ტემპერატურა: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: {{მუშავდება|დათო}} '''ტემპერატურა''' (ლათ. temperatura - თანა…)
 
{{მუშავდება|დათო}}
'''ტემპერატურა''' ([[ლათინური ენა|ლათ.]] temperatura - თანაშეზომილება, ნორმალური მდგომარეობა) - ფიზიკური სიდიდე, რომელიც ახასიათებს მაკროსკოპული სისტემის თერმოდინამიკური წონასწორობის მდგომარეობას. თერმოდინამიკური წონასწორობის მდგომარეობაში მყოფი იზოლირებული სისტემის ყველა წერტილის ტემპერატურა ერთი და იგივეა. თუ იზოლირებული სისტემა არ არის წონასწორობაში, მაშინ დროის განმავლობაში ენერგიის გადასვლა ([[თბოგადაცემა]])სისტემის მეტად გახურებული ნაწილიდან ნაკლებად გახურებულში გამოიწვევს ტემპერატურის გათანაბრებას მთელ სისტემაში (პირველი [[პოსტულატი]] ანუ თერმოდინამიკური ნულოვანი საწყისი). წონასწორულ პირობებში ტემპერატურა სხეულის ნაწილაკების საშუალო [[კინეტიკური ენერგია|კინეტიკური ენერგიის]] პროპორციულია. ტემპერატურა განსაზღვრავს: სისტემის წარმომქმნელი ნაწილაკების, ენერგიის დონეების ([[ბოლცმანის სტატისტიკა]]) და ნაწილაკების განაწილებას სიჩქარეების მიხედვით ([[მაქსველის განაწილება]]), [[ნივთიერება|ნივთიერების]] [[იონიზაცია|იონიზაციის]] ხარისხს, სხეულთა წონასწორული ელექტრომაგნიტური გამოსხივების თვისებებს - გამოსხივების [[სპექტრული სიმკვრივე|სპექტრულ სიმკვრივეს]], გამოსხივების სრულ მოცულობით სიმკვრივეს და ა. შ.
 
ზოგად შემთხვევაში ტემპერატურას განსაზღვრავენ როგორც სხეულის მთლიანი ენერგიის წარმოებულს [[ენტროპია|ენტროპიით]]. ასე განსაზღვრული ტემპერატურა ყოველთვის დადებითია, რადგან [[კინეტიკური ენერგია]] დადებითია. მას უწოდებენ აბსოლიტურ ტემპერატურას ან ტემპერატურას თერმოდინამიკური ტემპერატურული სკალით; აღნიშნავენ ''T''-თი. აბსოლიტური ტემპერატურის ერთეულადს [[ერთეულთა საერთაშორისო სისტემა]]ში ([[SI]]) მიღებულია [[კელვინი]] (K). ხშირად ტემპერატურას ზომავენ [[ცელსიუსის სკალა|ცელსიუსის სკალით]] (''t'', °C). იგი T-თან (K) დაკავშირებულია ტოლობით:
<div style='text-align: center;'>
<math>t \, = \, T\, - \, 273,15 \, K,</math> <br /> ამასთან, <br /><math>1C\, = \, 1 \, K</math>
</div>
 
ფიზიკური მოვლენების ტემპერატურული დიაპაზონი ძალიან დიდია (პრაქტიკულად ტემპერატურის აბსოლუტური ნულიდან 10¹¹K-მდე). მკაცრად რომ ვთქვათ, ტემპერატურა ახასიათებს სხეულთა წონასწორულ მდგომარეობას, მაგრამ ტემპერატურის ცნებით ხშირად სარგებლობენ აგრეთვე ფიზიკურ სისტემებში ნაწილაკებისა და და კვაზინაწილაკების არაწონასწორული განაწილების განხილვისას (არაწონასწორული პლაზმის ელექტრონული და იონური ტემპერატურა, ფერითი ტემპერატურა, სიკაშკაშის ტემპერატურა და ა. შ.)
 
 
{{ფიზიკა}}
 
[[კატეგორია:ფიზიკური სიდიდეები]]
 
 
[[ru:Температура]]
27 256

რედაქტირება

სანავიგაციო მენიუ