ქუთაის-გაენათის ეპარქია: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
VI-VII საუკუნიდან დაწყებული დასავლეთ საქართველოს - ეგრის-აფხაზეთის საკათალიკოსოსს ჩამოყალიბება X საუკუნის დამდეგს დასრულდა და იგი მცხეთის საკათალიკოსოს შეუერთდა. გაერთიანებული ქვეყნის დაწინაურებულ კათედრად ქუთაისის სამწყსო ითვლებოდა, რომელიც [[გურია|გურიისა]] და [[აჭარა|აჭარის]] მნიშვნელოვან ნაწილსაც აერთიანებდა. ქუთათელი მღვდლმთავრის აღზევება [[აღმოსავლეთ საქართველო]]დან არაბთა შემოსევების გამო, [[VIII საუკუნე]]ში დასავლეთ საქართველოში „მეფე“ სტეფანოზის და მთელი სამეფო ოჯახის გადასვლამ განაპირობა.
 
X საუკუნის ბოლო მეოთხედიდან, [[978]] წელს ქუთაისში გაერთიანებულ [[საქართველო]]ს მეფის [[ბაგრატ III (საქართველოს მეფე)|ბაგრატ III]]-ის კურთხევის შემდეგ იგი ოფიციალურად საქართველოს დედაქალაქი, ხოლო „ქუთათელი - საქართველოს მეფეთა მაკურთხებელიცა და მესაფლავეც გახდა“. საქართველოს იმჟამინდელი დედაქალაქისთვის ახალი სამღვდელმთავრო კათედრა [[1027]] წელს ააშენა მეფე ბაგრატმა. ქუთაისი [[1122]] წლამდე, [[დავით აღმაშენებლი]]ს მიერ თბილისის აღებამდე, საქართველოს დედაქალაქად ითვლებოდა და ამის შემდეგაც [[რუსუდანი]]ს, [[დავით ნარინი]]სა და სხვათა მეფობისას იგი საქართველოს სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა.
 
დაწინაურებული საქუთათელო სამწყსოს მთლიანობამ [[XV საუკუნე]]მდე გასტანა. XV საუკუნიდან კი, გურიის დამოუკიდებელ სამათავროდ ჩამოყალიბების შემდეგ, გურიელმა ერისთავმა ქუთათელს ეკლესიურად განაშორა ძველი სამწყსო და აქ მისგან დამოუკიდებელი სამი სამღვდელმთავრო კათედრა - შემოქმედი, ჯუმათი, ნინოწმინდა - შექმნა. XVI საუკუნის 30-იან წლებში კი აფხაზთა მეფემ ბაგრატ III - ([[1510]]-[[1565]] წწ.) უშუალოდ [[იმერეთი]]ს (ვაკე) ტერიტორიაზე, ქუთათელის სამწყსოში ორი ახალი ეპარქია - [[ხონი]] და გაენათი ჩამოაყალიბა.

სანავიგაციო მენიუ