გალიჩის სამთავრო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''გალიჩის სამთავრო''', რუსული ფეოდალური სამთავრო. მდებარეობდა …
(განსხვავება არ არის)

20:45, 8 მაისი 2009-ის ვერსია

გალიჩის სამთავრო, რუსული ფეოდალური სამთავრო. მდებარეობდა კარპატის მთების ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ფერდობებზე. X საუკუნეში გალიჩის მიწები კიევის რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა. XI საუკუნის შუა ხანებში მთავარ ვლადიმირ იაროსლავის ძის შემდეგ კი მის შვილს - როსტისლავს ემორჩილებოდა. გალიჩის მთავრები დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ და ამ მიზნით ყივჩაყებს და ბიზანტიას უკავშირდებოდნენ. იაროსლავ ოსმომისლის მმართველობის დროს გალიჩის სამთავრომ დიდ აყვავებას მიაღწია. მისი გარდაცვალების შემდეგ სამთავროს გავლენა დაეცა. 1199 წელს იგი ხელთ იგდო ვოლინის მთავარმა - რომან მსტისლავის ძემ.

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 2, გვ, 644, თბ., 1977