ანდრე მასენა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: ko:앙드레 마세나
ბოტის დამატება: sv:André Masséna
ხაზი 38: ხაზი 38:
[[ru:Массена, Андрэ]]
[[ru:Массена, Андрэ]]
[[sr:Андре Масена]]
[[sr:Андре Масена]]
[[sv:André Masséna]]
[[vi:André Masséna]]
[[vi:André Masséna]]
[[zh:安德烈·马塞纳]]
[[zh:安德烈·马塞纳]]

23:12, 20 აპრილი 2009-ის ვერსია

ანდრე მასენა

ანდრე მასენა (ფრანგ.: André Masséna) (* 6 მაისი, 1756, ნიცა, † 4 აპრილი, 1817) – ფრანგი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, საფრანგეთის მარშალი, რივოლის ჰერცოგი და ესლინგის თავადი.


ბიოგრაფია

მასენა ღარიბ ოჯახში დაიბადა და ადრეულ ასაკში დაობლდა. ბავშვობაში იგი გებზე იუნგა იყო. 1775 წელს სამხედრო სამსახურში შევიდა. 1793 წელს იგი საფრანგეთის რევოლუციური არმიის გენერალი გახდა. მან თავი გამოიჩინა ნაპოლეონის იტალიური ლაშქრობის დროს რივოლისთან ბრძოლაში 1797 წელს, რისთვისაც მოგვიანებით ნაპოლეონმა მას ჰერცოგის ტიტული უბოძა და არმიამ „დიდების ნებიერა“ (ფრანგ.: „L’enfant chéri de la gloire“) შეარქვა. 1799 წელს დირექტორიატმა იგი „შვეიცარიის არმიის“ მთავარსარდლად დანიშნა, რომელსაც მოკავშირეტა არმიების საფრანგეთზე შეტევა უნდა შეეჩერებინა. მასენამ ლეგენდად ქცეულ გამარჯვებას მიაღწია ციურიხთან ბრძოლაში.

1804 წლის 19 მაისს ნაპოლეონმა 17 სხვა გენერალთან ერთად ანდრე მასენას საფრანგეთის მარშლის წოდება მიანიჭა. მესამე კოალიციურ ომში მასენა 1805 წლის 30 აგვისტოს "იტალიის არმიის" მთავარსარდლად დაინიშნა. მისი ბრწყინვალე მხედარმთავრული ნიჭის წყალობით ფრანგებმა ავსტრიელები ერცჰერცოგ კარლის ხელმძღვანელობით და მიუხედავად ამ უკანასკნელთა რიცხობრივი უპირატესობისა რამდენჯერმე დაამარცხეს.

1806 წელს მასენას დაევალა ნეაპოლის სამეფოს დაპყრობა, რომლის მეფეც მოგვიანებით ნაპოლეონის ძმა ჟოზეფი გახდა. 1807 წელს მან წარმატებულად ილაშქრა პოლონეთში. ბრძოლებს შორის ერთ-ერთი პაუზის დროს მარშალ ბერთიესთან ერთად ნადირობის დროს დროს მას თოფში დენთი აუფეთქდა და ცალის თვალი დაკარგა.

1809 წელს მასენამ თავი გამოიჩინა ასპერნ/ესლინგის ბრძოლაში, რისთვისაც ნაპოლეონისაგან „ესლინგის თავადის“ ტიტული მიიღო. იმავე 1809 წელს ვაგრამთან ბრძოლაში მან ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა, დაჭრილი და სამხედრო ორთვალაზე დაწოლილი ხელმძღვანელობდა თავის არმიას და მიუხედავ ჭრილობისა ცხენზე ამხედრებულმა პირარად უხელმძღვანელა კავალერიის გადამწყვეტ შეტევას. 1810 წელს იგი „ესპანეთის არმიის“ მხედართმთავრად დაინიშნა და წარმატებით ებრძოდა ინგლისელებს, რომლებიც აიძულა დაეხიათ პორტუგალიის საზღვრამდე. მარშალ ნეისთან უთანხმოების გამო, რომელსაც არ სურდა დამორჩილებოდა მის ბრძანებებს მასენამ თავისი არმია უკან დახია, რის გამოც ნაპოლეონთან ურთიერთობა გაუფუჭდა. 1812-1813 წლების ბრძოლებში მას დიდი სამხედრო სენაერთებისათვის აღარ უხელმძღვანელებია. ნაპოლეონის 100 დღიანი მმართველობის დროს იგი თავშეკავებულად იქცეოდა და პოლიტიკურ არენაზე არ გამოსულა.

ნაპოლეონის ტახტიდან ხელმეორედ გადადგომის შემდეგ მასენა პარიზის ნაციონალურ გვარდიას მეთაურობდა, თუმცა სულ მალე სრულიად ჩამოშორდა პოლიტიკურ სცენას. მიუხედავად პორტუგალიის ლაშქრობის დროს წარმოშობილი მტრობისა, მან უარი განაცხადა მარშალ ნეის წინააღმდეგ გამართული სამხედრო ტრიბუნალის წევრობაზე.