ტარია ჰალონენი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
მ ბოტის შეცვლა: fiu-vro:Haloneni Tarja |
No edit summary |
||
ხაზი 46: | ხაზი 46: | ||
{{მემკვიდრეობის ყუთი | წინამორბედი=[[მარტი აჰტისაარი]] | ტიტული=[[ფინეთის პრეზიდენტი]]<br> | წლები=[[2000]] – დღემდე <br>| შემდეგი=}} |
{{მემკვიდრეობის ყუთი | წინამორბედი=[[მარტი აჰტისაარი]] | ტიტული=[[ფინეთის პრეზიდენტი]]<br> | წლები=[[2000]] – დღემდე <br>| შემდეგი=}} |
||
{{დაასრულე ყუთი}} |
{{დაასრულე ყუთი}} |
||
{{ფინეთის პრეზიდენტები}} |
|||
{{DEFAULTSORT:ჰალონენი, ტარია კაარინა}} |
{{DEFAULTSORT:ჰალონენი, ტარია კაარინა}} |
||
[[კატეგორია:ფინელები]] |
[[კატეგორია:ფინელები]] |
20:07, 26 მარტი 2009-ის ვერსია
ტარია კაარინა ჰალონენი | |
ფინეთის პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 1 მარტი 2000 |
წინამორბედი | მარტი აჰთისაარი |
დაბადებული | 24 დეკემბერი 1943 ჰელსინკი ფინეთი |
რელიგია | პროტესტანტი |
ტარია კაარინა ჰალონენი (დ. 24 დეკემბერი, 1943, ქალაქი ჰელსინკი, ფინეთი), ფინეთის პირველი პრეზიდენტი ქალი. პროფესიით ადვოკატი. მშობლიური ფინურის გარდა ფლობს შვედურ, ინგლისურ და გერმანულ ენებს.
კარიერა
- 1971 წლიდან ფინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.
- 1974-1975 პრემიერ-მინისტრ კალევი სოისას საპარლამენტო მდივანი.
- 1977 - აირჩიეს ჰელსინკის მუნიციპალური საბჭოს წევრად.
- 1979 - აირჩიეს ფინეთის პარლამენტის, ედუსკუნტას, წევრად.
- 1984-1987 სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარე.
- 1987-1990 კონსერვატორი ჰარი ჰოლკერის მთავრობის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი.
- 1990-1991 კონსერვატორი ჰარი ჰოლკერის მთავრობის იუსტიციის მინისტრი.
- 1991-1995 ესკო აჰოს მთავრობის იუსტიციის მინისტრი.
- 1995-2000 სოციალ-დემოკრატი პაავო ლიპონენის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი.
საპრეზიდენტო კარიერა
ფინეთის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ 2000 წლის 16 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე წამოაყენა ტარია ჰალონენის კანდიდტურა. არჩევნების პირველ ტურში, რომლის 7 კანდიდატიდან 4 ქალი იყო, ტარიამ მიიღო ხმების 40 %, ხოლო მისმა უახლოესმა კონკურენტმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ესკო აჰომ 34,4 %. 6 თებერვლის მეორე ტურში კი ქალბატონმა ტარიამ მიიღო ხმების 51,6 %. 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ მიიღო მონაწილეობა და კვლავ მეორე ტურის საშუალებით (ხმათა 51,6 %) დაამარცხა საულ ნიინისტო. 2005 წელს ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში.
ოჯახი
ქალბატონი ტარია მეორედაა გათხოვილი. მისი მეუღლეა მასზე 5 წლით უმცროსი პენტი არაიარვი. პირველი ქორწინებიდან ჰყავს ქალიშვილი - ანა, რომელიც სწავლობს საერთაშორისო პოლიტიკას კენტის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი) და ცხოვრობს მამამისთან.
წინამორბედი: მარტი აჰტისაარი |
ფინეთის პრეზიდენტი 2000 – დღემდე |
შემდეგი: |