ჯან ჯაკომო ტრივულციო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 12: ხაზი 12:
[[კატეგორია:იტალიელები]]
[[კატეგორია:იტალიელები]]
[[კატეგორია:იტალიელი სამხედრო მოღვაწეები]]
[[კატეგორია:იტალიელი სამხედრო მოღვაწეები]]
[[კატეგორია:ფრანგი სამხედრო მოღვაწეები]]
[[კატეგორია:საფრანგეთის მარშლები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1436]]
[[კატეგორია:დაბადებული 1436]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1518]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1518]]

20:53, 3 აგვისტო 2006-ის ვერსია

ჯან ჯაკომო ტრივულციო, მარკიზი დი ვიგევანო (იტალ.:Gian Giacomo Trivulzio, Marchese di Vigevano) (* 1436, მილანი, იტალია; † 1518) - წარმოშობით იტალიელი საფრანგეთის ჯარების მთავარსარდალი და საფრანგეთის მარშალი.

ჯან ჯაკომო ტრივულციო ცნობილი და მდიდარი მილანური ოჯახის წევრი იყო, რომლებმაც ძალაუფლების ზენიტს XVI საუკუნეში მიაღწიეს. 1466 წელს ჯან ჯაკომო საფრანგეთის წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში მიიღო მონაწილეობა. 1476 წელს მან სისხლში ჩაახშო გიბელინების აჯანყება გენუაში. 10 წლის შემდეგ, 1486 წელს იგი ნეაპოლის მეფის სამსახურში ჩადგა, ხოლო 1494 წელს საფრანგეთის მეფის ქვეშევრდომობა მიიღო.

1499 წელს საფრანგეთის ჯარის სათავეში მდგომმა ტრივულციომ მშობლიური ქალაქი მილანი და მთელი მილანის საჰერცოგო დაიპყრო, რისთვისაც მას საფრანგეთის მარშლის წოდება მიენიჭა, ხოლო მოგვიანებით მილანის შტატჰალტერიც კი გახდა.

ძალაუფლების ზენიტში მყოფ ტრივულციოს მოწინააღმდეგეებმა ბრალი დადეს ვენეციასთან და შვეიცარიასთან საიდუმლო კავშირში, რის გამოც მისი ავტორიტეტი საფრანგეთის მეფის თვალში ძალიან დაეცა. 1518 წელს ტრივულციო თავის გასასამართლებლად სამეფო კარზე გამოცხადდა, მაგრამ უპატიოდ იქნა მიღებული. ამდენი დამცირებით გატეხილი მოხუცი მარშალი მალე გარდაიცვალა კიდეც.

ჯან ჯაკომო ტრივულციოს ძმა რენე გიბელინების მხარეზე იბრძოდა და ვენეციის სამსახურში გარდაიცვალა, ხოლო ძმისშვილი ტეოდორო ტრივულციო მოგვიანებით აგრეთვე საფრანგეთის მარშალი გახდა.