ჰანს ჰოლბაინ უმცროსი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 32: ხაზი 32:
== I ინგლისური პერიოდი(1526–28) ==
== I ინგლისური პერიოდი(1526–28) ==
</div>
</div>






11:33, 1 აპრილი 2009-ის ვერსია

ჰანს ჰოლბაინ უმცროსი (1497–1543)

შესანიშნავი ფერმწერი და ერთ–ერთ უდედესი გერმანელი მხატვარი ჰანს ჰოლბაინ უმცროსი დაიბადა 1497 წელს ქალაქ ოგსბურგში (გერმანია). ჰანს ჰოლბაინი ამ გვარის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია.



ბაზელის I პერიოდი



ფერწერა მამამ – ჰანს ჰოლბაინ უფროსმა შეასწავლა. მოგვიანებით ჰანსი ძმასთან – ამბროზიუს ჰოლბაინთან ერთად შვეიცარიაში – ქალაქ ბაზელში გადასახლდა. ძმები 2 წლის მანძილზე ჰერბსტერის სახელოსნოში მუშაობდნენ. ბაზელში ჰოლბაინმა ბევრი გამოჩენილი პიროვნება გაიცნო: ჰუმანისტები, მეცნიერები, მათ შორის ერაზმ როტერდამელი. ამ უკანასკნელის თხოვნით მხატვარმა დაასურათა მისი ნამუშევარი – "ქება–დიდება სისულელისა", რომელიც 1514 წელს გამოიცა. ნამუშევრი გაფორმებული იყო 82 ილუსტრაციით. ჰოლბაინმა ილუსტრირება გაუკთა უამრავ წიგნს, მონაწილეობა მიიღო მარტინ ლუთერის ბიბლიის თარგმანის შექმნაში. როგორც ჰოლბაინ უფროსი, ისიც ქმნიდა ვიტრაჟებს, ქმნიდა პორტრეტებს. სავარაუდოა, რომ ამ პერიოდში მხატვრის მატერიალური მდგომარეობა მძიმე იყო, ამას ადასტურებს მისი მიერ ქალაქ ბაზელის ერთ–ერთი სკოლისათვის შესრულებული აბრა, როგორც ჩანს იგი უარს არ ამბობდა მსგავს სამუშაოზეც კი. 1516 წელს მან დახატა ბურგომისტრ მაიერისა და მისი ცოლის პორტრეტები, ფერმწერ ჰანს ჰერბსტერის პორტრეტი, ქალაქ ლუცერნში ჰერტენშტაინის სახლის შიდა და გარე კედლები ფრესკებით მოხატა. 1519 წელს დაბრუნდა ქალაქ ბაზელში. იგი ბევრს მუშაობდა ფასადების დეკორირებაზე, უბრალო კერძო სახლებს არაჩვეულებრივ სასახლეებად აქცევდა, რთავდა კოლონებითა და ფიგურებით. "გარდაცვლილი იესო სარეცლეზე"(1521–22 წლები) – ეს ნახატი ბაზელის სამხატვრო მუზეუმში ინახება. სურატი, რომელიც კნიაზ მიშკინის(დესტოევსკის რომან "იდიოტის" გმირი) სიტყვებით მისი ნახვისას "ზოგიერთს რწმენასაც კი დააკარგვინებდა". ბაზელის პერიოდის უმნიშვნელოვანესი ქმნილებებია: იურისტ ბონიფაციუს ამერბახის პორტრეტი, ფრესკები ახალ რატუშაზე, ქრისტეშობის გამოსახულება, მადონა წმინდანებთან ერთად ქალაქ ზოლოტურნისთვის და ბოლოს ცნობილი მეიერების ოჯახის მადონა. ამ დროს განეკუთვნება ერაზმ როტერდამელისა და დოროთეა ოფენბურგის პორტრეტები, ასევე ნახატები ძველი აღთქმისათვის და "სიკვდილის ცეკვა".


I ინგლისური პერიოდი(1526–28)


1526 წელს ჰოლბაინმა დატოვა ბაზელი, სადაც რეფორმაციის პირობებში გაუჭირდა სამუშაოს მოძებნა. მხატვარს ინგლისში თომას მორი გულთილ შეხვედრას მოუწყობს. თომას მორს სარეკომენდაციო წერილი ერამზ როტერდამელმა გაუგზავნა. მხატვარი დაექმევდებარა ინგლისურ გემოვნებას, რომელიც გამეფებული იყო იმ პერიოდის ინგლისში. ფემწერი აქ ქმნის თომას მორის და მისი ოჯაის წევრების გენიალურ ტილოებს, არქიეპისკოპოს კენტერბერიელის და ასტრონომ კრაცერის პორტრეტებს.


ბაზელის II პერიოდი(1529–31)



1528 წელს ჰანს ჰოლბაინი ბაზელში ბრუნდება. აქ იგი ამთავრებს რატუშს კედლების ფრესკებს და ქმნის რამდენიმე პორტრეტს.



II ინგლისური პერიოდი(1532–43)



1532 წლის რელიგიული ამბოხი აიძლებს ჰოლბაინს ხელახლა დატოვოს ბაზელი და გაემგზავროს ხელახლა ინგლისში. აქ მხატვარი ქმნის ბევრ პორტრეტს, ზოგი მათგანი დღეს ინახება ბერლინში, უინძორში, ჰააგაში და ვენაში. ლონდონში ანა ბოლიენის სადღესასწულო მსვლელობის პატივსაცემად 1533 წელს ვაჭართა წრის დაკვეთით იგი აწყობს დეკორაციბს ქუჩაში, სადაც გამოსახულია პარნასი. ამ პერიოდში მხატვარი ქმნის ტონ ვაიეტისა და მისი მეგობრის, ტომ მორეტის(დრეზდენში ინახება), ასევე რიჩარდ სოუტველის(ფლორენცია) პორტრეტებს პორტრეტებს. ჰანს ჰოლბაინ უმცროსმა მიაღწია იმას, რომ გამხადარიყო მეფე – ჰენრი VIII-ის კარის ფერმწერი.



ტიუდორების სასახლის სამუშაოები



ჩვენამდე მოაღწია ჰენრი VIII-ის, დედოფალ ჯეინ სეიმურის, ედუარდ VI-ის და ნორფოლკის ჰერცოგ – თომას ჰოვარდის პორტრეტებმა. დედოფალ ჯეინ სეიმურის პორტრეტი ინახება ქალაქ ვენაში, ხელოვნების ისტორიის მუზეუმში. მეფის დავალებით ჰოლბაინ ორჯერ გაგიზავნა კონტინენტზე, რათა შეექმნა პორტრეტები. რომლებითაც მეფე დაინტერესებული იყო მატრიმონიალური მიზნით. პრინცესა ანა კლიველთანა რის დაკავშირებული შემდეგი ცნობილი ისტორია. მხატვარმა მისის პორტრეტი არა ნატურიდან, არამედ უცნობი, სუსტი მხატვრის ნამუშევრიდან გადახატა. მეფეს მოეწონა ქალიშვილი და საქორწინო შეთანხმებაც შედგა, მაგრამ მას შემდეგ რა მეფემ საცოლე იხილა, აღშფოთდა და არც კი გაკარებია ისე გაეყარა მას. ამის მიზეზი ტანსავსე გრემანელი პრინცესა იყო, რომელიც მეფეს არ მოეწონა. სიცოცხლის ბოლო წლებს მხატვარი ლონდონსა და ბაზელს შუა ატარებდა. ჰანს ჰოლბაინ უმცროსი გარდაიცვალა 1543 წლის 7 ოქტომბერს ლონდონში. მისი გარდაცვალების მიზეზი შავი ჭირი გახდა, რომელიც გამძვინვარებლი იყო იმხანად ქალაქში. სამწუხაროა, რომ იგი სულ რაღაც 46 წლის ასაკში გარდაიცვალა. თავის პორტრეტებისათვის მხატვარი გულდასმით ასრულებდა წინასწარ მონახაზს ფანქრით, ზოგი მათგანი შემორჩენილია დღემდე. ჩდილს და შუქს ავლებდა ნახშირით, ცარცითა და სანგინით(მუქი წითელი რბილი ფანქარი). ესკიზებში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სახეს. დიდია ჰანს ჰოლბაინ უმცროსის ღვაწლი გერმანულ ხელოვნებაში. მან მოახერხა იტალიური აღორძინების ხანის გაფურჩქვნის პერიოდის გერმანიაში გადმოტანა, ამასთანავე არ დაუკარგავს თავისი ნაციონალური ხასიათი. მის სურათებში შეიგრძნობა დიურერის პორტრეტებში დასახული გზები.