ტრე სკილინგ ყვითელი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
No edit summary |
მNo edit summary |
||
ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
{{ლეგენდარული საფოსტო მარკები}} |
{{ლეგენდარული საფოსტო მარკები}} |
||
[[კატეგორია:საფოსტო მარკები]] |
[[კატეგორია:საფოსტო მარკები]] |
||
[[კატეგორია:ლეგენდარული მარკები]] |
|||
[[de:Tre-Skilling-Banco-Fehldruck]] |
[[de:Tre-Skilling-Banco-Fehldruck]] |
15:30, 26 მარტი 2009-ის ვერსია
ტრე სკილინგ ყვითელი, ან 3 სკილინგ ბანკო (მცდარი ფერით - Gul tre skilling banco) — შვედეთის საფოსტო მარკა, 2004 წლისთვის ყველაზე ძვირფასი საფოსტო მარკა მსოფლიოში. ფასით (აშშ)$71 მილიარდი/კილოგრამზე (1998 წლ. მონაცემებით) ეს ყველაზე ფასიანი ნივთია მსოფლიოში წონითა და მოცულობით.
1855 წელს შვედეთმა გამოუშვა მისი პირველი საფოსტო მარკები - ხუთი ნაირსახეობა შვედეთის გერბის გამოსახულებით 3-დან 24 სკილინგამდე დენომინაციით. 3-სკილინგიანი ჩვეულებრივ ლურჯ-მწვანე ფერით იბეჭდებოდა, ხოლო 8-სკილინგიანი კი ყვითელ-ნარინჯისფერით. გაურკვეველია თუ რა მოხდა, მაგრამ სავარაუდოდ 8-სკილინგიანი ყალიბი საბეჭდ დაზგაზე (რომელიც 100 ყალიბისგან შედგებოდა 10x10-ზე წყობით) გაფუჭდა ან დაიმტვრა და შეცდომით შეცვლილ იქნა 3-სკილინგიანი ყალიბით. მარკების რაოდენობა დაბეჭდილი მცდარი ფერით უცნობია.
|