ვახანის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 8: ხაზი 8:


[[კატეგორია:საქართველოს ციხესიმაგრეები]]
[[კატეგორია:საქართველოს ციხესიმაგრეები]]
[[კატეგორია:ხარაგაულის რაიონი]]
[[კატეგორია:ხარაგაულის მუნიციპალიტეტი]]

20:26, 28 თებერვალი 2009-ის ვერსია

ვახანის ციხე — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, ხარაგაულის რაიონის სოფელ ვახანში.

ვახანის ციხე ისტორიული წყარეობის მიხედვით იგი X-XI სს. ძეგლია. ამ ციხეში ღამე გაუთენებია საქართველოს დიდებულ მეფეს დავით აღმნაშენებელს. ვახანის ციხე XVI-XVIII სს. წარმოადგენდა ქართლისა და იმერეთის სამეფოებს შორის ერთ-ერთ ძირითად სასაზღვრო-სახმელეთო სტრატეგიულ პუნქტს. ვახანიდან ერთი გზა მიდიოდა ლიხზე გავლით ქართლისკენ, მეორე კი მესხეთისკენ რკინისჯვრის გავლით.

XVIII ს-ში ვახანის ციხე ლეკ-ოსმალთა გაუთავებელ თავდასხმებს განიცდიდა. 1785 წლის შემოდგომაზე ციხის მიდამოებში საშინელი ტრაგედია დატრიალებულა, 20 000-იანი ლაშქრით შემოსულ ომარ-ხანს დიდი სისხლისღვრის შემდეგ ციხე აუღია.

1804 წლის 25 აპრილს ვახანის ციხის მიდამოებში „ელაზნაურში“, მოხდა შეხვედრა კავკასიის მთავარწმუბნებულ პავლე ციციანოვსა და იმერეთის უკანასკნელი მეფეს სოლომონ II შორის იმერეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში შესვლის თაობაზე. მათ ხელი მოაწერეს ტრაქტატს, რომელიც „ელაზნაურის ტრაქტატის“ სახელწოდებით არის ცნობილი.