არიელი (ქალაქი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 73: ხაზი 73:
|}
|}
==რესურსები ინტერნეტში==
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://go.ariel.muni.il/ariel/en/ არიელი] ინგლისურად
* [http://www.yosh.ac.il/ იუდეის და სამარიის კოლეჯი]

[[კატეგორია:ისრაელის ქალაქები]]
[[bg:Ариел (град)]]
[[cs:Ariel (město)]]
[[de:Ariel (Stadt)]]
[[es:Ariel (Israel)]]
[[fa:آریل]]
[[fr:Ariel (ville)]]
[[it:Ariel (città)]]
[[he:אריאל]]
[[nl:Ariël (Westelijke Jordaanoever)]]
[[ja:アリエル (イスラエル)]]
[[pl:Ariel (miasto)]]
[[pt:Ariel (cidade)]]
[[ru:Ариэль (город)]]
[[fi:Ariel (kaupunki)]]
[[sv:Ariel (stad)]]
[[tl:Ariel]]

18:05, 18 თებერვალი 2009-ის ვერსია

ქალაქი
არიელი
אֲרִיאֵל‎

არიელის ერთერთი უბანი
გერბი
Ariel Logo1.jpgpx

ქვეყანა ისრაელის დროშა ისრაელი
რეგიონი იუდეის და სამარიის რაიონი
კოორდინატები 32°06′22″ ჩ. გ. 35°11′16″ ა. გ. / 32.10611° ჩ. გ. 35.18778° ა. გ. / 32.10611; 35.18778
ქალაქის მერი რონ ნახმანი
დაარსდა 1978
ამჟამინდელი სტატუსი 1998
ფართობი 14.677 კმ²
ცენტრის სიმაღლე 560 მეტრი
მოსახლეობა 16,600 კაცი (2007)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
ოფიციალური საიტი ariel.muni.il
არიელი (ქალაქი) — ისრაელი
არიელი (ქალაქი)

არიელი (ივრ. אֲרִיאֵל‎ არაბ. اريئيل‎) არის ებრაული დასახლება იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ისტორიულ სამარიაში. არიელი დაარსდა 1978 წელს. მისი მოსახლეობა 2007 წლისთვის იყო 16 600, აქედან 7 000 შეადგენენ 1990 წლის შემდეგ რეპატრიირებული ებრაელები. არიელი ექვს დღიანი ომის დროს იორდანიისთვის წართმეულ მიწებზე სიდიდით მეხუთე ქალაქია. 1998 წელს არიელს მიენიჭა ქალაქის სტატუსი.

ივრითზე არიელი ნიშნავს ღვთის ლომს. ებრაელებისთვის იგი არის სიმამაცის და ასევე იუდას ჩამომავათა სიმბოლო. ებრაული ბიბლიის თანახმად კი არიელი არის იერუსალიმის და იერუსალიმის ტაძრის ერთერთი ეპითეტი.

ისტორია

1978 წელს ებრაელთა ჯგუფს უნდა ეპოვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილი სამარიის მთიანეთში, რომელიც აკონტროლებს თელ-ავივისკენ მიმვალ გზას და დაეცვათ იგი იორდანიის შესაძლო თავდასხმისგან. 1978 წლის დაზაფხულზე რამდენიმე კაცი დაბანაკდა ამ ადგილას, ხოლო იმავე წლის აგვისტოს აქ საცხოვრებლად უკვე 40 ოჯახი გადმოვიდა.

თავდაპირველად პირველ მოსახლეებს ელემენტარული საცხოვრებელი პირობებიც კი არ ჰქონდათ, დასახლების დაარსებისთვის მათ მძიმე გამოცდის გავლა მოუწიათ. წყალი მათ მხოლოდ დროდადრო მიეწოდებოდათ ცისტერნებით, ელექტროენერგიას კი გენერატორებით გამოიმუშავებდნენ, რადგან იმ მხარეში იმ დროს არ იყო ელექტროგაყვანილობა. კარვების ნაცვლად აშენდა დროებითი საცხოვრებლები და სკოლა. პირველი სასწავლო წელი 1978 წლის 1 სექტემბერს დაიწყო.

თანდათან მოსახლეობამ იმატა. დასახლებაში ორთოდოქსი ებრაელებიც გადმოსახლდნენ და აშენდა 14 სინაგოგა.

დღესდღეისობით ქალაქში უკვე რამდენიმე სავაჭრო ცენტრია, ორი ინდუსტრიული ზონა, ბიბლიოთეკა და სპორტ კლუბი. არიელში ახლა 27 ახალი ქარხანა შენდება, რომლებიც 2009 წელს უნდა დასრულდეს.

გეოგრაფია

არიელი თელ-ავივიდან დაახლოებით 40 კმ აღმოსავლეთით, მდინარე იორდანედან 40 კმ დასავლეთით და იერუსალიმიდან 60 კმ ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. არიელი თელ-ავივთან დაკავშირებულია ტრანს-სამარიული გზატკეცილით.

განათლება

არიელში არის არიელის სამარიის ცენტრალური უნივერსიტეტი, რომელიც 1982 წელს დაარდა როგორც კოლეჯი. დღესდღეისობით აქ 9 500 სტუდენტი სწავლობს, მათ შორის როგორც ებრაელები, ასევე არაბებიც არიან. 2005 წელს კოლეჯი უნივერსიტეტად გადაკეთდა.

ძმობილი ქალაქები

რესურსები ინტერნეტში