ავაზა: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
6 450 ბაიტი წაიშალა ,  11 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე

br />

{{ტაქსოდაფა *

'''ავაზა''', '''გეპარდი''' (Acinonyx jubatus), [[მტაცებლები|მტაცებელი]]
'''ავაზა''', '''გეპარდი''' (Acinonyx jubatus), [[მტაცებლები|მტაცებელი]] [[ძუძუმწოვრები|ძუძუმწოვარი]] [[ კატისებრნი|კატისებრთა]] ოჯახისა. ხმელეთის ყველაზე სწრაფი ცხოველი; გავრცელებულია [[აფრიკა|აფრიკის]], [[ინდოეთი|ინდოეთის]], წინა და შუა აზიის ტრამალებსა და [[უდაბნო|უდაბნოებში]]. მისი სხეულის სიგრძე 150 სმ აღწევს, სიმაღლე - 100 სმ, აქვს შავხალებიანი მოყვითალო ბეწვი. ავაზის მეკეობა 95 დღემდე გრძელდება. ყრის 2-4 ლეკვს. იკვებება ძირითადად ანტილოპებით, ხეზე ასვლა არ შეუძლია, დარბის სწრაფად (მაქსიმალური სისწრაფე 120 კმ საათში). ავაზას ბევრ ქვეყანაში ათვინიერებენ და [[ანტილოპები|ანტილოპებზე]] სანადიროდ გეშავენ. ავაზებით ნადირობდნენ შუა საუკუნეების [[საქართველო|საქართველოშიც]].

== აღწერა ==

ავაზის მკერდი განიერია, ხოლო წელი - წვრილი. უხეში, წინწკლებიანი ბეწვი მას მაღალ ბალახში შეუმჩნეველს ხდის
და მსხვერპლთან მიახლოებას უადვილებს. ავაზის ხალები 2-3 სანტიმეტრის დიამეტრისაა და მუცლის მხარეს (თეთრ ბეწვზე) არ ჩნდება. გეპარდს პატარა თავი აქვს, რაც ხელს უწყობს სიჩქარის განვითარებაში, ხოლო შავი ხაზები მის თვალებთან მზის სხივებს არიდებს და ხედვის არეალის გაფართოების საშუალებას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ იგი საათში 120 კილომეტრ სიჩქარეს ავითარებს, ავაზა ძალიან მალე იღლება.
მოზრდილი ავაზა 40-65 კილოგრამს იწონის. მისი სხეულის სიგრძე შეიძლება 135 სმ იყოს, როცა მხოლოდ კუდი 84 სმ-მდე იზრდება. მამრი შეიძლება მდედრზე ოდნავ დიდია, მაგრამ სიმაღლის მიხედვით მათი გარჩევა საკმაოდ რთულია. თითქმის იგივე ზომის [[ლეოპარდთან|ლეოპარდი]] შედარებით, ავაზას უფრო მოკლე ტანი, მაგრამ მაღალი ფეხები და გრძელი კუდი აქვს.
ავაზებში გვხვდება იშვიათი სახის [[მუტაციაც|მუტაცია]]: ზოგჯერ მათი ხალები იმდენად დიდია, რომ ერთმანეთს ერწყმის და ჩვეულებრივი ინდივიდებისაგან განსხვავებულ მოხატულობას ქმნის. ასეთ ერთეულებს ”სამეფო ავაზებს” უწოდებენ.
ავაზებს ნახევრად მოძრავი ბრჭყალები აქვთ, რაც სირბილის დროს მიწაზე უკეთ მოჭიდების საშუალებას იძლევა და მნიშვნელოვნად ამცირებს ინერციას მოხვევის დროს. კატების უმეტესობისგან განსხვავებით ავაზას მათი შეკეცვა არ შეუძლია და ამიტომ ბრჭყალები ყოველთვის ადვილი შესამჩნევია.
სხვა ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს ავაზას სირბილის დროს არის მისი სასუნთქი სისტემა და [[გული]]: ფართო
ნესტოები მას საკმარისი ჟანგბადით ამარაგებს. ჩვეულებრივ, ნადირობის დროს, გეპარდი სამოციდან ას
ორმოცდაათამდე ჩასუნთქვას აკეთებს. ამასთანავე, ბრჭყალების გარდა, მისი კუდიც დიდ როლს ასრულებს სიჩქარის
განვითარებასა და წონასწორობის დაცვაში. იგი ერთგვარი საჭეა და ავაზას უადვილებს მკვეთრი მოძრაობების გაკეთებას,
რათა მან მსხვერპლს გზა მოუჭრას და გაქცევის საშუალება არ მისცეს.
სხვა [[დიდი კატებისაგან|დიდი კატები]] განსხვავებით გეპარდს ღრიალი არ შეუძლია. ის მაღალ, ყვირილს მსგავს ბგერებს გამოსცემს.
ავაზა საკმაოდ მგრძნობიარე სახეობაა. მას უჭირს ახალ გარემოსთან [[ადაპტაცია]] და ტყვეობაში თითქმის ვერ მრავლდება. მასზე ნადირობა აკრძალულია, მაგრამ ბრაკონიერობის გარდა, გეპარდს საცხოვრებლისა და საკვების დაკარგვის საფრთხეც ემუქრება.

== გავრცელების არე ==

არსებობს გეოგრეფიულად იზოლირებული რამდენიმე პოპულაცია და ყველა მათგანი აფრიკასა და აზიაში. დაახლოებით ორმოცდაათამდე ერთეული ბინადრობს ირანში, არსებობს ვარაუდი, რომ ცოტა ინდოეთშიც შემორჩა. ასევე არის
დაუზუსტებელი ცნობები პაკისტანიდან, სადაც ერთ მკვდარ ავაზას მიაგნეს.

{{Link FA|de}}

{{Link FA|hu}}

[[კატეგორია:კატისებრნი]]
42

რედაქტირება

სანავიგაციო მენიუ