იაპონელები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: bat-smg:Japuonā, sv:Japaner
ბოტის დამატება: sah:Дьоппуоннар
ხაზი 35: ხაზი 35:
[[pt:Japoneses]]
[[pt:Japoneses]]
[[ru:Японцы]]
[[ru:Японцы]]
[[sah:Дьоппуоннар]]
[[sk:Japonci]]
[[sk:Japonci]]
[[sl:Japonci]]
[[sl:Japonci]]

00:06, 4 მარტი 2009-ის ვერსია

იაპონელები , ერი, იაპონიის ძირითადი მოსახლეობა (99%). საერთო რაოდენობა 111 მლნ. (1975, შეფასება), იაპონიის გარდა ცხოვრობენ აშშ-ში, კანადაში, ბრაზილიაში და ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში. ლაპარაკობენ იაპონურ ენაზე, ანთროპოლოგიურად განეკუთვნებიან მონღოლოიდურ რასას.

ტომთა ჯგუფის სახით იაპონელები ჩამოყალიბდნენ ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანებში სამხრეთ კორეის ნახევარკუნძულიდან ენეოლითური კულტურის მქონე იაელთა დიდი ჯგუფია გადმოსახლების შედეგად იაპონიის კუნძულებზე, რომლებზეც მანამდე დასახლებული იყვნენ აინები და ნაწილობრივ მალაიურ-პოლონეზიური ტომები. IV საუკუნეში ჩამოყალიბდა პირველი ერთიანი იაპონიური სახელმწიფო (იამატოს სამეფო). ამით დასრულდა ძვ. იაპონელ ტომთა კონსოლიდაცია ერთ ეროვნებად, რომელიც შემდგომში განვითარდა ჩინეთის, კორეის, ინდოეთის ძვ. ცივილიზაციის გავლენით.