ოჩოკოჩი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
დამატება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ოჩოკოჩი''' — [[ქართული მითოლოგია|ქართულ მითოლოგიაში]] ნადირთმფარველი ღვთაება. ზეპირსიტყვიერების პოპულარული პერსონაჟი, რომელიც ტყეში ცხოვრობს და გამუდმებული კონფლიქტი აქვს მონადირეებთან; მისი სხეულის ერთი ნაწილი ვაცის (მამალი თხა), მეორე კი ადამიანის მსგავსია. მკერდზე რქისებრი წანაზარდი აქვს, რითაც ამარცხებს მოწინააღმდეგეებს. შედგენილ ტერმინებში — ოჩოკოჩი, ოჩოპინტრე, ოჩიდალი პირველი კომპონენტი ორი ბოჩი, [[ივანე ჯავახიშვილი]]ს აზრით, დაკავშირებულია ვაცთან და ძვ. ნადირთმფარველ წარმართულ ღვთაებას უკავშირდება. [[ვერა ბარდაველიძე]]ს ოჩი ბოჩი მესაქონლეობის მფარველ ღვთაებადაც მიაჩნდა.
'''ოჩოკოჩი''' — [[ქართული მითოლოგია|ქართულ მითოლოგიაში]] ტყის [[ღვთაება]]. გადმოცემით, ოჩოკოჩს მეტყველება არ შეუძლია, მაგრამ მისი ხმა ადამიანებს თავზარს სცემს. ოჩოკოჩს სხეული ჟანგისფერი თმით აქვს დაფარული. მას გრძელი და ბასრი ბრჭყალები აქვს, მკერდზე კი ნაჯახის მსგავსი წანაზარდი, რომლითაც იგი მის მოწინააღმდეგეს შუაზე სჭრის. ადამიანის მიერ მოკლული ოჩოკოჩი მეორე გასროლის შემდეგ ცოცხლდება. გავრცელებული სიუჟეტების თანახმად ოჩოკოჩი ელტვის ტყის დედოფლის [[ტყაში-მაფა|ტყაში-მაფას]] სიყვარულს.

გადმოცემით, ოჩოკოჩს მეტყველება არ შეუძლია, მაგრამ მისი ხმა ადამიანებს თავზარს სცემს. ოჩოკოჩს სხეული ჟანგისფერი თმით აქვს დაფარული. ადამიანის მიერ მოკლული ოჩოკოჩი მეორე გასროლის შემდეგ ცოცხლდება. გავრცელებული სიუჟეტების თანახმად ოჩოკოჩი ელტვის ტყის დედოფლის [[ტყაში-მაფა|ტყაში-მაფას]] სიყვარულს.


==ხალხური ნაამბობი==
==ხალხური ნაამბობი==

13:17, 15 აპრილი 2009-ის ვერსია

ოჩოკოჩიქართულ მითოლოგიაში ნადირთმფარველი ღვთაება. ზეპირსიტყვიერების პოპულარული პერსონაჟი, რომელიც ტყეში ცხოვრობს და გამუდმებული კონფლიქტი აქვს მონადირეებთან; მისი სხეულის ერთი ნაწილი ვაცის (მამალი თხა), მეორე კი ადამიანის მსგავსია. მკერდზე რქისებრი წანაზარდი აქვს, რითაც ამარცხებს მოწინააღმდეგეებს. შედგენილ ტერმინებში — ოჩოკოჩი, ოჩოპინტრე, ოჩიდალი პირველი კომპონენტი ორი ბოჩი, ივანე ჯავახიშვილის აზრით, დაკავშირებულია ვაცთან და ძვ. ნადირთმფარველ წარმართულ ღვთაებას უკავშირდება. ვერა ბარდაველიძეს ოჩი ბოჩი მესაქონლეობის მფარველ ღვთაებადაც მიაჩნდა.

გადმოცემით, ოჩოკოჩს მეტყველება არ შეუძლია, მაგრამ მისი ხმა ადამიანებს თავზარს სცემს. ოჩოკოჩს სხეული ჟანგისფერი თმით აქვს დაფარული. ადამიანის მიერ მოკლული ოჩოკოჩი მეორე გასროლის შემდეგ ცოცხლდება. გავრცელებული სიუჟეტების თანახმად ოჩოკოჩი ელტვის ტყის დედოფლის ტყაში-მაფას სიყვარულს.

ხალხური ნაამბობი

  • ოჩოკოჩი დიდია და ბანჯგვლიანი, მკერდზე ორი რქა აქვს გამოშვერილი. ტყეში მიუვალ ადგილებში ცხოვრობს. ღამით თუ ტყეში ძლიერი "ვოო!!" ღრიალი გაისმა - ეს ოჩოკოჩია ნამდვილად.

ოჩოკოჩი მწყემსთან მიდის, ცეცხლზე თბება

(მთქმელი მ.სიჭინავა 70 წლის, სოფ. ლესიჭინე, ჩხოროწყუს რაიონი)

ერთხელ ძროხებს ვმწყემსავდი. ღამით ჩემი ამხანაგები დაკარგული ძროხის საძებნელად წავიდნენ და მარტო დავრჩი კარავში. უცბად რაღაცნაირი - "ვოოს" ძახილი მომესმა. მივხვდი ოჩოკოჩი რომ იყო. შევშინდი და კუთხებში ძროხებთან დავიმალე. კარი გაიღო და ოჩოკოჩი შემოვიდა. საჭმელი შეჭამა და წავიდა. ცოტა ხნის შემდეგ ვიღაცამ დამიძახა: "ცეცხლი გინთიაო!" და ოჩოკოჩი ისევ შემოვიდა. ისიც მიუჯდა ცეცხლს, გაითბო ტანი და წავიდა.

ოჩოკოჩის ეშვები აქვს

(მთქმელი ბ.მალანია 70 წლის, სოფ. ჩხოროწყუს )

მე არ მინახავს, მაგრამ ბევრჯერ გამიგია: ოჩოკოჩი კაცისნაირიაო, დაბღავისო, მთიან და ტყიან ადგილებში ცხოვრობსო. კაცს არ ერჩისო, მაგრამ თუ გააჯავრა, მაშინ შეებრძოლებაო. ოჩოკოჩი ახმახიაო, იტყოდნენმ ფეხშიშველა დადის და ეშვები აქვსო. მკერდზე საფეთელის მსგავსი რქები აქვს წამოზრდილიო. როცა დადის, ყვირის და მიხარხარებს. სადაც კაცი ცხოვრობს, იმ ადგილებში არ დადის. უმეტესად მონადირეები და მეჯოგეები ხვდებიან მას.

ოჩოკოჩი და მეთევზე

(მთქმელი ა. კვარაცხელია 70 წლის, სოფ. ნაკიფუ)

ჩემს სახლში ერთხელ მუშაობდა მარტვილის რაიონიდან მოსული კაცი გრიშა ჯგერენაია. მან ასეთი ამბავი მოყვა: თურმე, გრიშას მეზობელი, ღამით, მდინარეზე დაგებულ ფაცერს დარაჯობდა. ცეცხლი ენთო და ღამეს ათევდა, ეშინოდა თევზი არავინ მომპაროსო. მდინარიდან მოესმა საშინელი ხმაური და წყლის დგაფუნი. წყლის შხეფები შორს იფანტებოდნენ, კაცმა ნახა, რომ აუარებელი თევზი დაცვენილა ფაცერზე. დაჭერილი თევზები ცეცხლის პირას დაუყრია. ცოტახანში თურმე ამ კაცთან მოსულა ოჩოკოჩი: კაცის ფორმის, დაბალი ტანის, ჩაფსკვნილი, ტანი ბალნით ჰქონდა დაფარული.

ოჩოკოჩს უთქვამს ამ კაცისათვის: - ეს თევზი ნახევარი ჩემიაო. მეც ბევრი ვიშრომეო, დანარებიდან გამოვდენე ისინი ხელებით, ფეხებითა და ჯოხითაო. ამდენი თევზიო ოდესმე თუ დაგიჭერიაო შენი ფაცერით? შენც ხომ გესმოდა ცემი ხმაურიო. კაცმა არაფერი უპასუხა. საერთოდ ოჩოკოჩთან საუბარი არ შეიძლება. მერე ოჩოკოჩს თვითონ გაუყვია შუაზე ეს თევზი. თავისი წილიდან ცეცხლზე შეუწვია სამყოფი თევზი და შეუჭამია. მერე დარჩენილი თევზი თან წაუღია და წასულა.