 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]
როგორც ჩანს, აღნიშნული გვერდის გაუქმების წინააღმდეგი არავინ არის. ცოტა ხანში წავშლი. - Island 09:18, 12 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

რატომ შლით ჩემს მიერ შეტანილ სტატიებს საქართველოში რუსი ექსარხოსების შესახებ ?

???

ვისა გაქვთ პასუხი ?? მე ვნახე "ქსე" დან გადმობეჭდილი ბიოგრაფიები რამოდენიმე ექარხოსისა (მირიან ხუციშვილის დაწერილი) და ვთვლი, რომ ჩემს მიერ მოგროვილი ინფორმაცია ბევრად უფრო კვალიფიცირებულია.

შეიძლება ამ ინფოს ტექნიკური რედაქტირება ჭირდება, მაგრამ – წაშლა ? თან კომენტარის გარეშე ???

გამარჯობათ, ძალიან კარგია, რომ გამოგვეხმაურეთ. როგორც მე ვხვდები, საქმე იმაშია რომ თქვენი დაწერილი სტატიები იკვე არსებობს, ხოლო 2 სტატიის არსებობა ერთსა და იგივე თემაზე წესების მიხედვით აკრძალულია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაფასებთ თქვენს შრომას და ვიმედოვნებთ, რომ სტატიების წერას გააგრძებთ. --გიორგი , 13:18, 30 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]


პასუხი მე მაქვს და უკვე დაგიწერე ერთერთი განხილვის გვერდზე. კიდევ ერთხელ გეუბნები:

  • სტატიების ნაწილი უკვე არსებობს და იგი ხელახლა კი არ უნდა შექმნა არამედ უნდა რედაქტირება გაუკეთო.
  • სტატიებს, რომელთა დუბლიკატები არ არსებობს ადევს თარგი ვიკიფიცირება. ანუ მას არავინ არ წაშლის და მხოლოდ დაარედაქტირებს.
  • წერე გამართულად და დაიცავი ვიკიპედიის წესები. გააკეთე შიდა ბმულები, ჩაუსვი კატეგორიები და ა. შ.

საკმარისია? თუ გინდა უკეთ გაერკვე მომწერე ჩემი განხილვის გვერდზე. მადლობა რომ თანამშრომლობ ჩვენთან.--Jaba1977 13:31, 30 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

თარგი:ფერი

ვინ არის მომხრე, რომ ამ თარგში თარგი:ფერი მინიჭებული ფერი საქართველოს შეეცვალოს და გახდეს წითელი

ფონზე უნდა სინჯო. ა.
მგონი ფერები მსოფლიო რუკის მიხედვითაა, და საქართველო იქ ყოველთვის დღემდე შვინდისფრად აღინიშნება და ნომერ 26–ს დაართვას. არ უნდა შეიცვალოს / (წინააღმდეგი) --ႧႤႫႳႰႨ მომწერე 16:07, 4 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

როგორ მივუჩინო კატეგორია?

ამიხსენით რა, როგორ მივუჩინო სტატიას კატეგორია?

როგორც წესი, თემატიკის შესაბამისად. აქ მოიძიეთ კატეგორია, რათა დარწმუნდეთ სასურველი კატეგორიის სისწორეში და შემდეგ, სტატიის ბოლოს (ჩვეულებისამებრ ენათშორისი ბმულების ზევით) ჩასვით კოდით: [[კატეგორია:სასურველი კატეგორია]]. შეიძლება გვერდი რამდენიმე კატეგორიაში მოხვდეს. თუ კატეგორია არ არსებობს, მაშინ საჭიროა შექმნა. თუ დარწმუნებული არ ხართ, მოითხოვეეთ სტ. განხილვის გვერდზე, ან პირდაპირ მიმართეთ ნებ. აქტიურ რედაქტორს. --Rastrelli F 13:01, 2 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ბოტია თუ...

ვიკიპედიაში მოგზაურობისას შევამჩნიე, რომ არიან ესეთი წევრები (წევრის სახელი)Bot . შემდეგ შევდიოდი ამ ეგრედწოდებული "ბოტების" პირად გვერდებში და ვნახულობდი, რომ ეს ასევე ჩვეულებრი წევრიც იყო მითითებული იყო (წევრის სახელი). მაშინ დავიბენი, ვერ მივხვდი წევრი როდესაც ქმნის ბოტს თვითონ ასწორებს გვერდებს და ამატებს საერთაშორისო ლინკებს, თუ სპეციალური "რიტუალია" საჭირო ბოტად გადაქცევისთვის და ამის შემდეგ თვითონ ბოტი მოძრაობს ინტერნეტში? სანდრო ს 19:36, 4 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

პასუხი გავეცი განხილვის გვერდზე. --გიორგი , 09:54, 6 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

დახმარების თხოვნა

gamarjobat.. faqtiurad gzaabneulivi var .. exla davregistrirdi da imitom rom statiis damateba mindoda magram veraferi gavuge jerjerobit. iqneb damemxaros vinme da amixsnas rogro gavaketo es? madlobt cinascar . kargi iqneba tu PM ze momcert..

ვიკიპედიაში არის შესანიშნავი მეგზური. მასში ყველაფერია ახსნილი :) --გიგი 10:30, 5 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ნართანიანი ფორმა

ბოლო დროს ვიკიპედიაში ძალიან ხშირად მხვდება ნართანიანი მრავლობითი. ქართული ენის თანამედროვე ნორმის თანახმად, ეს ფორმა მართობული არ არის. თანამედროვე ქართულში უნდა იხმარებოდეს ებიანი მრავლობითი. დღეისათვის ნართანიანი უამრავი სტატიაა, რომელიც უნდა ებიანზე გადაიტანოს. მაინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენი აზრი. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა George Mel (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ქართული ენის თანამედროვე ნორმა - ეს სად წაიკითხე, რომ ნართანიანი ფორმა არასალიტერატუროა? მე როგორც ვიცი, დღეს ორივე ფორმა ლიტერატურული და მიღებულია. თუ წყარო გაქვს - განვიხილოთ... ჩემი აზრით კი, ზოგ სტატიას ნართანიანი უნდა ზოგს ებიანი, გააჩნია... —დათო 10:29, 6 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]
მაგალითად ქართველები და არა ქართველნი, მაგრამ მორაგბეთა ნაკრები და არა მორაგბეების ნაკრები —დათო 10:32, 6 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]
იმაში ვეთანხმები გიორგის, რომ ძირითადად ებიანი მრავლობითი ვიხმაროთ. მაგრამ გამონაკლისი შემთხვევებიც არის. ბიოლოგიურ კლასიფიკაციაში, როგორც ჩანს, ხშირ შემთხვევაში ნართანიანი ფორმებია დამკვიდრებული (მაგ., ოფოფისებრნი, ორლებნიანნი, გველთევზასნაირნი და ა.შ.). კარგი იქნება, სადმე დახმარების გვერდზე რომ დაიწეროს, რომ ასეთი და ასეთი გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ებიანი ფორმები უნდა იხმარებოდეს. - Island 00:50, 8 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]
ისლანდმა გარკვეულად დაწერა და ვეთანხმები. მე მხოლოდ ორ სიტყვას დავამატებ:
არსებითი სახელის რიცხვის ფორმები ქართულში ორია: მხოლობითი და მრავლობითი. მრავლობითის ფორმას აწარმოებს ებ ან ნარ-თანიანი ბოლოსართები. პირველს (ებ-ით ნაწარმოებს) ებ-იანი მრავლობითი ჰქვია, მეორეს ნარ-თანიანი.
ებ-იანი მრავლობითი ძალიან გავრცელებულია დღევანდელ ქართულში, ნარ-თანიანი კი შედარებით იშვიათია. ძველ ქართულში პირიქით იყო. ამიტომ ებ-იან მრავლობითს პირველ ან ახალ მრავლობითს ვუწოდებთ, ნარ-თანიანს კი - მეორე ან ძველ მრავლობითს. (ა. შანიძე, ი. იმნაიშვილი, ლ. კვაჭაძე, ქართული ენა, VI კლასი, გამომცემლობა "განათლება", თბ. 1989).
სალექსიკონო ერთეულისათვის, ჩვეულებრივ, ებ–იანი მრავლობითი გამოიყენება, ცხადია, თუკი ამის საჭიროება არსებობს; მაგ.:ალპები, მდინარეები, ბაგრატიონები, ქალაქი—სახელმწიფოები და სხვ. მაგრამ იმ შემთხვევებში, როდესაც სალექსიკო ერთეული წარმოადგენს შესიტყვებას, სინტაგმას, რომლის ერთი წევრი მრავლობითში დასმული მსაზღვრელია, მეორე კი – საზღვრული. მსაზღვრელი ხშირად სწორედ ნარ-თანიანი მრავლობითის ფორმას ირგებს. მაგ. მთათა კვანძი, მორაგბეთა ნაკრები, ბაგრატიონთა დინასტია, საბჭოთა კავშირი, მწერალთა კავშირი, კომპოზიტორთა სახლი და სხვ. ამ შემთხვევაში ქართული ენა სტილური თვალსაზრისით უპირატესობას ნარ-თანიან მრავლობით რიცხვს ანიჭებს.
ნარ-თანიან მრავლობითს ხშირად მიმართავენ ტერმინოლოგიური ლექსიკონებიც; მაგ.: ბეჰემოთისებრნი, ორლებნიანნი, ფოთოლხვევიასებრნი და სხვ.
გრამატიკული თვალსაზრისით, ებ–იანსა და ნარ-თანიან მრავლობითებს შეუზღუდავი აქვთ მოქმედების ასპარეზი, მაგრამ სტილებრივად, ისინი მეტ–ნაკლებად გამიჯნულნი არიან.--ცანგალა () 13:02, 8 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

თურქეთის ადმინისტრაციული დაყოფა

ქსე-ს მიხედვით თურქეთი იყოფა 67 ვილაიეთად (ილად) და არა პროვინციად. თავად თურქულ ვიკიშიც ილი წერია და ჩვენც ხომ არ შეგვეცვალა პროვინცია როგორც თურქულში, რუსულში და კიდევ ბევრგანააილით? რას გადაწყვეტს უმრავლესობავიღიმი--დათო_დათო 10:53, 6 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ეს განხილვა, ჯობდა იქვე გაგერძელებინათ, მაგრამ არა უშავს. მე მიმაჩნია, რომ უნდა იყოს პროვინცია, რადგან თურქული IL თარგმანში სწორედ რომ პროვინციაა უფრო მეტიც, მომხრე ვარ რომ იყოს მხარე, როგორც პროვინციის ქართული შესატყვისი. რომელ ვიკიშია საქართველოს ადმ.-ტერიტ. ტერმინი მხარე , პირდაპირ გადატანილი?! თუ კი ჩვენთან, ამგვარს დავამკვიდრებთ, მაშინ უნდა გადმოვიტანოთ გერმანული ლანდი, რუსული კრაი და სხვ. --Rastrelli F 17:33, 6 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]
ჰოდა, ვილაიეთი კარგა ხნის დამკვიდრებული ტერმინია. თუ სწორად მახსოვს, გურჯისტანის ვილაიეთიც არსებობდა ერთ დროს. —დათო 18:14, 6 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]
რასტრელი მართალია. არ ღირს ყველაფრის დატოვება ისე, როგორც სხვა ენაშია. ქართულად პროვინციაა და სიტყვა ილის გამოყენების აუცილებლობას ვერ ვხედავ.--გიორგი , 18:19, 6 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]
ქსე-ში თუ ვილაიეთი ქვია, სხვა რამე წყარო გვაქვს? - ალ-ო     @ 18:36, 6 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]
ვეთანხმები რასტრელს, რომ გადაგვეტანა სტატიის განხილვის გვერდზე. ვიკიპედიის წესების მიხედვით არ გვაქვს ნორმების შეცვლის უფლება - ეს ერთი. მაგრამ არსებობს სიტყვა გამონაკლისი. In der Türkischen Republik hießen die İls bis 1960 Vilayet. თურქულ ილს ვილაიეთი ერქვა - 1960 წლამდე. Турция делится на 81 ил (провинцию) (ранее употреблялся термин вилайет). დიდი საბჭოთა ენციკლოპედიაში - ვილაიეთი წერია. ვილაითის ძიებისას გუგლში წავაწყდი მხოლოდ ერთ გვერდს [5]. ეს გვერდი თურქეთს არ ეხება. ეხება ერაყს. ახლა იკითხავთ რა შუაშია ეს. საქმე იმაშია, რომ ინფორმაცია ახალია და ქართულად ერაყის ვილაიეთებია ნახსენები (გთხოვთ გადახედოთ). ru: Административное деление Ирака - აბა ნახეთ რუს. ვიკი ან სხვა ენები. (ინგლ. გერმ.) არსად არ წერია ვილაიეთი. აქედან გამომდინარე ხომ არ გვეხმარაც ჩვენც დამკვიდრებული ქსე-ეს მიხედვით ვილაიეთი? ვილაიეთი (ნორმები არ დაირღვევა) ან პროვინცია (როგორც გამონაკლისი). [6] - ამ გვერდზეც ჩავიხედე. ეს გვერდი ეკუთვნის საქართველოს საელჩოს თურქეთში - ელჩი დააბრუნეს თუ გვერდი არ არის განახლებული? ვიღიმი--ცანგალა () 12:24, 7 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]


გამარჯობათ, ”ვილაიეთი“ ვფიქრობ ძველი დაყოფა უნდა იყოს. (თუმცა ”Umgangssprache“-ში შეიძლება ვილაიეთი შეგხვდეთ დღესაც). ტერმინის დაზუსტებისას მაშტაბებს უნდა დააკვირდეთ. ”გურჯისტანის ვილაიეთი“ მთელ მესხეთს მოიცავდა, მთელ სამცხე-საათაბაგოს. ეს მაშტაბებით კი ამჟამინდელ თურქეთის რეგიონებს შეიძლება დაემთხვეს (1. Marmararegion, 2. Zentralanatolien, 3. Ägäisregion, 4. Mittelmeerregion, 5. Schwarzmeerregion, 6. Südostanatolien, 7. Ostanatolien). ანუ ვილაიეთი უნდა გამორიცხოთ. თქვენ უნდა იხმაროთ ან პროვინცია ან ოლქი, იმის მიხედვით, თუ როგორაა ეს საქართველოში დამკვიდრებული თურქეთთან მიმართებაში. ოლქი ქართული სიტყვაა (მაპატიეთ, ჩემზე უკეთ იცით!), პროვინცია მართალია არაა ქართული სიტყვა, მაგრამ დამკვიდრებულია. ამგვარად ”ილ“-ის დამკვიდრებას თავი უნდა ავარიდოთ. არაა ამის აუცილებლობა. გადახედეთ ქართული დიასპორას გვერდს (http://diaspora.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=64&info_id=182) აქ იხმარება ”ოლქი“. თუ იცნობთ ქართულ-თურქულ ორენოვან ჟურნალ ”ფიროსმანს“, იქ ასევე ხშირად იხმარება ტერმინი ”ოლქი“. რახან ”ვილაიეთი“ ისტორიული ტერმინია უკვე, ”ილ“ კი ქართული ყურისათვის მიუჩვეველი, ინგლისურ და გერმანულ ენაში კი იხმარება ”პროვინცია“, რომელიც ”ოლქის“ სინონიმია, ეს უკანასკნელი კი იხმარება დიასპორას საკითხების დეპარტამენტში და ორენოვან (ქართულ-თურქულ) გამოცემაში, მაშინ არ უნდა გავართულოთ საქმე. Serafita 13:13, 27 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

Wikimania 2009: Scholarships

English: Wikimania 2009, this year's global event devoted to Wikimedia projects around the globe, is now accepting applications for scholarships to the conference. This year's conference will be handled from August 26-28 in Buenos Aires, Argentina. The scholarship can be used to help offset the costs of travel and registration. For more information, check the official information page. Please remember that the Call for Participation is still open, please submit your papers! Without submissions, Wikimania would not be nearly as fun!

ქართული: Please translate this message into your language. - Rjd0060 01:24, 9 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ქართულად: ვიკიმანია 2009, ამა წლის გლობალური ღონისძიება, რომელიც ვიკიმედიის პროექტებს ეძღვნება მსოფლიოში, ამჟამად იღებს განაცხადებს სტიპენდიებზე კონფერენციაზე მონაწილეობისთვის. ამ წლის კონფერენცია ჩატარდება 26-28 აგვისტოს ბუენოს აირესში, არგენტინა. სტიპენდია შეიძლება გამოყენებულ იქნას მგზავრობისა და რეგისტრაციის ღირებულების დასაფარად. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ოფიციალური საინფორმაციო გვერდი. შეგახსენებთ, რომ მონაწილეთა განაცხადების მიღება კვლავ მიმდინარეობს, ასე რომ ნუ დააყოვნებთ თქვენი განაცხადების შემოტანას. განაცხადების გარეშე ვიკიმანია ასეთი მხიარული და საინტერესო არ იქნებოდა.

თარგები

უბადლო მეთარგის ორდენი

ვეძებ თარგის უბადლო სპეციალისტს :) რომ Infobox Holiday მომიმზადოს
აპრილი დღესასწაულების სეზონია --ქეთი 14:30, 10 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ასაკს, სიმაღლეს, თვალის ფერს და ა.შ. მნიშვნელობა არ აქვს? :) - ალ-ო     @ 20:00, 11 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]
ps: თარგი შექმნილია - თარგი:ინფოდაფა დღესასწაული (თარგის ინფოა გასაკეთებელი). ა.

Update information about localisaton on translatewiki.net

თურქული ტოპონიმების ორთოგრაფია

მეგობრებო, ხომ არ ჯობდა, თურქული ტოპონიმების დაწერისას გავეთვალისწინებინ თურქული ენის ნორმები, მაგალითად როცა ვწერთ ”ყარაჰისარს”, უნდა ვიცოდეთ, რომ თანამედროვე თურქულში ასო”ყ” არ არსებობს... ხომ არ იქნება უფორ სწორი ვარიანტი ”ქარაჰისარი” ?

დღეისათვის ჩვენ ვიყენებთ ქართული ენის ნორმებს, ამ ნორების მიხედვით ამ ადგილს ყარაჰისარი ჰქვია. ამ შემთხვევაში ჩვენთვის უპირატესია ქართული ენაში მიღებული სახელი, ვიდრე თურქული. --George Mel , 08:52, 17 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]
გიორგის ვეთანხმები ჩვენ ვითვალისწინებთ ქართული სალიტერატურო ენის ნორმებს. თუ ამ ნორმების მიხედვით შეცვლილია გთხოვთ მიუთითეთ წყარო და დიდი სიამოვნებით გავითვალისწინებთ. თურქულში „ყ“ არ არის, მაგრამ ქართულში ხომ გვაქვს? თურქულად სტამბოლი როგორ იკითხება?--ცანგალა () 11:40, 17 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]
გეთანხმებით და ერთს დავამატებ: მართალია თურქებს ანბანში ”ყ”-ს აღმნიშვნელი ტერმინი არა აქვთ, მაგრამ ზოგიერთ სიტყვაში მაინც ამბობენ. მაგალითად Karadeniz - ყარადენიზ და არა ქარადენიზ, kizilirmak - იზილირმაი. —დათო 17:45, 17 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

რჩეული ვიდეოები და აუდიოები

ქრისტე აღსდგა! გილოცავთ ყველას, მრავალს დაესწარით! დღეს შემთხვევით მოვხვდი მაკედონიურ ვიკიპედიაზე. მთავარ გვერდზე დავინახე რომ გარდა რჩეული სურათებისა და სტატიებისა იყო ასევე არჩეული რჩეული ვიდეოც. მემგონიკარგი იქნებოდა ჩვენც რომ გავაკეთოთ ასე. აბა თქვენს აზრებს ველი ვიღიმი - სანდრო ს 12:07, 21 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ჭეშმარიტად, ეს აზრი მეც წამოვაყენე, მაგრამ თავის დროზე დიდი ენტუზიაზმი არ მოჰყვა.--George , 12:11, 21 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

რავიცი მაინც ვცადოთ, იქნებ მომხრეები გამოჩნდნენ ვაპაჭუნებ --სანდრო ს 15:29, 21 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

  • (წინააღმდეგი) ჩემი აზრით ვიკიპედიაში არც რჩეული სურათებია საჭირო. რჩეული სტატიებიც საკმარისია. ენციკლოპედიაში მთავარია სტატიები, სურათები, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები კი მხოლოდ მათი სრულყოფისა და გალამაზებისათვისაა საჭირო. რჩეული სურათების პროექტის გაუქმების სურვილი აქამდე არავის გასჩენია და ეს მოთხოვნა არც მე მაქვს ამ წუთში, თუმცა ეს პროექტი აუცილებელი არაა (ზედმეტია ალბათ); ახალი ზედმეტი პროექტის დამატება, რომელიც ენციკლოპედიისთვის არ წარმოადგენს განსაკუთრებულ ღირებულებას, - ჩემი აზრით საჭირო არაა. გარდა ამისა, ბევრს აქვს ამ ვიდეო-აუდიო ფაილების გახსნის პრობლემა. ეს პრობლემა მეც მქონდა (ზოგიერთ ბრაუზერში ახლაც მაქვს) და ვერ ვუყურებდი ვიკიმედიის ვიდეოებს. მაგრამ, ეს იდეა უაზრო ნამდვილად არაა და მისი განხორციელება შესაძლებელია ვიკიპედიის დობილ პროექტში - ვიკიმედია, რომელიც სწორედ ამ ფაილების საცავია. -—დათო 09:48, 22 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]
დათო, გეთანხმები, მაგრამ ეს უფრო მომხმარებლების გახალისთვებისთვისაა და ამიტომ ცდა მაინც ღირს --სანდრო ს 15:04, 22 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

(მომხრე)ენციკლოპედია ილუსტრაციების გარეშე არაფერია. როგორ უნდა დაწერო სტატია ბოტიჩელის ნახატზე ნახატის გარეშე? პირადად მე ვხედავ მხოლოდ ერთ დაბრკოლებას – დღევანდელი დიზაინი არ არის გათვლილი დამატებითი რუბრიკის დამატებაზე. --George , 07:59, 23 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

George, შეიძლება არც ისე დიდი დაბრკოლებაა, რადგან გვერდის ოდნა წაგრძელება არაფერს დააშავებს და შეგვეძლება რჩეული სურათების რუბრიკის ქვეშ დამატება. P.S ეს თემა წინადადებებში ხომ არ უნდა დამეწერა? --სანდრო ს 14:45, 23 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

რჩეული ვიდეო ან აუდიო რჩეული გამოსახულების რუბრიკის ნაწილი შეიძლება გახდეს, თუ ასეთი რამ მოიძებნება (ინგლისურშიც ასეა). არ არის საჭირო ამისთვის ცალკე რუბრიკის გაკეთება. წამოაყენეთ კანდიდატები რჩეული სურათების გვერდზე. კრიტერიუმებსაც გადახედეთ კარგად (და საავტორო უფლებებსაც). - ალ-ო     @ 15:27, 23 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

როგორ დავდო სურათები სტატიაზე ?

მითხარით რა როგორ დავდო სურათები სტატიებზე? წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Nika 243 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გადახედე ამ გვერდს და ასევე ვიკიპედიის დახმარებას. —დათო 07:08, 25 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

სურათის დადებამდე გაითვალისწინე შენს გვერდზე დაწერილი მითითებები.--George , 07:12, 25 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

სურათის დადებისას რამდენიმე სურათი გამიმეორდა და როგორ წავშალო ???? Nika 243წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Nika 243 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ისინი ისევე, როგორც დუბლიკატები წაიშლება.--George , 08:42, 25 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

რატომ მარტო დუბლიკატები რომ წაიშალოს ? --Nika 243

სიტყვა დუბლიკატი აღნიშნავს არა მარტო ორჯერ ატვრთულ ფაილებს, არამედ იმ ფაილებსაც, რომლებიც საერთო სერვერზე ([7]) ხელმისაწვდომობის მიუხედავად ატვირთულია ქართული ვიკიპედიის სერვერებზე.--George , 09:07, 25 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

სურათი დავდე და მისი აღწერა როგორ გავაკეთო. ????წინასწარ მადლობა Nika 243

[[სურათის სახელი |thumb|სურათის აღწერა]]--გიორგი , 10:13, 26 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ისევ და ისევ ვერ ვტვირთავ ფოტოს

ისევ და ისევ ვერ ვტვირთავ ფოტოს. მაპატიეთ, მაგრამ თქვენს მიერ მოცემული ინსტრუქციებით ჩემი Desktop-იდან ვერანაირად ვერ ავტვირთე ფოტო. დამეხმარეთ რა!!!!.... Serafitaწინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Serafita (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ცოტა დაკონკრეტდი და ალბათ გიშველით :) პ.ს. ხელის მოწერა ნუ გავიწყდება. --მიშა () 17:12, 26 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]


ისევ და ისევ ვერ ვტვირთავ ფოტოს

შევეცდები "დავკონკრეტდე": მინდა სტატიაში ჩავსვა ფოტო. სამწუხაროდ ვერანაირად ვერ ვახერხებ ამას. ვიკიპედიის ტერმინოლოგიაში ვერ ვერკვევი, ამიტომ ვერ გეტყვით, ზუსტად სად ხვდება ჩემი ატვირთული (იქნებ შეცდომით ატვირთული) ფოტო.ინსტუმენტებიდან ვხვდები კატეგორიაში "ფაილის დამატება".სადაც ვცდილობ ავტვირთო ფოტო. თუმცა ფოტო ხვდება არა ჩემთვის სასურველ სტატიაში, არამედ სხვაგან. კონკრეტულად მოხვდა აი აქ: http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98:%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98.jpg როგორ უნდა გადავიტანო ეს ფოტო სტატიაში? მასწავლეთ რა ეს ერთი ბეწო საიდუმლო Serafita 17:35, 26 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ფოტო ვერ მოხვდება პირდაპირ სტატიაში. უნდა დააკოპირო მისი სახელი - მაგალითად, თუ წერია ფაილი:LocationEasternAfrica.png, უნდა დააკოპირო მხოლოდ LocationEasternAfrica.png და შემდეგ შეხვიდე შენს სტატიაში, დააჭირო ამ ღილაკს . გაჩნდება წარწერა [[ფაილი:მაგალითი.jpg]]. ამის შემდეგ ფრაზის მაგალითი.jpg მაგივრად უნდა ჩააკოპირო სურათის სახელწოდება. გვერდზე შეგიძლია დაუსვა ხაზი. მაგალითად [[ფაილი:LocationEasternAfrica.png|]] და ამ ხაზის შემდეგ ჩაწერო thumb. ანუ [[ფაილი:LocationEasternAfrica.png|thumb]]. სურათი ავტომატურად დაპატარავდება. თუმცა, ამის შემდეგ (ისევ და ისევ კვადრატულ ფრჩხილებში ხდება ყველაფერი) რომ მიუხატო კიდევ ერთი ეგეთი ხაზი და მიუწერო, მაგალითად, 190px, სურათი მაგ ზომის (პიქსელებში) გახდება. კიდევ ერთი ხაზი რომ მიუხატო და მიუწერო რამე ფრაზა, სურათს ქვეშ ეგ ფრაზა ექნება წარწერად. --გიგი 17:42, 26 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ხელმოწერის წესის გაძლიერება

ვიკიპედიის რუსულენოვან განყოფილებაში მოქმედებს ამგვარი წესი – თუ მომხმარებებლი განხილვის გვერდზე (ან ყავახანაში) ხელს არ მოაწერს, გამოფრინდება ამგვარი შეტყობინება –

ფაილი:2009 4 26 22 10 2.jpg
შეტყობინება ყვითელი ფერისაა და მომკხმარებელს ხელმოწერას სთხოვს

ჩვენც შემოვიღოთ ამგვარი შეტყობინება.

(ნომინაცია)-გიორგი , 18:19, 26 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

monobook.js-ს გამოყენება

გამიგონია, რომ ეს ჯავაშკრიპტი უფლებას გაძლევს რედაქტირების ფორმაში დამატებით ღილაკების გაკეთებას.ჯავაშკრიპტში საერთოდ ვერ ვერკვევი და ვინმეს თუ შეგიძლიათ ამ ჯავაშკრიპტის გამოყენებაში მომეხმაროთ. წინასწარ მადლობა! --სანდრო ს 19:22, 27 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

აღარაა საჭირო ვიპოვე როგორ უნდა გავაკეთო მომხმარებელი:Unmerklich/დამატებითი_ღილაკები. მადლობა Unmerklick-ს! --სანდრო ს 20:21, 27 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

კიდევ ერთი კითხვა Sandrosaxel-ისგან :)

მაინტერესებს როგორ შეიძლება ხელმოწერაში ჩაყოლელებული განხილვის ბმულის გაკეთება. ბევრთან მინახავს და ამიტომ მაინტერესებს ვიღიმი, მე თვითონ კი ვერა და ვერ გავაკეთე ვიკრიჭები --სანდრო ს 19:46, 27 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ზევით ხედავ „ჩემი კონფიგურაცია“ და ჩანაწერი უნდა გააკეთო.--ცანგალა () 20:04, 27 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ხელმოწერაში გავაკეთე, მაგრამ სამწუხაროდ ბმულად არ მიიღო ვიღიმი --სანდრო ს 20:06, 27 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

[[მომხმარებელი:Zangala|ცანგალა]] ([[მომხმარებელი განხილვა:Zangala|გ]]) ასეთი ჩანაწერი გააკეთე, სადაც მეტსახელი წერია. ოღონდ შენი სახელი ჩაწერე. --ცანგალა () 20:08, 27 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]
ხოლო „ხელმოწერის საკუთარი ვიკი-კოდი (ავტომატური ბმულის გარეშე)“ - წინ არ დაგავიწყდეს ე. წ. პტიჩკის გაკეთება.--ცანგალა () 20:09, 27 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

მადლობ, ის "პტიჩკა" ვერ მივხვდი რას აკეთებდა თორე დანარჩენი სწორე გამიკეთებია ენა --სანდრო ს 20:22, 27 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

წმინდანების სახელებთან დაკავშირებით

მაგ. წმინდა მამა იოანე, წმინდა პეტრე, რამდენად გამართულია სიტყვა „წმინდა“ ენციკლოპედიურ სტატიების სათაურში? მაგ. კატეგორია:ქართველი წმინდანები - ასე რომ გაკეთდეს სათაურები. ილია ჭავჭავაძეც ხომ ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული. [რელიგიის გვერდზე] იგი მოხსენიებულია წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე), რადგანაც ვიკიპედია რელიგიის ენციკლოპედია არ არის სტატიების სათაურები იყოს მხოლოდ სახელებით. ანბანურადაც კარგად განთავსდება. იხილეთ აგრეთვე იოანე. გადავწყვიტოთ.-ცანგალა () 16:09, 29 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები, გარკვეულწილად. რასაკვირველია ”წმ.” ენციკლოპედიური არაა (თუმცა ”დიდ ინგლისურენოვან ვიკი.ში” მაინც ხმარობენ სტატიების სათაურში), მის მაგივრად უმჯობესია ზედწოდებების გამოყენება. მაგ. ეფრემ ასური. წმ. ნინო, რასაკვირველია, ქართველი ერი მოციქულთასწორ წმინდანს ასე იცნობს, თუმცა ვიკი.ში მას ნინო კაბადოკიელი უნდა ერქვას (ვითომ?), იგივე შემიძლია ვთქვა წმ. გიორგიზე, ანუ გიორგი კაბადოკიელზე (???). მაგრამ როგორც აღვნიშნე, ბოლომდე თანახმა არ ვარ. აი, მაგალითად ავიღოთ გიორგი კაბადოკიელი, ნუთუ მართებული იქნება? მე პირადად, ამ შემთხვევაში ვამჯობინებ წმ. გიორგის, არ ვიცი, ალბათ მაინც ჯობს გამოვიყენოთ წმ. სათაურში, შენი თქმისა არ იყოს ”დიდი ვიკიპედიებიც” ხომ ასე იქცევიან?! რაც შეეხება წმინდა მამა იოანე, აი ასეთ შემთხვევაში აბსოლიტურად გეთანხმები, მე პირადად, ამ სათაურმა ვერ გამაგებინა, რომელ წმ. იოანეზეა საუბარი. --მიშა () 16:59, 29 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]
გერმანულში კი წმინდა ნინო გადადის ნინო (წმინდა)-ზე და ყველა წმინდანებზე ასეთი გადამისამართება გაკეთებული. ინგლ. ვიკიში გეთანხმები წმინდა ნინო წერია. გერმანულ ენციკლოეპდიაში (ბეჭდვით გამოცემას ვგულისხმობ და არა ვიკიპედიას) Broclhaus-enzyklopädie - ნ-ზე წერია, ტ. 15, გვ. 626, Mannheim 1991. ესეც მიკვირს წმინდა ნიკოლოზი რატომ გახდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი? წმინდა იოაკიმე - ინგლ. მხოლოდ სახელი უწერია, ხოლო გერმანული ისევე წერს როგორც წმინდა ნინოს სტატიასთან. ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ დალაგდეს სათაურები. {{DEFAULTSORT:}} რატომღაც არ მუშაობს სტატიაში წმინდა ნინო, რადგან ანბანურ საძიებელში წ-ზეა განთავსებული, ხოლო მხოლოდ ნინოთი საერთად არ იძლევა სტატიას. სტატიის სათაური ნინო (წმინდა) რომ იყოს ანბანურზე ნ-ზე იქნება და სახელითაც მხოლოდ ნინოთიც მოგვცემს სტატიას გადამისამართების გარეშე.ცანგალა () 18:11, 29 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

რუსეთის ვიკიპროექტთან დაკავშირებით

წესით ყავახანაში არ უნდა დავწერო, მაგრამ ცაიტნოტში რადგან ვართ და რუსეთის პროექტი ჯერ–ჯერობით მუშავდება, რუსული ვიკისთვის ტექტს აქ განვათავსებ:

Приветствуем коллег из Русской Википедии

В грузинском разделе Википедии особое место занимает институт википроектов, т.к. благодаря им мы централизуем наши усилия, и в качестве результата получаем множество хороших статей. Темой Майского Википроекта была избрана Россия, как страна, с которой Грузию связывают особые культурные отношения. Кроме того, мы уважаем русскую культуру и историю. Также мы надеемся, что нашими усилиями сумеем восстановить мост между культурами.

Обращаемся к вам в связи с тем, что нам понадобится помощь в различных сферах (таких, как транскрипция название статей, информационная поддержка и т.д. и т.п.) С надеждой на сотрудничество, ხელმოწერა.

შესწორებებს ველი, მაგრამ ბჭობასა და აზრების წამოყენებისთვის ერთი დღე გვაქვს :)--გიორგი , 08:04, 30 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ისე, შესავალი ვიკიპროექტის შესახებ მგონი ამ შემთხვევაში ზედმეტია, რაც არ უნდა იყოს რუსებმა ქართული კვირეული რომ გააკეთეს, მას მერე დავიწყეთ ჩვენ ეს პროექტი. ვიღიმი--Rastrelli F 08:21, 30 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

შენიშვნა:

  • მაისი ამ შემთხვევაში პატარა ასოთი იწერება - майского

--გიგი 08:26, 30 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

  • особое место занимает - ჯერჯერობით ამაზე ვიტყოდი. ქართულ ვიკიპედიაში რას უჭირავს ძირითადი ადგილი ეს რუსულ ვიკიპედიას სულ არ აინტერესებს. მხოლოდ "მშრალი" ინფორმაცია, რომ მაისში გვაქვს პროექტი რუსეთი. --ცანგალა () 13:36, 30 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]
  • Кроме того, мы уважаем русскую культуру и историю. - ყველა მომხმარებელს ეს არ ეხება და მე ამასაც ამოვიღებდი ტექსტიდან.--ცანგალა () 13:38, 30 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]
  • Также мы надеемся, что нашими усилиями сумеем восстановить мост между культурами. - Также мы надеемся - ესეც გვინდა?--ცანგალა () 13:40, 30 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]


Уважаемые коллеги из Русской Википедии,

хотим сообщить, что в грузинской википедии темой майского Википроекта избрана Россия. Мы хотим предпонести грузинским читателям статьи об истории и культуре России. Нам понадобится Ваша помощь в составлении списка статей, связанных с Россией, которых ещё нет в грузинском разделе Википедии, но которые было должны таи быть. Хотелось бы избежать политики. Мы хотим рассказать о русской культуре, а не провоцировать бесплодные споры между участниками.

С надеждой на сотрудничество,

грузинская Википедия ხელმოწერა

მე ასე დავწერდი. ველოდები თქვენს შენიშვნებს. ხოლო გიორგიმელას (მგონი პროექტის წამყვანი) ვუსურვებ წარმატებებს ამ პროექტში.--ცანგალა () 20:40, 30 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]


Уважаемые коллеги из Русской Википедии,

хотим сообщить, что в грузинской википедии темой майского Википроекта избрана Россия. Мы хотим преподнести грузинским читателям статьи об истории и культуре России. Нам понадобится Ваша помощь в составлении списка статей, связанных с Россией, которых ещё нет в грузинском разделе Википедии, но которые должны быть там. Хотелось бы избежать политики, т.к. мы хотим рассказать о культуре России, а не провоцировать бесплодные споры между участниками.

С надеждой на сотрудничество,

грузинская Википедия ხელმოწერა


PDF-Version

გამარჯობა!

მაინტერესებს, შესაძლებლია თუ არა, რომ ვიკიპედიის ქართულ ვერსიაში "ინსტრუმენტებს" "ამოსაბეჭდი ვერსიის" გვერდით დაემატოს "PDF-ვერისა"? მგონი ეს მასალის ამობეჭდვის დროს მკითხველისათვის უკეთესი ამოსაბეჭდი ვერსიაა.

--Serafita 16:18, 3 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

რამდენადაც გამეგება ეს საკიხი, შეუძლებელია. ისე, PDF ფორმატის მიღება დაბეჭვდითაც შეიძლება.--Rastrelli F 19:12, 5 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

”გლასნოსტი” და ”გადაკეთება”

”რუსეთის ვიკიპროექტის” გვერდზე მოცემულ სტატიების ჩამონათვალში მითითებულია ”გლასნოსტი” და ”გადაკეთება”. თუკი ვთარგმნეთ ”პერესტროიკა”, მაშინ ”გლასნოსტიც” ”საჯაროობად” ხომ არ გადაგვეკეთებინა? მაგრამ, ამასთან ერთად, ხომ არ ჯობია, ორივე ტერმინი ორიგინალში დავტოვოთ (გლასნოსტად და პერესტროიკად), რადგან ენაში დამკვიდრებული და მიღებულია უკვე, თან ეს გადაკეთება ყურს ცოტა უცნაურად ხვდება...Fernando magellan 14:26, 6 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

„პერესტროიკა“ ქართულად გარდაქმნაა და დიდი ხანია დამკვიდრებულია (მოყოლებული გარდაქმნის ეპოქიდან ვიღიმი). ვთარგნოთ „გლასნოსტიც“.--Rastrelli F 14:32, 6 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]
ნამდვილად არ მეგონა თუ თარგმნილია. --ცანგალა () 18:43, 6 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ქართული ვიკიწყაროები

ქართულ ვიკიპედიაში დამწიფდა ქართული ვიკიწყაროს შექმნის იდეა. გარკვეულწილად, ეს განაპირობა საჭირო ტექსტების არახელმისაწვდომობამ და არაცენტრალიზებულობამ. ვიკიწყაროების მიზანია შეიქმას თავისუფალი და ღია ელექტრონული ბიბლიოთეკა. დღეისათვის არსებობს ქართულენოვანი ვიკიწყაროების საცდელი ვარიანტი – http://wikisource.org/wiki/Main_Page:ქართული , თუმცა იგი ინტეგრირებულია სხვაენოვან პროექტებში, რაც მისაღები არ არის. ყავახანაში ამ საკითხის გამოტანის მიზეზია ის, რომ საჭიროა შევიმუშავოთ ვიკიწყაროს განვითარების გეგმა.

ჩემი აზრით, განვითარება რამდენიმე ეტაპად უნდა წარიმართოს -

ეტაპი პირველი - გავარკვიოთ, თუ რა არის საჭირო ქართული ვიკიწყაროების სრული დატვირთვით ამოქმედებისთვის (საუბარი მაქვს ტენიკურ დეტალებზე, იმაზე, თუ რა არის საჭირო საკუთარი დომენი - ka.wikisource.org - ის მისაღებად)

ვგონებ, რომ ამისთვის ქართული ვიკიპედიის ბიუროკრატს - მალაფაიას უნდა მივმართოთ.

ეტაპი მეორე (ka.wikisource.org-ის მიღების შემდეგ) არჩეული იქნას ადამიანი, რომელსაც დაევალება შეამუშავოს იმ მწერალთა სია, რომელთა ნაშრომები სავალდებულოა იყოს ქართულ ვიკიწყაროებში (სხვა სიტყვებით, ავირჩიოთ პროექტის ადმინისტრატორი, რომელსაც დაევალება ამ ნუსხის შედგენა). ადმინისტრატოს ასევე დაევალოს ვიკიწყაროების შემადგენელი ნაწილების - ფორუმის, მთავარი გვერდის და მისთ. სათაურების და დიზაინის შერჩევა.

ეტაპი მესამე (ვიკიწყაროების გარკვეულწილად შევსების შემდეგ) დაიწყოს ქაართული ვიკიწყაროების პოპულარიზაცია ქართულ ინტერნეტ სივრცესა და ყოველდღიურ ცხოვრებაში. შეიქმნას ვიკიწყაროების შესაძლებლობების მაჩვენებელი ამდენიმე ვიდეო რგოლი.

--გიორგი , 14:40, 12 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ჯერ ჩატვირთები ხომ არ გაკეთდეს?--ცანგალა () 14:54, 12 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]
საკუთარი დომენის მისაღებად აუცილებელია საცდელ პროექტში იყოს აქტივობა. საცდელი პროექტი დამტკიცებამდე თუ თითქმის უმოქმედოა (ერთი-ორი მომხმარებელი მუშაობს), მგონი დამტკიცებასაც არა აქვს აზრი (და მგონი არც ცენტრალურად ამტკიცებენ ასეთ შემთხვევაში). ასე რომ ეგ ბოლო ეტაპი თავში უნდა იყოს :) დათო პასუხი 15:01, 12 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ზუსტად ვერ გავიგე "ვიკიწყარო"-ს მიზანი, ანუ ეს იქნება ნაწარმოებების კრებული?--სანდრო ს @ 14:36, 14 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]


გამარჯობათ!

ასეთ ყალბ წყაროებს კარგად ვიცნობ, მაგრამ კიდევ ერთი საძაგლობა გულზე მომხვდა. მირჩიეთ რა ვქნა, ნახეთ ინგლისური ბანას ვარიანტი, რა ხდება, როცა მომხმარებელი შლის სრულიად სხვის ნაწერს და თავის ინფორმაციას დებს? თუმცა მე არ დაველოდები თქვენს რჩევას და მაინც წავშლი. მაპატიეთ, თუ ეს არაკორექტულია. იხილეთ Banak Cathedral --Serafita 16:12, 14 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

მარტო ბანა?! წალეკეს „სეროჟებმა“ ქართული კვალი მთელ ინგლისურ ვიკიში!– Rastrelli F 17:38, 14 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]
რუსულშიც იგივე მდგომარეობაა. --ცანგალა () 17:50, 14 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]
იქნებ რამე განცხადება მივწეროთ ჩვენს ინგლისელ კოლეგებს? თორემ აქ ამის განხილვას არა მგონია რამე შედეგი მოჰყვეს. დათო პასუხი 09:56, 15 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]
ამ მომხმარებელს სამწუხაროდ ეგრე გონია ვწუხვარ, დეზინფორმაციის გამო ვიკიპედიაში ზოგჯერ ხომ ბანს ადებენ? --სანდრო ს @ 10:45, 15 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]
კობერს გავუგზავნე ლინკი, მაგრამ თუ გამოადგება არ ვიცი.--გიორგი , 10:48, 15 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]
ვეთანხმები დათოს: აქ ამის განხილვას არა მგონია რამე შედეგი მოჰყვეს, მაგრამ იქნებ ჩვენს ქართველ მეცნიერებებს შერცხვეთ და რამე იღონონ ამ ჩვენი დისკუსიის წაკითხვის შემდეგ. დადონ ქართულ, ინგლისური და რუსულ ენებზე წყაროები და ლიტერატურა. სამწუხაროდ ამით არც ერთი მეცნიერი არ არის დაკავებული. ამიტომ დათოს აზრს აქვს ჩვენს აქ ამის განხილვას არა მგონია რამე შედეგი მოჰყვეს - ვერ დავეთანხმები. საჭიროა ასეთი დისკუსიები და იქნებ რამე იღონონ ჩვენმა მეცნიერებმა და სერიოჟებისა და მისთანების დაწერილ ისტორიებს ბოლო მოუღონ. ამიტომ ნუ დაიზარებთ დისკუსიებში მონაწილეობის მიღებას. --ცანგალა () 11:32, 15 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

[8] --გიორგი , 11:33, 15 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

მოკლედ ორგანიზებული ჯგუფი მოქმედებს, ეხლა უკვე ფრანგულში შექმნეს ანალოგიური შინაარსის სტატია, ანალოგიური სახელით „Banak“.– Rastrelli F 14:08, 15 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ალტერნატიული სტატია რომ დაწეროთ ქართული წყაროების მიხედვით და ქართული სახელით (ერთ-ერთი ვერსიიდან, რომელიც წაშლილ იქნა ინგლისურში)? - ალ-ო     @ 14:29, 15 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]
კარგი აზრია, ვიფიქრე ამის გაკეთება, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმასაც დაბრუნებენ უკან.– Rastrelli F 15:11, 15 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]
თუ პირველი ქართული ვერსია იქნება, უკან რაღაზე დააბრუნებენ? :) ასეთი შემთხვევა იყო გალის და ოჩამჩირის რაიონებზე, ორ-ორი სტატია არსებობს. უბრალოდ რეგულარულად მიხედვა სჭირდება. - ალ-ო     @ 15:50, 15 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]
გალის და ოჩამჩირის რაიონები - ეს კიდევ სხვა პრობლემაა. -ცანგალა () 16:06, 15 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]
დააბრუნებაში გადამისამერთება ვიგულისხმე, მაგათგან ყველაფერია მოსალოდნელი, თუ არა და გავაკეთებ და ვნახავთ რა გამოვა...R.17:26, 15 მაისი 2009 (UTC)

მომხმარებელმა Serafita-მ შექმნა ახალი სახელით სტატია w:Bana Episcopal Church, მე ვფიქრობ რომ სახელი გამოვიყენოთ w:Bana Cathedral, რომელსაც ამჟამად გადამისამართებად იყენებს სეროჟა სომხური ვერსიისთვის. R.17:37, 15 მაისი 2009 (UTC)


ალბომის ყდა როგორ დავდო

ალბომის ყდა როგორ დავდო ? მირჩიეთ არ ვიცი . წინასწარ მადლობა. Nika 243


Axel

Axel Patricio Fernando Witteveen Pardo <–– ხომ ვერ მეტყვით,ეს სახელი ქართულად როგორ ჩაიწერება?--ლიკა 15:24, 28 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

putkari

mainteresebs informacia mefutkreobis shesaxeb. winaswar gmadlobt.

აქ ნახეთ ––> მეფუტკრეობა--ლიკა 15:37, 28 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ესკიზის თარგები სტანდარტიზაცია

დღეს გადავხედე ერთ-ერთ სხვაენოვან ვიკიპედიას და აზრი გამიჩნდა - რას იტყვით, თუ ესკიზის თარგების სტანდარტიზაციას მოვახდენთ? ანუ. დღეს ჩვენ ვიყენებთ ესკიზის თემასთან დაკავშირებულ სურათებს -

ჩემი აზრი-ქუდი შეიცვალოს სურათით [9] ამ კატეგორიიდან. ანუ:

და ასე შეიცვალოს ყველა ესკიზის თარგის სურათი.--გიორგი , 07:54, 30 მაისი 2009 (UTC) P.S. რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ ქვეყნის ესკიზის თარგებს (მაგ. {{ესკიზი-ჩინეთი}})--გიორგი , 07:57, 30 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

მე მომხმარე ვარ სტანდარტიზაციის. ცუდი არ იქნება ამ თარგებსაც თუ გაითვალისწინებთ: {{საქართველოს ისტორია}} და {{საქართველოს ხუროთმოძღვრება}}. ჩემი აზრით სტანდარტიზაცია არა მხოლოდ ესკიზ-თარგებს უნდა ეხებოდეს არამედ ყველა თარგს, რუკას, სურათს, სტატიას და ა. შ. იმიტომ, რომ ყველა მომხმარებელი წერს როგორც სურს. შემოაქვთ დაბალი ხარისხის ვებ-გვერდიდან ტექსტები, სურათები და ა. შ. დროა სტანდარტიზაციის მიმართ ქართულ ვიკიპედიაში მოთხოვნა გაიზარდოს. ცანგალა () 11:15, 30 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]
(მომხრე) -— დათო პასუხი 12:48, 30 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]
გიორგი, გთხოვ სამი დღე მოიცადო. სხვებმაც გამოთქვას თავისი აზრი. სოფლის შენებას კი უნდა სამი ხმა, მაგრამ ეს ხომ ვიკიპედიაა.--ცანგალა () 12:59, 30 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]
ეს 2 შესწორება საცდელი გავაკეთე, ნუ გეშინია, დაველოდები, უბრალოდ სტატიაში როგორ იქნებოდა მაინტერესებდა. თუ გსურს, იმ ორი თარგის ცვლილებასაც გავაუქმებ:)--გიორგი , 13:05, 30 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

როგორც მივხვდი, ერთ პრინციპზე აგებულ თემატურ სურათებზეა ლაპარაკი?- Rastrelli F 14:32, 30 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

დიახ :)--გიორგი , 14:33, 30 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

რატომ, შლაპაც კარგია... მაგრამ კაი, იყოს ჯოხი (მომხრე)--მოცარტი 14:39, 30 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

(ნეიტრალური) რაღაც ვერ ვხედავ საჭიროებას. მაგრამ თვითონ იდეა სტანდარტიზაციისა კარგია. - Island 02:38, 31 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]