ძილი: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
13 ბაიტი წაიშალა ,  13 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
No edit summary
[[ფაილი:A child sleeping.jpg|thumb|ბავშვის ძილი]]
'''ძილი''' - მაღალგანვითარებული ორგანიზმის პერიოდული ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რომელსაც განსაზღვრავს თავის ტვინის მთელი რიგი სტრუქტურების კოორდინაციული მოქმედება. გარეგნულად ხასიათდება უმოძრაობით და გარესამყაროს გამღიზიანებლებისგან გამოთიშვით. ადამიანის ძილის დროს დათრგუნულია შეგნებული ფსიქოლოგიური აქტივობა, რომელიც პერიოდულად აღდგება [[სიზმარი|სიზმრის]] დროს.
 
ძილი ელექტროფიზიოლოგიურად ჰეტეროგენულია, რაც განისაზღვრება თავის ტვინის ელექტრული აქტივობის სხვდადასხვაობით. ძილ-ღვიძილის ციკლი მოიცავს ღვიძილს, თვლემას, ზედაპირულ ნელ (ფხიზელ) ძილს, ღრმა ნელ ძილსა და პარადოქსულ (სწრაფ) ძილს. ემოციული დაძაბულობა თვლემისა და ნელი ძილის დროს დაბალია, ღვიძილისა და პარადოქსული ძილის დროს კი - მაღალი. ღვიძილისას ემოციურ დაძაბულობას განსაზღვრავს გარემოს გამღიძიანებელთა ზემოქმედება, პარადოქსული ძილის დროს კი იგი დაკავშირებულია სიზმართან. შესაბამისად განსხვავდება ტვინის ელექტრული აქტივობაც. თვლემისა და ნელი ძილის დროს ჭარბობს დაბალი სიხშირის, მაღალამპლიტუდიანი რხევები (სინქრონიზაცია), ღვიძილისა და პარადოქსული ძილის დროს - მაღალი სიხშირის დაბალამპლიტუდიანი რხევები (დესინქრონიზაცია), რასაც თან ახლავს გარკვეული ვეგეტატიური ძვრები. ეს მოვლენა კატებში პირველად დააგინა ქართველმა ფიზიოლოგმა ლ. ცქიფურიძემ 1950 წელს; შემდგომში იგივე დადასტურდა უცხოელ მეცნიერთა შრომებშიც.
 
 
== ლიტერატურა ==
*[[ქსე]]
 
[[ქსე]]
 
[[კატეგორია:ნერვული სისტემის ფიზიოლოგია]]
[[კატეგორია:სომნოლოგიაძილი|*]]
 
[[ar:نوم]]

სანავიგაციო მენიუ